bt_bb_section_bottom_section_coverage_image

ქემიქალსკომპანიის შესახებ

„ქემიქალს“-მა შეიძინა საერთაშორისო სტანდარტების უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა და დაარსა საავტომობილო გზების მშენებლობისა და სამშენებლო მასალების საგამოცდო ლაბორატორია.

ლაბორატორია აღჭუვილია ახალი , ევროპული „Hira“-ს და „Controls Group“-ის 45 სახეობის ძირითადი საზომი ხელსაწყოთი . ჯამში 100-ზე მეტი დასახელების დამხმარე მოწყობილობით, რომლებიც შეძენილია უშუალოდ მწამროებლებისგან და ვსარგებლობთ მათი კვალიფიციური მომსახურებით .

„ქემიქალს“-ის ლაბორატორია აკრედიტირებულია საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ. ამასთანავე, მომსახურების მაღალი ხარისხისა და აკრეტიტაციის უზრუნველსაყოფად ლაბორატორია იმართება ISO-17025 სტანდარტით.

ასევე ჩვენი ლაბორატორია პერმანენტულად მონაწილეობას იღებს საერთაშორისო და ადგილობრივ ლაბორატორიათშორის გამოცდებში, რაც უზრუნველყოფს ხარისხის მუდმივ კონტროლს.

ლაბორატორიის შენობა დაპროექტებულია უსაფრთხოებისა და შესაბამისი ერგონომიკული სტანდარტების გათვალისწინებით.

უმაღლესი სტანდარტის მქონე მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ხელმძღვანელობს დარგის აღიარებული სპეციალისტი, გურამ ტატურაშვილი, მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ლაბორანტების გუნდთან ერთად.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, საუკეთესო პირობას ქმნიან კვლევითი სამუშაოების მაღალ დონეზე საწარმოებლად და მაღალი ხარისხის მომსახურების გასაწევად.

ამასთანავე ჩვენ ვიკვლევთ სხვადასხვა იმპორტირებულ პროდუქციას ადგილობრივ მასალებთან შეთავსების კუთხით და ვახორციელებთ ნარევების ფორმულის შერჩევას შემდეგ პროდუქციაზე:
ემულსიის შემადგენლობის შერჩევა სხვა და სხვა დანიშნულებისთვის
ბიტუმის მოდიფიცირების ფორმულის შერჩევა
ასფალტის შემადგენლობის შერჩევა
ბეტონის შემადგენლობის შერჩევა

საკონტაქტო ფორმამოგვწერეთ თქვენი შეკითხვა

[contact-form-7 404 "Not Found"]