ლევან ჩახაია რთული პერიოდი, როგორც კეთილი მასწავლებელი. მტერი, როგორც სათნო მეგობარი.

0
191

მუდმივი სწრაფვა კომფორტისაკენ. შიში სიახლეების. შიში ადამიანების, მდგომარეობების, საგნების, სხვადასხვა მოცემულობების, რომლებსაც გამოვყავართ კომფორტის ზონიდან. მუდმივი მცდელობა დავემალოთ რეალობას, რომელიც არ მოგვწონს.

რა ჭკვიანია ღმერთი!. და რამდენად სუსტია ადამიანი!
რთულია იმის გადმოცემა, რასაც ეხლა ვგრძნობ. კარგი აღმოჩენა გავაკეთე. აღმოვაჩინე, რომ უამრავი პრობლემა მაქვს. ჩემი პრობლემა არ არის ფული, ჯანმრთელობა, ურთიერთობები. ჩემი პრობლემა არის მდგომარეობა, რომელიც მაკარგვინებს ჰარმონიას ჩემს ცხოვრებასთან.

აღმოვაჩინე! იმისთვის, რომ გავუგო სამყაროს ხელს მიშლის ბევრი “ვინმე”. ისინი ჩემს შინაგანში ბუდობენ და არ მაძლევენ საშუალებას დავინახო “ის რაც არის”
მე ვითხოვე ჰარმონია .. მაგრამ არ მითხოვია კომფორტი. ვითხოვე, რომ ჩემი ნება შეესაბამებოდეს ჩემს ადამიანურ საჭიროებებს. მსურდეს ის, რაც მჭირდება. ვესწრაფვოდე იმას, რაც მზრდის.

ვეძებდი ადამიანს, რომელიც დამეხმარებოდა ზრდაში. ვეძებდი ვასწავლებელს. ისეთს , რუმი, რომ შეხვდა შამს თაბრიზსს.. ან უსპენსკი, გურჯიევს. ვეძებდი ასეთ ადამიანს. და მივხვდი, რომ ის, რასაც მე ვეძებდი იყო უაზრო. არაფრის მომცემი. მივხვდი, რომ სინამდვილეში ზრდას კი არ მივსდევდი, ეგოს ვიკმაყოფილებდი.. ეგოს, რომელსაც დიდ მასწავლებლებთან შეხვედრის ჟინი ჰქონდა საკუთარი უპირატესობების განსაცდელად.

და ზოგჯერ ვფიქრობ რა კარგია, რომ შამს თაბრიზს არ შევხვდი.. დიდი მასწავლებელი დიდი დესპოტი ვინმეა. ის გამოავლენს იმას, რისიც მეშინია, რისიც მრცხვენია და მაიძულებს დღის სინათლეზე გამოვიტანო ჩემი ჩრდილები. გამაშიშვლებს..

მივხვდი, რომ არ ვარ ამისათვის მზად.
ამ ბოლო დროს დავაკვირდი მოვლენებს ჩემს ირგვლივ და აღმოვაჩინე, რომ ყოველი მოვლენა ჩემში, რომელიც გარკვეულ გაღიზიანებებს იწვევს ასევე ავლენს ჩემს სისუსტეს. როგორი მართალიც არ უნდა ვიყო, სადაც ვღიზიანდები ვლინდება ჩემი ნამდვილი პრობლემები.
და ადამიანი , რომელმაც გამანაწყენა , რომელმაც ჩემი თავმოყვარეობა გათელა ჩემი მტერი კი არა ყველაზე დიდი მოყვარეა.. ის დამეხმარა საკუთარ თავში დაუნახავი სირთულეები აღმომეჩინა და მათზე მემუშავა. როგორი კეთილია სამყარო და ჩვენ ვერ ვხედავთ ამას. სინამდვილეში არავინ ვისურვებდით კომფორტის ხაჯზე ჩვენს პიროვნულ განადგურებებს.

მე მაწყენინეს, და მომინდა გავქცეოდი ამ ადამიანებს. მაგრამ მივხვდი, რომ მთავარს გამოვტოვებდი .. შანს, რომ ამ ადამიანთა დამოკიდებულება ჩემს მიმართ გამომეყენებინა, როგორც დანახვა ჩემი დაფარული უმაქნისობისა. დასაკვირვებელი ობიექტია ის გრძნობა, რომელსაც აღძრავენ “ცუდი ადამიანები”.. გაგაბრაზეს? ესე იგი იქ, სადაც ბრაზია არ ხარ ჩამოყალიბებული, განვითარებული, რადგან შეძლეს გაბრაზება ესე იგი არ ხარ შემწყნარებელი, განსჯი, საკუთარ თავსაც სხვასთან ერთად.
მდგომარეობები ავლენენ ჩვენს იმუნურ სისუტემას ყოველდღიური გამოწვევების მიმართ. ის პირდაპირ გისვამს დიაგნოზს, რა შეგიძლია ამ სამყაროში და რა არა. ამიტომაც მდგომარეობა, რომელიც გვასუსტებს, გვსტრესავს არის ექიმი..

ურთიერთობა, რომელიც რეალობაში არსებობს, რომელიც ბედისწერულია, მაგრამ ყოველთვის არ არის კომფორტული.. ავლენს სისუსტეს ადამიანებთან მიმართებაში. ავლენეს ჩვენს სისუსტეებს ურთიერთობათა ცოდნის ხელოვნებაში. და რატომ უნდა გამექცეს ვინმე, ან რატომ უნდა გავექცე ვინმეს თუ ის ჩემი მასწავლებელია. თუ გარკვეული დისკოფმორტის აღძვრით მან მე გამომავლინა. ისე, რომ ამას დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი. ხომ შემიძლია შევცვალო ხარისხი ურთიერთბების დაკვირვებით ისევ მასთან ერთად. გამღიზიანებლური ურთიერთობა გარდავქმნა ხელოვნებად. მასთან ერთად. თუ გავიქეცი, სად მექნება შანსი ვისწავლო. ამიტომაც ურთიერთობა ჩემთვის მასწავლებელია. და თუ ადრე ჩემი ამპარტავნული, მხდლური დამოკიდებულებების გამო გავრბოდი მირჩევნია თავმდაბლობა და მადლიერება გამოვიჩინო და ვიმუშაო იმ კონკრეტულ ურთიერთობაში.

კონფლიქტი – ყველაზე კეთილი საშუალება ჩემი ამპარტავნების ხარისხის გასაზომად. ჩემი ეგოს სიმძლავრის შესამოწმებლად. ჩემი თავმდაბლობის ხარისხის დასადგენად.
რა საჭიროა კონფლიქტი თუ შენ საკუთარი თავის გჯერა? რატომ მოვა კონფლიქტი თუ ჰარმონიაში ხარ რეალობასთან? არა … კონფლიქტები ტყუილად არ მოდიან. წყენები ტყუილად არ მოდიან.
პერიოდი, რთული სტრესული… სათნო პერიოდია. პრობლემებით სავსე პერიოდი ისევ უსათნოესია. უკეთილშობილესი. ისეთი , კეთილია ასეთი პერიოდი მადლიერება მემართება. იმდენად კეთილია, რომ როგორც ყვავილს სჭირდება წყალი ისე მრწყავს. მაპურებს. მავსებს. ენერგიით.
ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რაღაცეები სწორად დავინახოთ ცხოვრებაში.
და ეს იმაზე მეტად რთულია ვიდრე ამ სტატიის დაწერა იყო შესაძლებელი. ამ აზრებამდე მე გარკვეული ტანჯვით მოვედი.. და ეს ტანჯვაც ჩემთვის იქცა , როგორც მშობელი, რომელიც ზრუნავს ჩემზე და ვუყვავარ. და მან უკეთ იცის , როგორ ჯობია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი