ოპრა უინფორი:„მე აქ იმისთვის ვარ, რომ ტელევიზიამ კი არ გამომიყენოს, პირიქით – მე გამოვიყენო ის!“

0
348

„აქციე შენი ჭრილობები შენსავე სიბრძნედ“! ოპრა უინფრი – აფროამერიკელი ქალი, რომელმაც სამყარო შეცვალა

წარმატებული ადამიანების ისტორიები ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ზოგმა დაბადებიდან იცის, რა სურს, ზოგი კი შემდეგ ხვდება, როგორ დაამახსოვროს თავი სამყაროს. მოგვიანებით, ასეთი მაგალითები სხვების ინსპირაციის წყაროდ იქცევა და მათაც ეხმარება, დიდი ხნის ოცნება აიხდინოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთავარი პერსონაჟები უკიდურესად ცუდი მდგომარეობიდან ძალიან დიდ სიმაღლეებზე მოექცევიან ხოლმე. ალბათ, გაიფიქრეთ, რა საჭიროა ამხელა შესავალი?! თუმცა, როცა საქმე ოპრა უინფრის ეხება, რთულია „გრძელი სიტყვა მოკლედ“ ითქვას.

წარმოიდგინეთ, პატარა გოგონა, რომელიც კარგა ხანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, თუმცა, სიცოცხლის ხალისს მაინც არ უჩიოდა და ყოველდღიურად ერთი რამით ერთობოდა – თოჯინებს ჩაამწკრივებდა და ინტერვიუებს ართმევდა. ოპრა უინფრის მოწოდება ბავშვობიდანვე ცხადი იყო და მის განხორციელებაში ხელი ვერც ერთმა ცხოვრებისეულმა ბარიერმა ვერ შეუშალა. მისისიპიში, თინეიჯერის ღარიბ ოჯახში დაბადებული ოპრა პატარაობიდანვე მშობელთა ზრუნვის გარეშე იზრდებოდა. პირველი ექვსი წელი უდედოდ გაატარა. იგი სოფელში ცხოვრობდა ბებიასთან ერთად ისეთ სიღარიბეში, რომ ხშირად ტანსაცმელი არ ჰქონდა და კარტოფილის ტომრებს იცვამდა. ბებიამ კითხვა 3 წლისას ასწავლა. ის ოპრას ლიტერატურას აკითხებდა, თუმცა, ხშირად გოგონა წიგნს გვერდზე გადადებდა და მეზობლის ტელევიზორში ახალი ამბების ყურებას იწყებდა. ცნობილია, რომ ბებიას რეგულარულად დაჰყავდა ეკლესიაში, სადაც მას მეტსახელად „მოქადაგე“ („the Preacher“) შეარქვეს, რადგანაც ძალიან მალე იზეპირებდა ბიბლიის ტექსტებს.

6 წლიდან ოპრამ დედამისთან ერთად დაიწყო ცხოვრება. ღარიბი სოფელი უკან დარჩა. თუმცა, უარესი ჯერ კიდევ წინ იყო. უინფრის 3 და-ძმა შეეძინა, რის გამოც დედა გოგონას ყურადღებას ვეღარ აქცევდა. ხშირად ოპრას დამლაგებლად უწევდა მუშაობა. მალე, დედამ მამასთან, ვერნონთან გააგზავნა. ტენესიში გადასვლამ აბსოლუტურად შეცვალა ოპრას ცხოვრება. ბევრჯერ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. 14 წლის ასაკში კი გააჩინა შვილი, რომელიც მალევე გარდაეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიზეზი ჰქონდა, ცხოვრებაზე ხელი ჩაექნია, უინფრი არასოდეს დანებებულა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოპრა ისევ დედასთან დაბრუნდა და სწავლა დაიწყო ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლაში, დაფინანსებაც მოიპოვა და უკეთეს სკოლაშიც გადავიდა. თუმცა, დედამ კვლავ მამამისთან გააგზავნა. ამის შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. ტენესიში მეორედ გადასვლამ მის ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედა. მკაცრმა მამამ შთააგონა განათლების მნიშვნელობა და მის განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო. „მამა დისციპლინის მოყვარული ადამიანი იყო. მას ჩემთვის საუკეთესო უნდოდა. მკაცრად მზრდიდა, წესრიგს მაჩვევდა, წიგნების წაკითვას მთავაზობდა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომევლინა და სხვებს დაეფასებინათ ეს“.

ოპრას, მთელი ბავშვობა იმდენად სურდა, განათლება მიეღო და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოეხდინა, საშუალება მიეცა თუ არა, მთელი ენერგია გამოიყენა და ტენესიში სამაგალითო სტუდენტი გახდა. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა შეჯიბრებაში. 16 წლისამ საპატიო ორატორის ჯილდო მოიგო. გამარჯვების შემდეგ, თენესსეე შტატე Uნივერსიტყ-მ ოპრა სრულად დააფინანსა და სწავლა კომუნიკაციების მიმართულებით განაგრძო. პარალელურად, მამამისის გასტრონომიულ მაღაზიაში მუშაობდა. საკუთარი გამოსვლებით ყველაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. იცოდა, როგორ მიეპყრო საზოგადოების ყურადღება. საბოლოოდ, ოპრა, როგორც უდიდესი ნიჭის პატრონი, ლოკალურმა რადიომ, სახელად „WVOL“ შეამჩნია და სამუშაოდ მიიწვია, სადაც 3 წლის განმავლობაში ახალ ამბებს ამზადებდა და გადმოსცემდა.

1977 წელს, როცა უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა, საკმაოდ ცნობილი დილის შოუს -“People Are talking“-ის ერთ-ერთი წამყვანი გახდა. ოპრა, როგორც კარიერაზე ორიენტირებული ადამიანი, არანაირ ცვლილებას არ უშინდებოდა. ამიტომ, წარმატების საძიებლად, ჩიკაგოში ჩავიდა. უნდა ითქვას, რომ აქ შავკანიან წამყვანს არავინ ეძებდა და ოპრას არათუ წარმატების მიღწევა, დასაქმებაც კი გაუჭირდა. 1984 წელს მიიწვიეს დილის გადაცემა “A.M Chicago“-ს წამყვანად. მაშინ ქალაქში ყველასთვის საყვარელი წამყვანი ფილ დონაჰიუ იყო, რომელთან მეტოქეობაც არც თუ ისე მარტივი ჩანდა. მაგრამ ოპრამ მოახერხა და ძალიან მალე რე­ი­ტინ­გით სა­ხელ­გან­თქმულ წამყვანს გა­უს­წრო.

1986 წელს “A.M Chicago“ შეიცვალა და “the Oprah Winfrey Show“ ეწოდა, რომელსაც თავიდანვე განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად. გადაცემაში საუბრობდნენ უამრავ თემაზე: მედიტაციითა და სულიერი საკითხებით დაწყებული, პოლიტიკითა და ქველმოქმედებით დამთავრებული. გადაცემა დღითიდღე პოპულარული ხდებოდა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ერთი წლის შემდეგ, შოუმ 125 მილიონი დოლარი მოუტანა ტელეარხს, საიდანაც ოპრამ 30 მილიონი მიიღო. ამბობდნენ, რომ, რეალურად, გადაცემის ყურების მთავარი მოტივი მაყურებლებისთვის უინფრის პიროვნება იყო და არა რომელიმე კონკრეტული თემა. ოპრა საზოგადოების ყურადღებას იუმორითა და რესპონდენტების მიმართ თანაგრძნობით იზიდავდა. ძალიან ცოტა ადამიანს სჯეროდა, რომ ის მოახერხებდა, გაძღოლოდა ამგვარ თოქ-შოუს მაშინ, როდესაც სხვა მსგავსი გადაცემები თეთრკანიან მამაკაცებს მიჰყავდათ. ის ხომ ქალი იყო, თანაც შავკანიანი. ადამიანები, ვინც თავიანთ ტრაგიკულ ისტორიებს ახლობლებსაც კი არ უზიარებდნენ, ოპრასთან დაწვრილებით ჰყვებოდნენ ყველაფერს. თითქოს, ეს შოუ კი არა, მაყურებელთათვის, ერთგვარი, თერაპია ყოფილიყო. „მე აქ იმისთვის ვარ, რომ ტელევიზიამ კი არ გამომიყენოს, პირიქით – მე გამოვიყენო ის!“ – ამბობდა ოპრა. ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის „მის მთა­ვა­რი თე­რა­პევ­ტი” – ასე შე­არ­ქვეს მას ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა. აღსანიშნავია, რომ უინფრის შოუ რამდენჯერმე გახდა „ემის“ პრემიის გამარჯვებული.

გარდა წამყვანისა, ოპრა გამოჩნდა ტელეეკრანებზე, როგორც მსახიობი. მისი სამსახიობო ნიჭი კარგად გამოვლინდა 1985 წელს, როდესაც შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი სტივენ სპილბერგის ფილმში, სახელად “თჰე ჩოლოურ ოფ Pურპლე“. მომდევნო წლებში იღებდნენ სხვადასხვა მინისერიალებსა და ფილმებში.

შოუს წარმატების შემდგომ, ოპრამ გარკვეული კაპიტალი დააგროვა და გადაწყვიტა, სატელევიზიო პროგრამა „ABC“-ში ახალი პროექტი განეხორციელებინა, დააარსა “Harpo Productions“ და “the Oprah Winfrey Sow“ მის ფარგლებში მოაქცია. იგი ცდილობდა, გაცდენილიყო ჩარჩოებს და გადაცემა უფრო თავისუფალი გაეხადა, რითიც რეიტინგი საგრძნობლად დაუვარდა. თუმცა, გაბედულმა წამყვანმა ერთგული მაყურებლების გაორმაგებული პატივისცემა დაიმსახურა. “Harpo Productions“-მა დაიწყო სხვადასხვა მინისერიის გამოშვება. ოპრას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული „დინსეისთანაც“. კომპანია ყიდულობდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს და შემდგომ ფილმებს იღებდა. ამ ეკრანიზაციების მთავარი პროდიუსერი ოპრა იყო და ხანდახან, მთავარ როლსაც ასრულებდა. მისი ფილმი, სახელად „შელმა“, რომელიც მარტინ ლუთერ კინგს ეხებოდა, ნომინირებული იყო „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო ფილმი.

1996 წელს ოპრა უინფრიმ ჩამოაყალიბა „წიგნის კლუბი“. 2-დან 4 კვირამდე კონკრეტულ ჯგუფს ჰქონდა შესაძლებლობა, აერჩია რომელიმე წიგნი. შემდგომ კი მისი განხილვა მიმდინარეობდა. თითოეული წიგნი დისკუსიის შემდეგ ძალიან პოპულარული ხდებოდა. ოპრას გავლენის სფერო ნელ-ნელა იზრდებოდა. 2000 წელს მან ჟურნალის გამოცემა დაიწყო, სათაურად კი საკუთარი სახელის პირველი ასო – “O“ (“The Oprah Magazine“) გამოიყენა. რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ეს ოპრა უინფრის გაზეთია.

1998 წელს ოპრა მედია გასართობი პროგრამის “Oxygen Media“-ს თანადამფუძნებელი გახდა, რომელიც ქალებისთვის შეიქმნა. შემდეგ კი “Oprah winfrey Network“ – „Own“ დააარსა. 2009 წელს ვინფრიმ განაცხადა, რომ მისი გადაცემა 2011 წლის შემდეგ აღარ გავიდოდა. მართლაც, 2011 წლის 25 მაისს ლეგენდარული შოუ დასრულდა. ოპრას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ბოლო გადაცემა ჩიკაგოს სტადიონზე 13 000 მაყურებელს შეკრებდა. 2012 წლის იანვრიდან “OWN“-ის პროგრამამ დაიწყო ფუნქციონირება. 2017 წელს Discovery-მ შეიძინა პროგრამის უმეტესი აქციები, თუმცა, უინფრი კვლავაც დარჩა მაუწყებლობაში. ამავე წელს ის გახდა კომპანია CBS-ის ახალი ამბების გადაცემის, სახელად “60 Minutes“-ის სპეციალური კორესპონდენტი.

დღეს უინფრი აქტიურადაა ჩართული ფილანტროპიულ საქმიანობაში. 1998 წელს მან შექმნა საქველმოქმედო კომპანია “Oprah’s Angel Networks“, რომელიც ორიენტირებულია ბავშვთა განათლებასა და პოტენციალის ამაღლებაზე, დაუცველი ქალების დახმარებაზე. გარდა ამისა, ოპრა ხშირად უერთდება სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტს და აძლევს გრანტებს არაკომერციულ ორგანიზაციებს. 2007 წელს მან გახსნა 40 მილიონი დოლარის ღირებულების სკოლა დაუცველი გოგონებისთვის სამხრეთ აფრიკაში. საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიურად ჩართულობისთვის მან მიიღო მრავალი ჯილდო. ერთ-ერთი ასეთი იყო 2013 წლის პრეზიდენტის მედალი, რომელიც უინფრის თავისუფლების დარგში გადასცეს.

თანამედროვე ბიზნესში ბევრს საუბრობენ ოპრას ფენომენზე. აღმოჩნდა, რომ ის თავად მართავდა საკუთარ შოუსაც და ფულსაც. არასდროს ჰყოლია დირექტორთა საბჭოები და მრჩევლები, ნებისმიერ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა.

„მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, მუდმივად ვცდილობდი, ტელევიზიითა თუ ფილმებით, ადამიანებისთვის ამეხსნა, როგორ იქცევიან სინამდვილეში კაცები და ქალები: როგორ განიცდიან სირცხვილს, სიყვარულს, ბრაზს… როგორ ეცემიან, იხევენ უკან, მერე კი ფეხზე დგებიან და ბრძოლას აგრძელებენ.“ – განაცხადა ოქროს გლობუსის 75-ე დაჯილდოებაზე ოპრამ. მის შოუს 146 ქვეყანაში უჩვენებდნენ, პროექტი აშშ-ში ყველაზე ხანგრძლივ შოუდაა აღიარებული და 4561 ეპიზოდს ითვლის, რომელიც 25 სეზონზე იყოფა. 2002 წელს შოუ ამერიკის ისტორიაში უდიდეს 50 შოუს სიაში შევიდა.

„აქციე შენი ჭრილობები შენსავე სიბრძნედ!“ – ამბობს ოპრა, ადამიანი, რომელმაც მართლა მოახერხა, ბავშვობისეული ტკივილები და შემაძრწუნებელი გამოცდილებები მომავალ წარმატებებში „დაებანდებინა“. მან მსოფლიოს დაანახა, რომ, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობები, რეალურად შეიძლება არც იყოს გამოუვალი. და მაინც, რა არის ოპრას წარმატების საიდუმლო?! მასზე უინფრი პასუხობს: „წარმატების საიდუმლო ის არის, რომ არავითარი საიდუმლო არ არსებობს – იშრომეთ და მიზანს მიაღწევთ.“

MARKETER

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი