დიდი ოსტატი – დევიდ რამონა ჰოუკინსი

0
86

19 სექტემბეს 2012 წელს დევიდ რამონა ჰოუკინსის გულისცემა გაჩერდა. ის გარადიცვალა 85 წლის ასაკში სახლში, ოჯახის წევრთა გარემოცვაში ქ. სედონში შტატ არეზონაში (აშშ). საქეყნოდ ცნობილი როგორც ცნობიერის მკვლევარი. ექიმი – ფსიქიატრი, მწერალი, მასწავლებელი და მკვლევარი, სულიერი მოძღვარი.

პატარაობიდან, მას არა ერთხელ მოუწია განეცადა ცნობიერის უცნაური მდგომარეობა, როდესაც პირადი «მე» იწყებდა გათქვეფას საერთოში, უსახურ «მე» ში. ამ დროს ის გრძნობდა, რაღაც გაურკვეველ სიმშვიდეს, ნეტარებას, სიტყვებით აღუწერელ გასხივოსნებას და უსაზღვრო სიყვარულის ყოფას, დროის და სივრცის მიღმა. ამ მდგომარეობას, ხშირად უწოდებენ გასხივოსნებას. მაგრამ ახალგაზრდა დევიდს წარმოდგენაც არ ჰქონდა რაც მის თავს ხდებოდა, უმეტესი დრო, ის ერთობოდა თანატოლებთან.

დევიდი იყო აგნოსტიკი და რელიგიას უყურებდა სკეპტიკურად. მეორე მსოფლიო ომში ამერიკის ჯარში იმსახურა, რის შემდეგაც, დაამთავრა სამედიცინო კოლეჯო და ნიუ-იორკში შეუდგა ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას. მუშაობის პროცესში, გატაცებით ცდილობდა ამოეხსნა ადამიანის გონების საიდუმლო და აქტიურად ნერგავდა საკუთარ პრაქტიკაში ინოვაციებს. განსაკუთრებით, მისი მეთოდები ეფექტური გამოდგა ალკოჰოლით და ნარკომანიით დაავადებულებში. მოვიდა წარმატება და მასთან ერთად განუკურნებელი დაავადება.

38 წლის ასაკში დევიდ ჰოკინსი იდგა უფსკრულის პირას და მძიმედ განიცდიდა გარემოებებს. ერთხელ, იმედგაცრუების კულმინაციამდე მისულმა განწირულად შეჰღაღადა უფალს დახმარება და უცხადებდა მას სრულ ნდომას.

…და მასზე გადმოვიდა კუთხევა: სადღაც დაიკარგა «მე», დაიკარგა სიამაყე, პიროვნება და ეს ჩაანაცვლა ღვთიურობის განცდამ, იგრძნო ღვთიური ძალების დასწრება. გარშემო ყველაფრი ბრწყინავდა და ემორჩილებოდა უსასრულობის ერთობას. სამყარო იყო ერთიანი, სრუყოფილი, ღვთიური. ამ მდგომარეობაში არ სჭირდებოდა ფიქრი, დაკარგა შიში, ჭეშმარიტება გაცხადდა. მისთვის წარმატებამ, აღიარებამ და ფულმა დაკარგეს ყოველგვარი აზრი. იგრძნო უსასრულო ენეგიული სხივების ნაკადი.

გადიოდა დრო, მაგრამ ეს მდგომარეობა არ ტოვებდა ჰოუკინსს. გაჩნდა ისეთი რეალურობის აღქმის უნარი, რომელიც მდებარეობდა პიროვნების მიღმა და მოვიდა გააზრება – ემოციური დაავდებების მიზეზი დევს ადამიანების შეხედულებაში, როდესაც ის ფიქრობს, რომ წარმოადგენს ვიღაც/რაღაც «პიროვნებას».

ამ გააზრების გამო, ჰოუკინსის კლინიკური მოღვაწეობა გადავიდა ხარისხობრივად ახალ დონეზე.

ადამიანები მოდიოდნენ ქვეყნის სხვადასვა კუთხიდან. პრაქტიკამ მიიღო გრანდიოზული მაშტაბები: ათასობით პაციენტი, ასობით სპეციალისტები, ახალი გამოკვლევები და ლაბორატორიები. დოქტორ ჰოუკინსს იწვევდნენ რადიოში და ტელევიზიაში. მისი კვლევები ფართოდ შუქდებოდა და იბეჭდებოდა სამედიცინო და ფსიქოანალიტიკურ ჟურნალებში. 1973 წელს, ნობელის პრემიის ლაურიატ ქიმიკოს ლაინუს პოლონგთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი «ორთომოლეკულური ფსიქიატრია: შიზოფრენიის მკურნალობა», სადაც აღწერა შეზოფრენიის მკურნალობის მეთოდი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყენებით. რათა ამით, აღდგენილ იქნას ორგანიზმში ბიოქიმიური ბალანსი, რომლის დარღვევაც ავტორის აზრით, წაროადგენდა შიზოფრენიის მიზეზს.

დევიდის ცხოვრება მიედინებოდა ჰარმონიულად. გაქრა, ყველა ქრონიკული დაავადებები, ყველაფერი კარგზე მეტყველებდა.

მისი მდგომარეობა ჰგავდა შეყვარებულობის შეგრძნებას. ის, აკვირდებოდა და სწავლობდა საკუთარ თავს, რის შედეგადაც ყურადღება მიმართა სულიერი სწავლებებიკენ და სხვა ადამიანების გამოცდილებებისკენ ანალოგიურ სიტუაციებში. მისთვის უცებ გახდა ნათელი, რომ ადამიანები მოტივირებულნი არიან შინაგანი სიყვარულით, მაგრამ ვერ აცნობიერებენ ამას და ცხოვრების დიდ ნაწილს, თითქოსდა, ძილში ატარებენ. შინაგანი ენერგია, ძალა ნელნელა ემატებოდა და აუხსნელ ზეგავლენას ახდენდა ადამიანებზე, კურნავდა მათ კითხვებზე პასუხის გაცემით. მის გარშემო ხდებოდა სასწაულები, რომლის წყაროს წარმოადგენდა ყოფნის მდგომარეობა, უსაზღვრო სიყვარულის ენერგიების წყაროსთან ურთიერთობა.

იმისთვის, რომ მოეცილებინა კაცობრიობისთვის ტანჯვა, დოქტორ ჰოუკინსი ეძებდა ადამიანისა და უმაღლესი რეალობის/უმაღეს დონის ცნობიერს, შორის კავშირის აღდგენის საშუალებას. ეს გზა იპოვა გამოყენებით კინეზიოლოგიაში, რომელიც ამტკიცებს – ადამიანის კუნთის ტონუსი კავშირშია, შინაგანი ორგანოების და სულიერ მდგომარეობასთან.

ცნობიერის ერთიან საინფორმაციო (ენერგეტიკულ) ველს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ჭეშმარირების შეცნობა, დევიდმა დაუპირისპირა ადამიანის გონება, რომელსაც არ შეუძლია გაარჩიოს ჭეშმარიტება სიცრუისგან. იმისათვის, რომ მიიღო ცნობიერთან წვდომა შემოგვთავაზა გამოვიყენოთ მარტივი კინეზიოლოგიური კუნთის ტესტი. ის განსაზღვრავს მცდარია ან ჭეშმარიტია მტკიცებულებები. კუნთის ტონუსის გასინჯვით – სხეულის კუნთი მომენტალურად სუსტდება, როცა არ შეესაბამება ჭეშმარიტებას ან მკვრივდება, როდესაც შეესაბამება ჭეშმარიტებას. გონებასა და სხეულს შორის გადებული ამ ხიდით, პრაქტიკულად ნებისმიერ კითხვაზე შეიძლება მიღებულ იქნას პასუხი – კი ან არა, განხორციელებადია თუ განუხორციელებადი, გაამრთლებს თუ არ გაამართლებს….

«ამ მარტივი ინსტრუმენტით შესაძლებელია, დროის ნებისმიერ მომენტში დოკუმენტირებულ იქნას სამყაროს ბუნებოვნება ახსნილი. ყველაფერი რაც არსებობს და არსებობდა (გამონაკლისის გარეშე) ასხივებს, იმყოფება სიხშირეზე და ვიბრირებს როგორც მუდმივი კვალი საერთო ცნობიერის ველში. ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, საკუთრივ ცობიერის გავლით და კუნთის ტესტის დახმარებით .

სამყარო გახდა ნათელი; სიდუმლოებები უკვე აღარ არსებობს. ნათელია, რომ «თითოეულ თავზე, თითოეული თმის ღერი» შეიძლება იქნას დათვლილი და დათვლილია კიდეც, არც ერთი ბეღურა არ ვარდება შეუჩნევლად. «ყველა საიდუმლოს მოეფინება ნათელი» —ეს უკვე მომხდარი ფაქტია» (დ. ჰოკინსის წიგნიდან «ძალა vs. ძალადობა» David Hawkins – Power vs. Violence)

დავიდი ჰოუკინსმა კვლევების შედეგად შექმნა, ადამიანის ცნობიერის სისტემური შკალა. ის ადამიანი ცნობიერის დონეებს აღწერს შკალით 1 – დან 1000 -მდე,

ცნობიერი დაბალ ერთეულებს უტოლდება და უმცირეს ენერგიებს ფლობენ – ბაქტერიები, წყალმცენარეები. უმაღლეს ცნობიერი დონეს აღწევენ ისინი , ვისი ცნობიერის ენერგეტიკული დონე ზეგავლენას ახდენს კაცობრიობაზე (იესო, ბუდა, კრიშნა). ადამინების უმრავლესობა ძლივს თუ აღწევს წეშმარიტების (200) დონეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ცნობიერს მართავს პრიმიტიული ცხოველური ინსტიქტები, მოტივები და მოქმედების სტერეოტიპები. კუნთის ტესტის საშუალებით გვთავაზობს ცნობიერების გაზომვას. ამ მეთოდის გამოყენებით, ჩვენს ცხოვრებაში მოხდა ბევრი მოვლენების ჭეშმარიტების დონეების გადაკალიბრირება.

თავისი ცხოვრების ბოლო სამი ათეული წელი დევიდ ჰოკინსმა გაატარა არიზონაში, პატარა ქალაქში. მან თავი მიუძღვნა, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროებს მეცნიერებას და სულიერებას. დაარსა სულიერი კვლევების ინსტიტუტი , რომელიც დაკავებულია ცნობიერის კვლევით, დაწერა რამოდენიმე წიგნი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა, იყო ბევრი გაერთიანების და ორგანიზაციის წევრი და ორგანიზატორი, მოგზაურობდა თავისი ლექციებით და შეიძინა უამრავი მიმდევარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. 2003 წელს ჰოკინსი გახდა ლიდერი Devotinal Nonduality – სულიერების სკოლა, რომელიც ქადაგებს სამყაროს ძირითად ტრადიციებს: სიკეთეს და თანადგომას ყველასადმი (მათ შორის საკუთარი თავის), უპირობო სიყვარულს, შემწყნარებოლობას, მორჩილებას, არსებობის ბუნებოვნების კვლევას და თვითრეალიზაციას. მისი ფილიალები, რომლებიც ავტომატურად გაჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მისდევს პრინციპს «ჩვენ სამყაროს ვცვლით არა იმითი რასაც ვამბობთ ან ვაკეთებთ, არამედ ვინც გავხდით ამის შედეგად».

დავიდ ჰოკინსის ნაშრომებმა მიიღო ფართო აღიარება როგორc უნიკალურმა, რადგანაც ასეთი მაღალი სულიერი ცნობიერების მდგომარეობა აღმოაჩნდა აგნოსტიკს, ადამიანს სამედიცინო-მეცნიერული განათლებით, რომელმაც შეძლო ადამიანებისთვის აეხსნა ფენომენი – როგორ შეიძლება გაცნობიერების მაღალი დონის და მდგომარეობის მიღწევა.

თარგმნა თამარ კვარაცხელიამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი