ალან უოტსი – დროის საიდუმლო

0
252

ცნობილი ბრიტანელი ფილოსოფოსი და მწერალი ალან უოტსი (1915-1973) აღმოსავლური სიბრძნის მოწინავე ინტერპრეტატორი იყო. მან დასავლეთში აღმოსავლური ფილოსოფიის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი მისმა წიგნებმა და საჯარო ლექციებმა, რომლებშიც ავტორი ურთულეს საკითხებზე მსჯელობას მუდამ მკითხველისა თუ მსმენელისათვის გასაგები ენით ახერხებს.

მინდა – საათებზე დაფიქრდეთ ჩვენ ხომ მათი მონები ვართ. შეამჩნევდით, რომ მრგვალი ციფერბლატი პატარა მონაკვეთებადაა დაყოფილი -ვიწრო მაგრამ მაინც შესამჩნევ მონაკვეთებად. ყოველი წუთი ან ხაზი წვრილი ხაზითაა აღნიშნული. სიტყვაში ,,ახლა” ვგულისხმობთ უმოკლეს შესაძლო პერიოდს, რომელიც არის ,,აქ ” და სწრაფადვე ქრება. ეს შეხედულება წვრილდანაყოფებიანი საათის ხატს ეფუძვნება.

მსგავსი წარმოდგნები გვაქცევს იმ ადამიანებად , რომლებსაც, ფიქრობენ, რომ არ გააჩნიათ აწმყო, რადგან აწმყო გამუდმებით ქრება. ეს გახლავთ გოეთეს ფაუსტის მთავარი პრობლემა. ,,შეჩერდი წამო შენ მშვენიერი ხარ “. წამი არასოდეს შეჩერდება, ის ყოველთვის წარსულში დაინთქმება.

შესაბამისად, გვგონია, რომ ცხოვრება გამუდმებით გაგვირბის .ამიტომაც ვჩქარობთ და გავიძახით ,,დრო არ უნდა გაფლანგო “,,დრო ფულია “. საათების ტირანიის გამო გვგონია, რომ გვაქვს წარსული და ვიცით , როგორები ვიყავით წარსულში (არავის შეუძლიათ გითხრათ , ვინ ხართ. ყველა იმას გეუბნებათ, თუ ვინ იყავით ) და გვჯერა მომავლის. ეს დარწმუნებულობა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ,რადგან გულუბრყვილო იმედით ვცოცხლობთ ,თითქოს მომავალი მოგვცემდეს იმას რასაც მოვითხოვთ .

თუ აწმყოში ცხოვრობთ, რომელიც ისეთი ხანმოკლეა, რომ ვერც კი ამჩნევთ მაშინ ყოველთვის იმედგაცრუებული იქნებით. როდესაც ადამიანს შეეკითხებით გუშინ რას აკეთებდიო ის ერთგვარ ისტორიულ ანგარიშს ჩაგაბარებთ .,,შვიდ საათზე გავიღვიძე, ყავა დავლიე, კბილები გავიხეხე, შხაპი მივიღე, ჩავიცვი და ოფისისკენ გავეშურე”. ეს მოვლენების ისტორიულ მონახაზს გადმოგცემთ, მართლაც ადამიანებს ჰგონიათ რომ სწორედ ამას აკეთებენ .

მოვლენების ასეთი აღწერა ძალზე ზედაპირულია. ცხოვრება გაცილებით მრავალფეროვანია, მაგრამ ადამიანები ამას ვერ ამჩნევენ. ისინი შეგრძნების ხუთი ორგანოთი მიღებული ინფორმაციის ძალზე მცირე ნაწილს აქცევენ ყურადღებას . ავიწყდებათ, რომ ყავის სმისას ჩიტუნას გააყოლეს თვალი, ივიწყებენ ყავის შესანიშნავ არომატს. არც სინათლის სხივი ახსოვთ, რომლებიც ფოთლებს ეცემოდა.

ავიწყდებათ რადგან არ აკვირდებიან – ისინი ხომ ჩქარობენ და ცდილობენ, სწრაფად დალიონ ყავა, რათა ოფისში გაიქცნენ იმ საქმეების მოსაგვარებლად, რომლებსაც სერიოუზულად მიიჩნევენ .

ეს საქმეები შეიძლება მნიშვნელოვნად მივიჩნიოთ. მათი მეშვეობით ხომ ფულს ვშოულობთ. ადამიანები მომავალზე არიან მიჯაჭვულები და ვერ იღებენ სიამოვნებას. შეიძლება ისეთ საქმეში დააბანდეს ფული რაც, იმგვარ მომავალს მოუტანს, როგორზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ. მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან მომავალი – მათი ,,ხვალ “არ არსებობს. დრო წარმოსახვაა. არსებობს მხოლოდ ,,დღეს”. არაფერი იქნება დღევანდელი დღის გარდა თუ არ გეცოდინებათ, როგორ იცხოვროთ დრევანდელი დღით, მუდამ საგონებელში ჩავარდებით .

ყველა ცივილიზაციაზე მეტად ეს პრობლემა დასავლურ ცივილიზაციას აწუხებს . ცივილიზაცია კომპლექსური სისტემაა ,რომლებშიც ვიყენებთ სიმბოლოებს , სიტყვებს ,რიცხვებს ,გამოსახულებებს , კონცეპტებს ,რათა სინამდვილის ბუნება გადმოვცეთ . სიმდიდრის გამოსახატავად ფულს ვიყენებთ ,დროის გამოსახატავად- საათებს ,სივრცის გასაზომად -იარდებსა და დუიმებს . ისინი მეტად მოსახერხებელი საზომებია . სიმბოლოთა მოხერხებულობა შეიძლება შეგვაცდინოს . შეიძლება საზომი აგვერიოს იმაში ,რასაც ვზომავთ და ფული სიმდიდრედ მივიჩნიოთ . ეს იმას ჰგავს ,სადილი მენიუში ,რომ აგვერიოს . სიმბოლოებით შეიძლება ისე მოვიხიბლოთ . ,რომ ისნინი სინამდვილეში აგვერიოს . ამ დაავადებით თითქმის ყველა ცივილიზებული ადამიანი იტანჯება . შესაბამისად აღმოვჩნდებით მდგომარებაში ,როდესაც ვჭამთ მენიუს , სადილის ნაცვლად , და ვცხოვრობთ სიმბოლოებისა და რიცხვების სამყაროში. სწორედ ეს განაპირობებს იმას ,რომ მატერიალური სამყაროსადმი არასწრ მიმართებებს ვამყარებთ .

ჩვენ ბევრი რამის გამო ვჩქარობთ. დავუბრუნდეთ ადამიანის გრაფიკს . იგი დილით ადრე ადგა და მოიმზადა ყავა ,სავარაუდოდ ერთჯერადი ხსნადი ყავა , რადგან მეტისმეტად ჩქარობდა და არომატული ყავის მოსამზადებლად ვერ გაირჯებოდა. ერთჯერადი ყავა სასჯელია ადამიანებისთვის ,რომლებიც მეტისმეტად ჩქარობენ . ასევე სასჯელია ყველაფერი ,რაც ერთჯერადი და სწრაფად მოსამზადებელია . მათში დიდი სიყალბე იგრძნობა . სად მიიჩქარით ? რას ფიქრობთ , რას მოგიტანთ მომავალი ? სინამდვილეში ეს არ იცით . ყოველთვის შესანიშნავ იდეად მიმაჩნდა ,პირველკურსელებისთვის დაგვევალებინა ესეს დაწერა იმის შესახებ ,თუ როგორ ცათა სასუფეველს ისურვებდნენ . სხვა სიტყვებით ,რომ ვთქვათ ,ამ აბსტრაქციის გამოყენებებით დავაფიქრებთ ახალგზარდებს იმაზე ,თუ როგორი მომავალი სურთ . სინამდვილეში კი ,როგორც უკვე ვახსენეთ არ არსებობს ისეთი რამ რასაც მომავალს ვუწოდებთ .

,ადამიანები ,რომლებიც აწმყოთი ცხოვრობენ, ყველაფრის დაგეგმა არ სჭირდებათ . ის ვისაც არ სწამს აწმყოსი და მხოლოდ მომავლისთვის ცხოვრობს ,უამრავ გეგმას ადგენს . გეგმის განხორციელებისთვის სიამოვნებას ვერ იღებს ,რადგან უკვე ახალ გეგმას ადგენს . ასეთი ადამიანები ვირებს ჰგვანან – თვალწინ დაკიდებულ საყელოზე ჯოხით მიმაგრებულ სტაფილოს ,რომ მისდევენ . ისინი არასოდეს არიან აქ და ვერასოდეს მივლენ იქ . სიცოცხლეს ვერ გრძნობენ და იმედგაცრუებულნი არიან . შესაბამისად , მუდამ ფიქრობენ . მათთვის მომავალალი ძალიან მნიშვნელოვანია .ჰგონიათ ,რომ ადრე თუ გვიან ოცნებები აუსრულდებათ. და რადგან ასე არ ხდება ცხარობენ და სულ უფრო და უფრო მეტი დრო სურთ . აძრწუნებთ სიკვდილი- ის ხომ მომავალს შეაჩერებს . ისინი ვერასოდეს მივლენ ,,იქ” ,თუმცა სად არის ეს ,,იქ” კაცმა არ იცის . ის ყოველთვის სადღაც სხვაგანაა,სადღაც კუთხეშია.

გთხოთ,გამოფხიზლდეთ.

მე არ ვამბობ ,რომ წინდაუხედავები უნდა იყოთ , არ გქონდეთ სადაზღვეო პაკეტი , არ ღელავდეთ შვილების კოლეჯში ჩაბარების გამო .თუმცა უაზრობაა თქვენი შვილების კოლეჯში გაგზავნა მომავლის გულისთვის, თუ მათ არ ასწავლით აწმყოში ცხოვრებას.

ვითომდა ,ბავშვის უკეთესი მომავლისთვის ,თქვენც დაიტანჯებით და შვილების ცხოვრებაც , თავის მხრივ მეტად მოსაწყენი გახდება , როცა ისინიც თავიანთი შვილების უკეთეს მომავლზე დაიწყებენ ზრუნვას .

ყველა ისე გულმოდგინებით ზრუნავს სხვაზე, რომ ცხოვრებით ვერავინ ტკბება. შეურაცხად ადამიანზე ვამბობთ ხოლმე, ამ ქვეყნად არ არისო ,,ამ ქვეყნად არ ყოფნა” ჩვენი კოლექტიური დაავადებაა.

კომუნისტური რეჟიმის საწყის ეტაპზე, რუსეთში, ხუთწლიანი გეგმების შესრულება დაისახეს მიზნად. მეხუთე წლის ბოლოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ძველი გეგმის შესრულებას ახალი ხუთწლიანი გეგმა მოჰყვებოდა .

კომუნისტები ადამიანებს იატაკებად აქცევდნენ, რომლებზეც შემდგომ თაობას უნდა ეცეკვა, მაგრამ ვერც მომავალი თაობა იცეკვებდა, რადგან შემდეგი თაობის იატაკად უნდა ქცეულიყო… ასე უსასრულოდ ყოველ თაობას ჰქონდა იატაკი, მაგრამ ცეკვით ვერავინ ცეკვავდა.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ჩვენი და კომუნისტების ფილოსოფია ერთი და იგივეა . სინამდვილეში მათი სისტემა ჩვენი სისტემაა. დროის დამახინჯებულად აღქმის გამო. ჩვენი სიტემები მეტად და მეტად ემსგავსება ერთმანეთს ჩვენ შეპყრობილები ვართ დროით .

ნათელი მომავალი ადრე თუ გვიან დადგება. მაო ძე დუნი ჩინელ ხალხს ეუბნებოდა: ,,იცხოვრეთ მოსაწყენი ცხოვრებით , ყველამ ერთნაირი ტანსაცმელი ჩაიცვით ,თან ატარეთ წითელი პატარა წიგნი და ერთ დღესაც ყველაფერი კარგად იქნება ”

ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით . მსოფლიოში უმდიდრესი ხალხი ვართ და ჩვენი ბიზნესმენების უმრავლესობა ,მეკუბოვეებივით , მუქ კოსტიუმებშია გამოწყობილი . ვჭამთ ,,უანდერ ბრედს” ,რომლებიც ქიმიკატებიტაა გაჯერებული ,გვარწმუნებენ ,რომ ეს პური ნოყიერიაო . ჩვენ წესიერად ჭამაც კი დაგვავიწყდა . სხვა სიტყვებით ,რომ ვთქვათ ვცხოვრობთ აბსტრაქციაში და არა – სინამდვილეში , ვმუშაობთ ფულისთვის და არა სიმდიდრისთვის. ვიყურებით მომავლისკენ და არც კი ვიცით დღევანდელი დღით როგორ დავტკბეთ . ჩვენ ვანადგურებთ გარემოს . სამყაროს უფრო ცივილიზებულს კი არ ვხდით , დიდ ლოსა-ანჯელესად ვაქცევთ .

ჰაერის ნაცვლად გამონაბოლქვს გაზებს ვსუნთქვათ. მიწიდან მცენარეებს ვგლეჯთ. რისთვის? იმისთვის, რომ გაზეთები დავბეჭდოთ.

სასწავლებლებში მომხდარის შესახებ ჩანაწერებს უფრო ვაფასებთ ვიდრე იმას, რაც ხდება. რეგისტრატორის ჩანაწერებს სეიფში ვკეტავთ, განსხვავებით ბიბლიოთეკარის წიგნებისგან . არ გვესმის, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვაკეთებთ, ვიდრე ის რას ვაკეთებდით. პიკნიკზე ვინმე იტყვის ,,რა კარგ დროს ვატარებთ. რა საწყენია რომ ფოტოაპარატი არ წამოგვიღია.” ადამიანები ფოტოაპარატებით მოგზაურობენ. სანახაობით კი არ ტკბებიან ,გამუდმებით აჩხაკუნებენ ფოტოაპარატს, რათა შინ დაბრუნების შემდეგ მეგობრებს უთხრან ,,აი ,ნახე სინამდვილეში მე იქ არ ვყოფილვარ მე უბრალოდ ფოტოებს ვიღებდი .”

როდესაც ჩანაწერი მოვლენებზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება, გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდებით. ცივილიზაციისთვის აუცილებელია დავუბრუნდეთ აწმყოს. წარმოიდგინეთ რამდენ პრობლემას ავიცილებდით თავიდან და რამდენად მშვიდად ვიცხოვრებდით. აღარ ჩავერეოდით სხვების ცხოვრებაში ,სხვებისთვის ,,კარგის” კეთებას შევეშვებოდით . ერთმა ამერიკელმა ვეტერანმა ვიეტნამის სოფელი სოფლისავე უსაფრთხოებისთვის გაანდგურა -ასე ახსნა საკუთარი ქმედება ,,ნება მომეცით დაგეხმაროთ, წინააღმდეგ შემთხვევში დაიხრჩობით ” – თქვა მაიმუნმა და თევზი ფრთხილად დააწვინა ხის ტოტზე.

ახლა-მარადიული ცხოვრების აზრია. იესომ თქვა ,,აბრაამამდე მე ვარ “. მას არ უთქვამს მე ვიყავიო, მან თქვა მე ვარო . როგორც კი გააცნობიერებთ, რომ აწმყოს გარდა არ არსებობს სხვა დრო, მაშინვე მიაღწევთ სინამდვილის ზუსტ აღქმას.

განათლების დანიშნულება ის უნდა იყოს, რომ ბავშვებს აწმყოთი ცხოვრება უნდა ვასწავლოთ, რათა იყვნენ ,,აქ და ახლა” . ნაცვლად ამისა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა მეტად აბსტრაქტულია. ის უარყოფს ცხოვრების აბსტრაქტულ საფუძვლებს და გვასწვალის, როგორ გავხდეთ ბიუროკრატები, ბანკის კლერკები და სადაზღვეო აგენტები . ის სრულიად უვლის გვერდს მატერიალურ სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობის ხუთ ძირითად ფორმას:სოფლის მეურნეობას, კულინარიას, ჩაცმა-დახურვას, სახლის მოვლა-პატრონობას, სექსს. შედეგად ვიღებთ მდგომარეობას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი