ოშო:,,მოკვდი! რადგანაც სიყვარულში სიკვდილი – ხელახლა დაბადებას ნიშნავს”

0
581

მეორე კითხვა:მე შეყვარებული ვარ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც ფარვანა, რომელიც სანთლის ალზე კვდება. უნდა ვეცადო თუ არა აქედან გამოსვლას, გაცნობიერებულობაში და მარტოობაში ყოფნას? თუ ამ ცეცხლის ალში უნდა მოვკვდე? სიხარულში, აგონიაში ეს გრძელდება და გრძელდება…

მოკვდი! რადგანაც სიყვარულში სიკვდილი – ხელახლა დაბადებას ნიშნავს. ეს სიკვდილი არაა, ეს ნამდვილი ცხოვრების დასაწყისია. სიკვდილია – როცა სიყვარულის გარეშე კვდები. სიკვდილია – როცა სიყვარულის გარეშე ცხოვრობ. იყო შეყვარებული – ნიშნავს შეეხო ღმერთს, რადგანაც როგორც იესო ამბობს: „ღმერთი არის სიყვარული“. მე უფრო სრულყოფილიც კი გავხადე ეს გამოთქმა, მე ვამბობ: სიყვარული არის ღმერთი.

მოკვდი. მოკვდი. ბოლომდე. დაკარგე საკუთარი თავი. გაქრი.

არაა საჭირო სიყვარულისგან თავის დაცვა, რადგანაც სიყვარული – არაა მტერი. სიყვარული – ეს ერთადერთი მეგობარია. ნუ დაიცავ თავს. ნუ დაემალები სიყვარულს. ნუ შეგეშინდება სიყვარულის. როცა სიყვარული გიხმობს, მიჰყევი მას. სადაც არ უნდა წაგიყვანოს, მიჰყევი. დიდი ნდობით მიჰყევი.

დიახ, სიყვარულში დგება აგონიის მომენტები. ისინი ყოველთვისაა, როცა არის ექსტაზის მომენტები. ისინი განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან. ისევე განუყოფელნი, როგორც დღე და ღამე, ზაფხული და ზამთარი. მაგრამ როცა სიყვარულის ექსტაზი დგება, შენ მზად ხარ, რომ გადაიხადო მისთვის, – რა აგონიაც არ უნდა მოიტანოს სიყვარულმა, შენ მზად ხარ, რომ გიყვარდეს მიუხედავად ამ საფასურისა.

და გახსოვდეს: არაფერი მოდის უფასოდ. ჩვენ ყველაფრისთვის უნდა გადავიხადოთ. რაც უფრო მეტის გადასახდელად ხარ მზად, მით უფრო მეტს მიიღებ. თუკი ჰიმალაის უმაღლეს მწვერვალებზე გინდა ასვლა, შენ უშვებ შესაძებლობას, რომ შეიძლება ჩამოვარდე. ისინი, ვინც არ არიან მზად უფსკრულში ვარდნის ამ რისკის მისაღებდ, ვერასოდეს შეიცნობენ მწვერვალზე აღმასვლის სიხარულს.

სიყვარული – ეს ცნობიერების უმაღლესი მწვერვალია, ცნობიერების ევერესტია. ხანდახან შესაძლოა ფეხი აგიცურდეს და დაეცე. და, ბუნებრივია, რაც ურო მაღლა ადიხარ, მით უფრო ღრმად ვარდები, მით უფრო მტკივნეულად ეცემი. როცა უკვე იხილე სინათლე, ამის შემდეგ უკუნ სიბნელეშიდაცემა მტკივნეულია. მაგრამ მწვერვალზე ერთხელ ასვლის შემდეგ, მზად ხარ ამ მწვერვალის გულისთვის ნებისმიერ დაბლობზე დაეცე. ექსტაზის ერთადერთი გაელვება საკმარისია: მაშინ შეიძლება მთელი მარადისობა იტანჯო ჯოჯოხეთში მის გამო. ამ საფასურადაც კი ღირს მისი განცდა.

იმედიტირეთ ჰალილ ჯიბრანის ამ სიტყვებზე:

თუ სიყვარული გიხმობს, გაჰყევი მას, თუმცა გზა მისი რთული და ეკლიანია.

თუ მისი ფრთები მოგეხვევიან, მიენდე, თუნდაც ბუმბულებში დამალული დაშნით დაგეჭრას გული.

როცა გიხმობს, მიენდე მას, თუნდაც მისმა ხმამ ოცნებები დაგინგრიოს, როგორც ჩრდილოეთის ქარი ახმობს აყვავებულ ბაღს…

თუ შიშის გამო სიყვარულში მხოლოდ სიმშვიდე და სიტკბო ეძიე, სჯობს ახლავე დაფარო შენი სიშიშვლე და სიყვარულის ზღურბლს განერიდო, ისეთ სამყაროს შეაფარო თავი, სადაც იცინებ, მაგრამ ვერ გაიხარებ, სადაც იტირებ, მაგრამ გულს მაინც ვერ მოიოხებ.

სიყვარული მხოლოდ თავის თავს გიძღვნის და არაფერს იღებს სანაცვლოდ, გარდა საკუთარი თავისა. სიყვარული არ ფლობს, და მისი ფლობაც შეუძლებელია. სიყვარული თავად სიყვარულითვეა თვითკმარი.

„თუ სიყვარული გიხმობს, გაჰყევი მას“ – ბოლომდე გაჰყევი, იმ წერტილამდე, სადაც სრულიდ ქრები. გახდი ფარვანა. დიახ, სიყვარული – ეს ცეცხლის ალია, ხოლო შეყვარებული – ფარვანა. შენ შეგიძლია ბევრი ისწავლო ფარვანასგან, მან იცის სიყვარულის საიდუმლო, – მან იცის როგორ მოკვდეს. მოკვდე სიყვარულში, ექსტაზში, ცეკვაში – ნიშნავს კვლავ დაიბადო უფრო მაღალ დონეზე. ყოელ ჯერზე, როცა კვდები, უფრო მაღალ საფეხურზე ადიხარ.

თუ შეძლებ, რომ ბოლომდე, აბსოლუტურად მოკვდე, ისე რომ არ ეცადო არცერთი შენი ნაწილის გადარჩენას, მაშინ თავად ეს სიკვდილი გადაგიყვანს ღმერთში. იგი გახდება აღდგომა.

თარგმნა თორნიკე გურულმა

MAGMA

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი