მიყევი იმოქმედე და დატკბი შედეგით

0
202

ზოგჯერ წინსვლის სტიმულს გვაძლევს არა თანამოაზრე და კეთილის მსურველი, არამედ მოწინააღმდეგე….ამიტომ, იყოლიეთ მოწინააღმდეგეები შორი-ახლოს…რა იცით რა დროს დაგჭირდებათ სტიმული?

ახლავე დაფიქრდეთ და უპასუხეთ კითხვას: რომელ თქვენს გადაწყვეტილებას (რომელსაც დიდი ხანია «ბლოკავთ») შეუძლია საფუძვლიანად გააუმჯობესოს თქვენი ცხოვრება? და არ გააგრძელოთ კითხვა, სანამ პასუხს არ მიიღებთ!

ნაკლები იფიქრეთ, მეტი იმოქმედეთ! მთელს ინფორმაციას, რასაც თქვენ ამ დროისთვის ფლობთ, თქვენს გონებას უკვე დამუშავებული აქვს არაერთხელ, სხვადასხვა რაკურსში, ამიტომ უკვე საჭიროა ამ კუთხით მოქმედება, რომ ახალი დავალებები მისცეთ თქვენს გონებას, რათა ახალი გზები მოძებნოს თქვენი მიზნის მისაღწევად.

გაიმარჯვეთ საკუთარ თავთან. უმჯობესია, გაიმარჯვოთ საკუთარ თავთან, ვიდრე ათასი ბრძოლა მოიგოთ სხვებთან. საკუთარ თავზე გამარჯვებას ვერავინ და ვერაფერი წაგართმევთ. ამის მისაღწევად საჭიროა, ფიქრების კონტროლი. ფიქრი ტალღებივით მრისხანე არ უნდა იყოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი თავისთავად ხდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია, არ შეგვიძლია ავუკრძალოთ ჩიტს ჩვენს ზემოთ გადაფრენა, მაგრამ შევძლებთ აღვუკვეთოთ ჩვენს თავზე ბუდის გაკეთება.

ჩვენ იმიტომ არ გვაქვს ის, რაც ასე გულით გვინდა, რომ ყოფნის დონეზე, უბრალოდ, არ ვართ მასთან ჰარმონიაში… როდესაც ჰარმონიაში მოვალთ იმასთან, რაც გვინდა, ის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თავისით მოვა ჩვენთან.

დაწერეთ თქვენი ცხოვრების სცენარი თქვენ თვითონ და გახსოვდეთ, თქვენს ცხოვრებაში მთავარი თქვენ ხართ!

შექმენით საკუთარი წარმატების ისტორია — დაიწყეთ ბავშვობიდან და ჩამოწერეთ ყველა თუნდაც პატარა მიზანი, რომლისთვისაც ოდესმე მიგიღწევიათ და ყველა ის მიზანი, რომლის მიღწევასაც აპირებთ….იამაყეთ, იმით რაც უკვე შეძელით და წინასწარ იამაყეთ იმით, რასაც აუცილებლად შეძლებთ 2018 წელს! რასაც გასცემთ — იმას მიიღებთ. წინასწარ გაეცით მიზნის მიღწევის სიხარული და ის აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ.

შეეშვით დამნაშავის ძიებას საკუთარ ცხოვრებაში — როგორ გაგზარდეს, რა გასწავლეს და რა არა, ვინ მიგატოვათ და ვინ გიღალატათ, ვინ არ გამოგიწოდათ დახმარების ხელი და რამდენად მართალი იყო იგი…..ეს ყველაფერი ის ნაგავია, რომელიც უნდა გაიტანოთ თქვენი ცხოვრებიდან…..როგორც ერთხელ ნაჭამი და გადამუშავებული ვაშლის მეორედ ჭამა აღარ შეიძლება, ზუსტად ისე არ შეიძლება 10-ჯერ, 100-ჯერ გადაამუშავოთ უკვე ბევრჯერ გადამუშავებული სიტუაციები — ეს მთელ თქვენს ცხოვრებას აბინძურებს…..

როცა გეჩვენება, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, როცა ისე გიმძიმს, გგონია, რომ შემდეგ წუთს უკვე ვეღარ აიტან, არ დანებდე! რადგან ეს სწორედ ის დრო და ის ადგილია, საიდანაც კურსი უნდა აიღო!

«ხვალისთვის გადადეთ მხოლოდ ის, რის დასრულებაც არ გინდათ სიცოცხლის ბოლომდე» (პაბლო პიკასო) იმოქმედეთ, ერთი წვეთი პრაქტიკა, ზღვა თეორიაზე მეტად ღირებულია.

და ბოლოს, იყავით ღირსეული, გაბედეთ, იმოქმედეთ და მთელი სამყარო დაგეხმარებათ მიიღოთ ცხოვრებისგან საუკეთესო!

ავტორი:მარიამ შარიქაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი