რა ხდება ქვეცნობიერში, როცა სურვილებს და ოცნებებს ვერ ვისრულებთ

0
908

ყველას გვქონია და გვაქვს სურვილები და ოცნებები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით წარსულში ვერ ავისრულეთ და თითქოს წლების გასვლასთან ერთად მათი არსებობა დავივიწყეთ, შესაძლოა მათ აქტუალურობა დაკარგეს.

მაგრამ საკვანძოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ დროს ჩვენს ფსიქიკურ სამყაროში მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობს.

ცნობიერიდან განდევნილი, არ აღიარებული სურვილები უკვალოდ არსად იკარგებიან. ისინი სამუდამო ბინას ქვეცნობიერის სიღრმეებში პოულობენ და დრო და დრო (გააჩნია დათრგუნული სირვილის სიძლიერეს) სინდისის ქენჯნით გვირთულებენ ცხოვრებას და დამახინჯებული სახით სიზმრებში გვევლინებიან.

გვესიზმრება როგორ ასრულდა ჩვენი ოცნება, როგორ მივაღწიეთ საწადელს და მთელი სიცხადით ვგძნობთ კმაყოფილებას, მიღწეულით ბედნიერებას… და სიზმრად ოცნებების ახდენა გრძელდება იქამდე, სანამ რეალურად არ ვაღიარებთ კონკტრეტული სურვილის და ოცნების არსებობას.

სურვილი, რომელიც საზოგადოებისთვის და ჩვენი ფასეულობებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და გაძევებულ იქნა ჩვენი ცნობიერიდან, გვამძიმებს. სანამ არ ვაღიარებთ და არ ვიმუშავებთ მათ გასანეიტრალებად, რაც უფრო დრო გავა მით უფრო მძიმე და მტკივნეულ შინაგან ბლოკებად გადაიქცევა ჩვენში და არ მოგვცემს წინსვლის საშუალებას.

რასაც ეწინააღმდეგები ის ძლიერდება და უარყოფილი სურვილები მით უფრო დამახინჯებული სახით წარმოაჩენს თავის თავს და ჩვენი სხეული, შემთხვევითი სიტყვების წამოცდენით, კონკრეტულ სიტუაციაში უჩვეულო, ჩვენთვის არადამახასიათებელი ქცევებით და გაგვყიდის. ზიგმუნდ ფროიდმა თქვა, ჩვენი სხეული ეს განსხეულებული ქვეცნობიერია და ვერ დაკმაყოფილებული სურვილების, აუხდენელი ოცნებების ტყვეობიდან ვერ გავთავისუფლდებით, მხოლოდ სურვილის დავიწყებით. აქ ღრმა ფსიქოლოგიური თერაპიაა საჭირო.

რა იმალება და რა გმართვათ თქვენი ქვეცნობიერიდან ამის აღმოსაჩენად აუცილებლად თქვენს ფსიქოლოგს მიმართეთ, მანამდე კი გახსოვდეთ, სანამ დათრგუნულ სურვილს ან ოცნებას არ აისრულებთ ან არ მოახდენთ მათ გაუქმებას, ისინი თქვენ უზარმაზარ სასიცოცხლო ენერგიას წაგართმევენ და წინსვლის, ბედნიერების, სიმსუბუქის, თავისუფლების და ცხოვრებაში წარმატებების საშუალებას არასოდეს მოგცემთ.

ავტორი:მარიამ შარიქაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი