რატომ ხდება ცვლილებები რთულად?

0
274

თითოული დღევანდელი მცდელობა მიიღო ის, რაც ჯერ არასოდეს მიგიღია, არის აბსოლიტურად წარუმატებელი მცდელობა, სანამ ზედმეტს – წარსულს თავიდან არ მოიშორებ და ზედმეტისგან არ გათავისუფლდები. რადგან, შენში ადგილი უბარლოდ არ არსებობს სიახლისთვის.

მეორე – არის თავიდანვე უშედეგო, რაგან აკეთებ ისევ იგივეს და გავიწყდება, ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება.

და მესამეც – ხდება, ხოლმე ადამიანებში რაღაცეების გადაფასება, ცვლილებები, წასრულისგან გაკვეთილის გამაოტანა და გემოვნების ცვლილებაც. ამიტომ სანამ კიბის საფეხურებს აუყვები, კარგად! კარგად დააკვირდი ვისთან და საით მიგიყვანს ის! და შენ ეს ნამდვილად გინდა? მზად ხარ მისთვის საფასური, თან უკვე გაძვირებული გადაიხადო?

ძალიან საინტერესო და ხშირად ამოუცნობია ცხოვრება და ადამიანები და არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ის რაც შეიძლება გუშინ ოცნება იყო, დღეს უკვე თავისთავად იღებდე, უბრალოდ შენ აღარ გინდოდეს ეს რაღაც და თავად ეუბნებოდე გემრიელ უარს!

აი, ასეა ხოლმე, როცა ადამიანი ვერ აფასებ დღევანდელი დღის ძალას, ვერ აცნობიერებ აქ და ამჟამად ყოფას და გავიწყდება, რომ ცხოვრებაში ზოგი რაღაცეები ხდება მხოლოდ ერთხელ და სხვა დრო და მეორე შანსი უბრალოდ აღარ არსებობს! 

არის მხოლოდ ერთი რამ, 
ან ახლა,
ან არასოდეს!
თუმცა, მიზნის მიღწევა – მიზნის დასახვით იწყება – და შენ ეს ზუსტად იცი.

რატომ არ მოდის, არ ხდება სიახლე? ახლა შენ ესეც უკვე იცი

ავტორი:მარიამ შარიქაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი