ალან უოტსი – სიყვარულში გადაშვება

0
841

სიყვარულში გადაშვებას რომ დავუბრუნდეთ (falling in love) და რომ ვამბობთ, რომ ეს სიგიჟეა. გადაშვება. ხედავთ?  ჩვენ არ ვამბობთ “სიყვარულში აღზევება”, რადგან არის ამაში ვარდნის იდეა და სხვათა შორის ეს უბრუნდება, ძალიან ფუნდამენტურ საკითხებს – რომ ყოველთვის არის საინტერესო კავშირი გადაშვებას და შექმნას შორის. ამ საშინელი რისკის გაწევა არის პირობა, რომ სიცოცხლე არსებობს.

ყველა სიცოცხლე დაკავშირებულია რწმენის და რისკის აქტთან. მაშინვე, გადადგამ თუ არა ამ ნაბიჯს, ეს რწმენაა, იმიტომ რომ შენ არ იცი, ჩაგეშლება თუ არა მიწა ფეხქვეშ. მომენტი, როცა მოგზაურობას იწყებ, რამხელა რწმენის აქტია! მომენტი, როცა იღებ ნებისმიერი სახის ვალდებულებას ან იწყებ ადამიანურ ურთიერთობას, რამხელა რწმენის აქტია! ხედავ?

შენ ფარ-ხმალს ყრი, მაგრამ ეს ყველაზე ძლევამოსილი რამეა, რაც შეიძლება გაკეთდეს: დანებდე. და სიყვარული დანებების აქტია სხვა პიროვნებასთან. სრული მიტოვება. მე გიძღვნი ჩემს თავს. წაიღე. გაუკეთე, რაც გსურს. ეს სიგიჟეა, რადგან ეს მოვლენების თავის ნებაზე მიშვებაა, კონტროლის მოხსნაა.

ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ცდილობს აკონტროლოს მოვლენები. უყურე, აკონტროლე, უყურე.  უშიშროება? – უყურებს. პოლიცია? – უყურებს. დაცვა? – უყურებს. ვინ უნდა ადევნოს თვალყური დაცვას? ასე რომ, სინამდვილეში, სიბრძნის გზა, ის, რაც ნამდვილად ჭკვიანურია, ისაა, რომ მიუშვა, მიანდო საკუთარი თავი და ეს ნამდვილად სიგიჟეა.

საბოლოოდ ჩვენ მივდივართ უცნაურ დასკვნამდე, რომ სიგიჟეში ძევს საღი აზრი.

თარგმნა ლევან თურმანაულმა

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი