ენამახვილი გენიოსები

0
268

ტვინი ხარჯზე

სამი გირვანქით ვარ მსუბუქი ალექსანდრე ჰუმბლოტზე, -თავი მოიწონა ერთმა ვაჭარმა.
-ადვილი შესაძლებელია, შენიშნა საფირმა, – ოღონდ ეს სამი გირვანქა ტვინის ხარჯზე მოდის.

ახალი აღმოჩენა

ბოტანიკოსმა ლინკმა სტუდენტს ჰკითხა: -როგორ წარმოიშობა ჩრდილოეთის ნათება? -ეგ კარგად ვიცოდი და ახლავე გავისხენებ, – მიუგო სტუდენტმა. – გვიყავით სიკეთე, -გაეღიმა ლინკს, – თორემ ამის შესახებ, არამცთუ მე, აკადემიამაც კი ჯერ არაფერი იცის.

ხელმომჭირნეობა

უდიდესი ფილოსოფოსი ემანუილ კანტი, მომჭირნეობითაც იყო ცნობილი. ერთხელ მან ნაცნობი დაპატიჟა ჭიქა ღვინოზე. როდესაც ემანუელმა ცოტა ხნით მაგიდა დატოვა, სტუმარმა მიმტანს მოწონებით უთხრა:
– რა არაჩვეულებრივად კარგი ღვინოა!
– აბა ის ღვინო უნდა გაგესინჯათ, რომელსაც ბატონი პროფესორი მაშინ უკვეთავს ხოლმე, როდესაც მარტოა.  – ღიმილით მიუგო მან.

სასამართლო პროცესზე

ცნობილი გერმანელი კომიკოსი კარლ ვალენტინი სასამართლოში მოწმედ გამოდიოდა.
– ბატონო ვალენტინ, სასამართლოს უნდა მოახსენოთ მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახი და არა სხვისგან გადმოცემული ამბები. – განუმარტა მოსამართლემ.
მოწმემ თავი დაუქნია.
– მაშ ასე. როდის დაიბადეთ?
– მე ეგ მხოლოდ მშობლების გადმოცემით ვიცი, ბატონო მოსამართლევ.

გულწრფელი საუბარი

ერთხელ ჰაინრიჰ ჰაინეს ახალგაზრდა მკვლევარი ეწვია. სტუმარმა ცხადია, იცოდა, რომ ჰაინე ებრაელი იყო და სასხვათაშორისოდ უთხრა:
– იცით კუნძულ ტაიტზე მოგზაურობის დროს ჩემზე განსაკუთრებით რამ მოახდინა შთაბეჭდილება?
– რამ?
– იმან, რომ, იქ არც ებრაელებია და არც ვირები.
– მაგრამ მაგ მდგომარეობის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია,- მიუგო მშვიდად ჰაინემ. – ხომ შეიძება მე და თქვენ ერთად მოვხვდეთ ამ კუნძულზე?

შეხვედრა პარკში

გოეთე ვაიმარის პარკში სეირნობდა. ვიწრო ბილიკზე, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა, კრიტიკოსი შეხვდა. იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა:
– მე სულელებს გზას არ ვუთმობ!
– მე კი პირიქით, – ღიმილით მიუგო პოეტმა და განზე გადგა.

რატომ ვარ ცოცხალი?

როდესაც გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი ბერლინში ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორი იყო, რომელიღაც ავტორისგან ლექსი მიიღო. ლექსს სათაურად ჰქონდა: ,,ცოცხალი იმიტომ ხართ, რომ ლექსი პირადად არ მოგიტანიათ”.

ბავშვობის შთაბეჭდილება

როდესაც სახელოვანმა ფრანგმა არქიტექტორმა ლე კორბიზიემ კოშკის შენობისათვის მრგვალი ოთახები დააპროექტა, ჰკითხეს, ამგავრი არქიტეტურული გადაწყვეტილება რა გამოიწვიაო.
– ბავშვობაში ხშირად მაყენებდნენ კუთხეში,- გამოტყდა დიდი ხუროთმოძღვარი.

პაექრობა

ცნობილი გერმანელი პოეტი და იუმორისტი მორიც გოტლიბ საფირი ერთ ლიტერატორს შეეკამათა, რომელმაც გესლიანად მიუგო:
– თქვენ, ბატონო საფირ, ფულისათვის წერთ, მე კი მხოლოდ ღირსებისათვის.
– ყოველი ჩვენგანი წერს იმისათვის, რაც აკლია,- უთხრა საფირმა.

გულმავიწყობა

შინ დაბრუნებულმა ალბერტ აინშტაინმა ფოიეში კარისკაცს მიმართა:
– უკაცრავად,სად ცხოვრობს პროფესორი აინშტაინი?
– პროფესორი აინშტაინი ხომ თქვენ ბრძანდებით.
– ეგ ვიცი, მაგრამ დამავიწყდა, რომელ სართულზე ვცხოვრობ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი