ოშო – გაატარეთ თქვენი აზრები სამ საცერში

0
487

კითხვა:მე იმდენის თქმა მინდა შენთვის. უნდა მოგწერო ეს ყველაფერი თუ არა?

იმედიტირეთ ამ მცირე ისტორიაზე…

– გაგიგია თუ არა შენ,  სოკრატე…

– ერთ წუთით, ჩემო მეგობარო, – თქვა ბრძენმა, -სამ საცერში  გაცხრილე თუ არა ის, რის თქმასაც აპირებ ?

– სამ საცერში?

– დიახ, ჩემო მეგობარო. მოდი ვნახოთ, გაუძლებს თუ არა ის, რისი თქმაც გინდა, ამ გამოცდას. პირველი საცერი სიმართლის ძალაა: დარწმუნებული ხარ, რომ რაც უნდა მითხრა, სიმართლეა?

–  არა. უბრალოდ სხვებისგან გავიგე ეს.

– გასაგებია. რადგან ეს სიმართლე არაა, საეჭვოა, რომ ღირდეს მისთვის ყურადღების დათმობა, რა თქმა უნდა თუ არ აღმოჩნდება, რომ ეს რაღაც კარგია, გაუძლებს თუ არა იგი მეორე საცერის გამოცდას: აღმოჩნდება თუ არა რაღაც კარგი?

– სინამდვილეში, არა, პირიქით…

– ჰმ. „მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად გადმოვცემ იმას, რაც მოვისმინე, ამასთან იმაში, რაც მოვისმინე, კარგი არაფერია“? იქნებ იმიტომ უნდა გავიგო ეს, რომ სხვები დავიცვა ბოროტებისგან?

– საერთოდ არა. თუ ამ კუთხით შევხედავთ…

– ძალიან კარგი – თქვა სოკრატემ, – რადგანაც გინდა, რომ შემატყობინო რაღაც, რაც არც სიმართლეა, არც კარგი და არც სასარგებლო, მოდი ახლავე დავივიწყოთ ეს. ცხოვრებაშ იმდენი ღირებული რამეა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, რომ რაღაც იმდენად უღირსს დავუთმოთ ყურადღება, რომელიც არც მართალია, არც კარგი და არც სასარგებლო.

იმედიტირე სოკრატეს ამ სიტყვებზე… და შენ მიხვდები, რა მომწერო, რა მკითხო და რა არ მკითხო.

აქ არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ყოველდღე მწერენ წერილებს.ეს  ჩემთვის კი არ, ეს ჩემი მდივნისთვისაა პრობლემა. მას ასობით წერილის კითხვა უხდება, ხანდახან გვიან ღამითაც… ხედავთ, მას ღრმად სძინავს, მას ხომ უნდა ეძინოს როდესღაც! გვიან ღამით მას წერილების კითხვა და მათი მომზადება უხდება. ნუ აწვალებთ მას!

მომწერეთ, თუ ეს მართლა რაღაც მნიშვნელოვანიდა  ღირებულია, რაც თქვენ ან სხვა ვინმეს დაეხმარება. თუ გრძნობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია, მაშინ აუცილებლად მომწერეთ. მაგრამ მომწერეთ რაც შეიძება ლაკონიურად, როგორც ტელეგრამა. არაა საჭირო გრძელი წერილების მოწერა. ზოგიერთს ძალიან უყვარს გრძელი წერილების წერა – ათი, თორმეტი გვერდის. დაწერეთ რამდენიმე წინადადება, კონკრეტულად თქვით, რისი თქმაც გინდათ. და სანამ რამეს დაწერთ, იფიქრეთ სოკრატეს სიტყვებზე: გაატარეთ თქვენი აზრები სამ საცერში.

კითხვა:რატომ არ ამბობ, რა არის კონკრეტულად შენი ფილოსოფია?

და რას ვაკეთებ ყოველდღე? დილასაც და საღამოსაც გამუდმებით ამას ვაკეთებ. შესაძლოა შენს გონებაში უკვე არის რაღაც მზა იდეები, და ელოდები, რომ ჩემი ფილოსოფია დაემთხვევა მათ. მაგრამ ის არ დაემთხვევა, ამიტომაც გაკვირვებული და დაბნეული ხარ.

მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რაიმე დოქტრინა მოგცეთ. მე ვცდილობ რაღაცის პროვოცირებამოვახდინო თქვენში. ჩემი ამოცანა იმაში არაა, რომ ჩემი ფილოსოფიის ზუსტი განსაზღვრება მოგცეთ. ამის ნაცვლად გიწვევთ, პროვოცირებას გიკეთებთ იმისთვის, რომ თავად იფიქროთ, თავად იმედიტიროთ. რაღაცას სძინავს თქვენს შიგნით, და ეს რაღაც უნდა გავაღვიძოთ. ამიტომაც განვაგრძობ თქვენს თავებზე ჩაქუჩის კაკუნს. საქმე იმაში არაა, რომ მე რაიმე ფილოსოფია მაქვს, რომელიც შეგიძლიათ დაიჯეროთ, – თუ ეს ასეა, მთელი აზრი იკარგება.

მე არ ვარ ფილოსოფოსი, მე არ ვცდილობ, რომ დოგმა მოგცეთ, რომელიც უნდა დაიჯეროთ. სინამდვილეში სწორედ საწინააღმდეგოს ვაკეთებ – მე ყველა დოგმას და ფილოსოფიას ვანგრევ. აი, ჩემი ფილოსოფია! მე ვცდილობ ვაკუუმი შევქმნა თქვენს შიგნით. როცა ეს ვაკუუმი გაჩნდება, თქვენში მძინარე ენერგია მაშინვე აიწევს, – იმისთვის რომ აიწიოს, მას სივრცე სჭირდება. მაგრამ როგორც ჩანს,  შენ შენი წარმოდგენები გაქვს. ადამიანები მოდიან ჩემთან…

ერთმა ქრისტიანმა მისიონერმა მითხრა: „ძალიან კარგი იქნება, თუ მცირე წიგნს დაწერთ, კატეხიზმოს, როგორც ჩვენ, ქრისტიანებმა გავაკეთეთ, – თქვენი სწავლების მხოლოდ რამდენიმე ძირითადი დებულება“.

მე არ შემიძლია კატეხიზმო მოგცეთ, რადგანაც არ მაქვს იგი. მე ვგრძნობ თქვენს პოტენციალს, თქვენს შესაძლებლობებს, მე ვახდენ თქვენს პროვოცირებას ყველაზე განსხვავებული მეთოდებით, და განვაგრძობ თქვენს პროვოცირებას, სანამ არ გაიღვიძებთ!

თუ შენ ქრისტიანი მისიონერის გონება გაქვს, მოლოდინი გექნება, რომ რამდენიმე ძირითად დებულებას წარმოგიდგენ, რომლებსაც ერთხელ და სამუდამოდ ირწმუნებდი. მე არ შემიძლია ამის გაკეთება, რადგანაც ეს მავნებელია, შენთვის ეს შხამია. მაგრამ თუ შენი გონება სწორედ ასეა განწყობილი, მაშინ ვერ გაიგებ, რას ვაკეთებ აქ. ეს სრულიად სხვა სამუშაოა…

ცნობილმა კინოვარსკვლავმა განაცხადა, რომ მეექვსედ აპირებდა გათხოვებას.

„უყურე შენ, – თქვა მოლა ნასრედინმა, – ვის წინააღმდეგ?“

ადამიანებს თავიანთი გაგება აქვთ. მოლა ნასრედინის ოჯახურმა გამოცდილებამ შეიძება მხოლოდ ერთი რამ იკითხოს: „ვის წინააღმდეგ?“

ერთხელ მოლა ნასრედინს ვუთხარი:

– გავიგე, რომ შენი ქალიშვილი გათხოვდა. ვფიქრობ , ძნელი იქნებოდა შენთვის მასთან განშორება.

– ძნელი? – თქვა მან. – ეს თითქმის შეუძლებელი იყო.

ადამიანებს ღრმად გამჯდარი წარმოდგენები აქვთ: ისინი სხვებს ამ წარმოდგენებიდან გამომდინარე უსმენენ. ის ცდილობდა განთავისუფლებულიყო მისგან. ის მთელი ძალით ცდილობდა მის გათხოვებას. ის ძალიან შეშფოთებული იყო. ამიტომ, როცა ვუტხარი: „ვფიქრობ, ძნელი იქნებოდა შენთვის მასთან განშორება“, მან მიპასუხა: „ძნელი? თითქმის შეუძებელი“.

ერთხელ მოლა ნასრედინს ვკითხე:

– გამარჯობა მოლა! როგორ ბრძანდება შენი მეუღლე?

მან შემომხედა და მკითხა:

– რასთან შედარებით?

როგორც ჩანს,  შენ უძრავი გონებით ისმენ და ათი გვერდზე გადადება მოგიწევს. მაშინ დაინახავ, რომ აქ ვერბალურ მიმართვას კი არ ვანხორციელებ, არამედ ენერგეტიკულს.  მე ვცდილობ კონტაქტში შემოვიდე შენთან, მაგრამ შენი გონება მიშლის ხელს. მე ყველა საშუალებით ვცდილობ შენი გონების განადგურებას. მე ყველა შენს ცოდნას გართმევ, სასაცილოდ და აბსურდულად გამომყავს ის.

თავდაპირველად დაბნეულობას გრძნობ, რადგანაც ადრე დარწმუნებული იყავი; მაგრამ როდესაც შენი ცოდნის გამოყრას ვიწყებ, იბნევი. მაშინ პრობლემები ჩნდება: აქამდე თვლიდი, რომ გარკვეულობა და სიცხადე მოვიდოდა, სინამდვილეში კი დაბნეულობა მოდის. თავიდან ასეც იქნება: როცა შენი თვითდარწმუნებულობა დაინგრევა, დაბნეულობას იგრძნობ. მაგრამ მხოლოდ მაშნ შეგიძლია მთელი შენი ცოდნის გადაყრა, როცა დაბნეული ხარ, მანამდე ვერა. როცა დაბნეულება ძალიან იზრდება, როცა ჭკუიდან გადაყავხარ, ერთხელაც უბრალოდ მოისვრი მას, უკვე ვეღარ აიტან მას. და მაშინ მიხვდები, რას ვაკეთებ აქ თქვენთან.

მე არ გაძლევთ არანაირ ფილოსოფიას. მე თქვენს შეგნებას ვაღვიძებ. ეს არაა ვერბალური დოქტრინა. ეს გულის გულთან გაერთიანებაა, სულის სულთან გაერთიანებაა. მე ვცდილობ გავერთიანდე თქვენთან. და ამ ერთიანობაში ნაპერწკალი ჩემი არსიდან თქვენსაში გადმოხტება, და თქვენი არსი აალდება. საჭიროა მხოლოდ მცირე ნაპერწკალი, და თქვენში უზარმაზარი სინათლე აინთება,  და ეს სინათლე მოგცემთ თვალებს, რათა დაინახოთ; ყურებს, რათა მოისმინოთ; გულს, რათა იგრძნოთ. ეს სინათლე გაგხდით ცოცხალს, ეს სინათლე გაიფურჩქნება თქვენში ოქროს  ყვავილად.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი