ირაკლი ჩარკვიანი – მშვიდი ცურვა

0
204

ხის სკამზე უხეშად ნაქსოვი ქუდი აგდია, რომელზეც ნახევრადჩამწვარი სიგარა და ასანთის კოლოფი საყვარლებივით ჩახუტებულან.

სინათლის პირველი სხივი მშვიდად ჩამოცურდა ფანჯრის რაფაზე და მძინარე ძაღლის ცხვირს შეეხო.

კაცი მუსიკასავით უსმენდა ცხოველის სუნთქვას.

ხელოვნება თავისი არსით უფრო ბედნიერია, ვიდრე უკვდავება.

სიგარას ჯერ არაფერი ემუქრება. მას ოთხად დაკეცილ ქუდზე ძინავს და კუბელი ფიდელის თბილი თითები ესიზმრება.

ადამიანების უმრავლესობას ხომ უბრალოდ მოთმინება არ ყოფნიდა მიეცა სიჩუმისთვის შანსი, შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოევლინა, მიეღო ეს ღვთის საჩუქარი.

სიჩუმის იმ რაოდენობით შეგრძნება, რასაც გარემო გაწვდის, მხოლოდ რჩეულებს ძალუძთ.

კაცის ფიქრები ერთიმეორეს გაეკიდა და მან აღმოსავლელი ფაშას სამოსში გამოწყობილი ვინსენტ ვან გოგი დაინახა, რომელიც საკუთარ ნახატს ორმოცდათორმეტ მილიონ დოლარად ყიდულობდა. ადამიანმა სულ თვითონ უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე. მიდიხარ , მერე კი ბრუნდები, რომ შენივე ნახატი შეიძინო ასე ძვირად.

კაცს გაეღიმა, შეეცოდა ყოველი სულიერი, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს და თუ ერთი ხე მაინც დარგე, მერე ცოცხალი თუ მკვდარი, უსასრულოდ მას დასტრიალებ.

კაცი სიგარას შეცქეროდა და გრძნობდა მის გემოს, მხიარული კუბელი ქალიშვილის ოფლიანი ხელისგულებით გამოძერწილ ასოს, რომელშიც მზის სხივებია გახვეული.

კიდევ ერთხელ უნდა აწიო ფეხები, დაფიქრდე, სად არის წინდები. მერე, როგორც ყაჩაღებს, თავებზე ნიღბებს ჩამოაცვამ.

მოკლედ მისი თავი მართლაც რომ ქუდისთვის იყო შექმნილი.

ჭეშმარიტი გმირობა ხომ გმირობაზე უარის თქმაა.

მართალია სული რთულად იბანება, თუმცა ცაში, როგორც ამბობენ, ამ პროცედურის ჩატარება უფრო ეფექტურია, ვიდრე ცოდვილ მიწაზე.

ყველა ადამიანი ხომ რადიომიმღებია და სხვადასხვა სიხშირეებზე სხვადასხვა სადგურებს იჭერს, მაგრამ რომელ სადგურებს, ამას ვიღაცის თითი განსაზღვრავს და არა მისი სურვილი.

შენ აღარ ზიხარ საკუთარი ტვინის ციხეში.

ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღას გაუსწრო. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ წაგიყვანს იქ, სადაც მიდის.

რას ამბობდა ბუდა? მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედიო.

ყველაზე ძნელია დაშორდე იმას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ეტრფი. დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი.

მასწავლებლები ძალიან აჭკნობენ შენი სულის ნამიან ბალახს და პეპლებთან ერთად ჰერბარიუმში ინახავენ.

ჩაიყნოსე ათასი ქათმის სურნელი ერთად და თუ გაუძლებ, იქნებ ფრთები ამოგივიდეს, თუმცა ქათმის ფრთებით ფრენა დიდხანს არ გრძელდება და იკაროსივით სადღაც დანარცხებული ძლივძლივობით გაახელ ამფიტამინისგან ამოგლეჯილ თვალებს.

წიგნები ყველაზე ეკოლოგიური და მშვიდი თავშესაფარია, ნარკოტიკებისგან, სექსისგან და სხვა თუხთუხა ბომბსაცავებისგან განსხვავებით.

ტალღას არ აქვს ცნობიერება, მორალი.

სიმართლე ყოველთვის ჯობს ნაკლებმა ხალხმა იცოდეს!

ადამიანებს ღმერთმა უფრო ნაკლები დრო გვარგუნა სალაზღანდაროდ, ვიდრე ქვეყნებს.

ქალის ცრემლებზე უფრო მოსაწყენი, არაფერია ამქვეყნად.

მკითხველი მინიმალურად უნდა დააბინძურო გამონაბოლქვით, არა აქვს მნიშვნელობა ეს მართლა ბენზინზე მომუშავე ძრავაა, თუ შენი სული.

კაიფში ყოფნა შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნას გავს. სულ ეს არის და ეს, ამიტომ, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე ვერ ახერხებს არ იყოს შეყვარებული, ანუ არ მოიტყუოს თავი, სიყვარული კი არ არსებობს.

როცა შენთვის გადაჭიმული ტილოს ზომები ზუსტად გეცოდინება, უფრო სრულყოფილ ნახატს შექმნი.

თუ ღმერთი მართლა არსებობს, მას სულაც არ ესაჭიროება მასთან მისასვლელად აუცილებელი შენობები, სადაც, როგორც წესი, ყალთაბანდები ბინადრობენ, რათა სხვა ყალთაბანდები მოატყუონ და ღმერთის სახელით საკუთარი ავი ზრახვები დამალონ.

რომელი ნესკაფე შეედრება სულში ხსნადობის ბედნიერებას, რომელსაც მე განვიცდი და კომფორტს, როდესაც ვგრძნობ, რომ თქვენ მოსვით კიდევ ერთი ყლუპი და ჭიქა ნახევრად დაცლილია.

ჩემდაუნებურად, როგორც ელექტრო გაყვანილობის ხაზს, ისე შევეხები ხოლმე პოლიტიკას, მაგრამ საუბედუროდ, ის ყველას რაღაც მომენტში გვეხება და სერიოზულად გვირტყამს.

ჩემთვის ღმერთს თუ გარემოს ერთი უბრალო რამის თქმა სურდა, არაფერი სერიოზულის, მხოლოდ იმისა, რომ ტვინი ტრაკში მქონდა.

მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ, ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია.

მე გავხდი მეფე ერთ თბილ საღამოს, როცა არც თოვდა, არც წვიმდა, უბრალოდ ზამთრისთვის უჩვეულო ერთი თბილი დღე იყო და მეტი არაფერი.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებამ ჩემი სახელი და გვარი ზუსტად ისე იხმარა, როგორც მას ესაჭიროებოდა, ახლა კი ის, ანუ მე, კლასიკად ვიქეცი, კლასიკა კი ყოველთვის წარსულს გულისხმობს და ეს არცთუ სასიამოვნო გრძნობაა.

არ ვიცი, იქნებ სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს ის პროცესი, რასაც ”უკეკელაობა”, ანუ ”მაროობა” ქვია.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.

მეფემ იგრძნო, რომ მის სხეულში საიდანღაც ცოტაოდენი ძალა, გველივით ჩუმად შემოსრიალებულიყო.

გზა ზევით და გზა ქვევით, ეს ერთიდაიგივე გზაა!

არცერთი ტალღა არ არის ისეთი სასიამოვნო, როგორც თვითონ ცურვა.

გაზაფხულის მუსიკა ყველაზე უფრო მშვენიერია, ახლადშობილი, უტვინო, სულელი, ის მხოლოდ გიჟობს და არანაერ ლოგიკას არ ექვემდებარება, უბრალოდ ბედნიერია და მეტი არაფერი.

კაცობრიობის 98 პროცენტი ონანისტია და სხვისი ფანტაზიებით საზრდოობს.

რუმიმ ფატიმას ლამაზი თითები წარმოიდგინა, რომლებითაც მან საკუთარი სხეულის ყველაზე ლამაზი ხვრელიდან ჩაძინებული, რუმისთვის უცხო კაცის ჩაფუშული ფალოსი ფრთხილად გამოაძვრინა, ისე, რომ მის გვერდით მწოლს არაფერი ეგრძნო და ხალათმოსხმული აბაზანაში გავიდა.

იმედების დამყარება მშობლების საყვარელი გართობაა.

შუბლზე ერთი უშველებელი და მლაშე ოფლის წვეთი დაეკიდა.

ვინ იყო ფატიმა? როგორც თვითონ თვლიდა, საკუთარ მშობლებთან შედარებით აშკარად წინგადადგმული ნაბიჯი.

მოწყენილობა არის ის უკურნებელი სენი, რომელიც მაძღარ ევროპას შეეყარა,შიმშილობა კი – მშიერ აფრიკას.

არის! გარდაცვალება შედგა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი