კარლ გუსტავ იუნგი:,,შენ არ ხარ ის, რასაც ფიქრობ ან ამბობ, შენ ხარ ის, რასაც აკეთებ”

0
4947

ადამიანი ცხოველია, რომელიც ჭკუიდან შეიშალა და ახლა ან ისევ ცხოველურ ბუნებას უნდა დაუბრუნდეს, ან გახდეს იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანია.

ჩვენ ვიბადებით გარკვეულ დროს, გარკვეულ ადგილზე და როგორც ღვინოს, ჩვენც გვაქვს იმ ადგილის და სეზონის ხასიათი, რომელშიც დავიბადეთ.

როცა ქვეცნობიერი მართავს ცნობიერს, ის მართავს ჩვენს ცხოვრებას და ჩვენ მას ვუწოდებთ ბედისწერას.

ჩვენ  არ უნდა ვიყოთ ის, რაც დაგვემართა, ჩვენ უნდა ვიყოთ ის, ვისაც ავირჩევთ რომ ვიყოთ.

ადამიანები ყოველგვარ სისულელეს ჩაიდენენ, რამდენადაც აბსურდული არ უნდა იყოს, ოღონდაც თვალი არ გაუსწორონ საკუთარ სულს.

შენ არ ხარ ის, რასაც ფიქრობ ან ამბობ, შენ ხარ ის, რასაც აკეთებ.

ყველაფერი, რასაც ჩვენ საკუთარ თავში უარვყოფთ, ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება როგორც მოვლენა.

მიჩვენეთ ჯანმრთელი ადამიანი და მე მას განვკურნავ.

ყველაფერი, რაც სხვებში გვაღიზიანებს, საკუთარი თავის გაგებაში გვეხმარება.

ჩვენ დაგვავიწყდა ის უძველესი ფაქტი, რომ ღმერთი ადამიანებს სიზმრების და წარმოსახვების მეშვეობით ელაპარაკება.

თუკი თქვენი ცხოვრების გზა ნათელია, ესე იგი სხვის გზაზე დგახართ.

საკუთარი თავის ბნელი მხარეების ცოდნა სხვა ადამიანების ბნელ მხარეებთან გამკლავებაში გვეხმარება.

ორი პიროვნების შეხვედრა ქიმიური ნივთიერებების კონტაქტს ჰგავს, თუკი რეაქციაში შევიდნენ ერთმანეთთან, ორივე ტრანსფორმირდება.

სიტყვა ბედნიერებაც კი დაკარგავდა თავის მნიშვნელობას, თუკი არ იარსებებდა სევდა.

რასაც არ უნდა ვუყურებდეთ და როგორც არ უნდა ვუყურებდეთ, საკუთარი თვალებით ვუყურებთ.

ვინც გარეთ იყურება, ოცნებობს, ვინც შიგნით – იღვიძებს.

ყველა ფორმის დამოკიდებულება ერთნაირად ცუდია, მნიშვნელობა არ აქვს ნარკოტიკული საშუალება ალკოჰოლია, მორფინი, თუ იდეალიზმი.

ერთი ფეხსაცმელი ერთს არგია, მეორეს კი  – არა. არ არსებობს რეცეპტი, რომელიც ყველა ადამიანს მოერგება.

ყოველგვარ ქაოსში კოსმოსია, ყველა არეულობაში – საიდუმლო წესრიგი.

რაც არ უნდა დაარქვათ არსებობის საფუძველს: ღმერთი, ენერგია, თუ რამე სხვა, ახალს ვერაფერს იტყვით. უბრალოდ სიმბოლოებს ცვლით.

შეუძლებელია სამყაროს გააზრება მხოლოდ ინტელექტით. ინტელექტუალური მსჯელობა ჭეშმარიტების მხოლოდ ნაწილია.

ჯანმრთელი ადამიანი არასოდეს აწამებს სხვებს, ეს ნაწამები იქცევა ხოლმე მწვალებლად.

გონების ქანქარა უაზრობასა და აზრიანს შორის მერყეობს და არა სწორსა და არასწორ შორის.

მოცემულობა რომ შეცვალო, ჯერ უნდა მიიღო ეს მოცემულობა.

სადაც სიყვარული ბატონობს, იქ ძალაუფლების სურვილი არ ჩნდება და პირიქით, სადაც ძალაუფლების სურვილი მძლავრობს, იქ სიყვარული ქრება.

სირცხვილი სულის ცოცხლად მჭამელი ემოციაა.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ვხედავთ ჩვენ საგნებს და არა იმაზე თუ როგორები არიან ისინი სინამდვილეში. ყველაზე დიდი საქმე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, სხვა ადამიანებზე, საგნებსა და მოვლენებზე საკუთარი პროექციის მოშორებაა.

თუკი ადამიანი ვერ იგებს რას ეუბნებით, ის საკუთარ თავს კი არა თქვენ ჩაგთვლით სულელად.

ფიქრი ძალიან რთულია, ამიტომ ადამიანების უმრავლესობა განსჯის!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი