როგორ მოქმედებს ქალი მამაკაცის წარმატებაზე

0
174

მამაკაცის წარმატება, ჯანმრთელობა და ოჯახში ბავშვების ქცევა დამოკიდებულია – ქალის შინაგან მდგომარეობაზე!

თუ კაცი ცხოვრობს, ისეთი ქალის გვერდით რომელსაც გააჩნია სკუთარ თავსა და ძალებში რწმენა, ქმრის და ბავშვების გარდა, ზრუნავს საკუთარ თავზეც… მაშინ ასეთ ქალი, მამაკაცს აქცევს „ოჯახის ბურჯად“…

ასეთი ქალის გვერდით, კაცი ნელ-ნელა გადაიქცევა ისეთ მამკაცად, რომელიც წარმოადგენს ყველა ქალის ოცნებას. თუმცა სინამდვლეში, აქ კაცის წვლილი ნაკლებია – ეს საყვარელი ქალბატონის დამსახურებაა. 

მამაკაცი თვისებები:

კაცური, მშვიდი, გადაწყვეტილების მიღების უნარით, მიზანსწრაფული, საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებული, შეუპოვარი. კაცი, რომელიც პატივს სცემს თავს იმდენად, რომ ირგვლივ ყველა პატივსცემით ეპყრობა. აქვს იუმორის გრძნობა, ეკონომიურად შეძლებული. როდესაც მამაკაცი არის მდიდარი, ის არის მშვიდად. როცა მამაკაცი არის ღარიბი, ის არის გაღიზიანებული. დაახლოებით ისე, როგორც „მშიერი“ და „მაძღარი“  მამაკაცის ხასიათი, ერთმანეთისგან განსხვავდება.

ქალის მახასიათებლები:

მომხიბვლელი, ქალური, კეთილი, მზრუნველი, აქვს მიმღებლობა, მგრძნობიარე, სექსუალური, პატიების უნარით, მატერიალური (ქალისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალურობა, მიწიერება და არა მხოლოდ, სულიერი მხარე), მოსიყვარულე, ლაღი…

იმისათვის, რომ კაცი იყოს მამკაცური, მშვიდი, გადაწყვეტილების მიღების უნარით, შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება და ა. შ. მას სჭირდება ქალი.

ქალი რასაც ჩადებს კაცში, სწორედ ის იქნება რეალიზებული.

უფრო მეტიც – მამაკაცი არის ხელები, რომლებიც ახორციელებს ქალის იდეებს.

თუ ქალს აქვს პატარა სურვილები, მაშინ მამაკაცს ექნება პატარა გამარჯვევბები.

თუ ქალს აქვს დიდი სურვილები, მამკაცს ექნება დიდი გამარჯვებები.

თუ ქალს აქვს გლობალური მიზნები, გეგმები, ამოცანები…

თუ ქალს შეუძლია იყოს, აქ და მაჟამად, ბედნიერი …

თუ კი ქალი მუშაობს საკუთარ თავზე – ზრდაზე და განვითარებაზე…

როდესაც, ქალს აქვს თავისი სივრცე…

მაშინ მას შეუძლია ქმრის ავსება.

თუ კი ქალს არ აქვს ინტერესი გარდა ბავშვებისა და სამზარეულოსი, არსად არ დადის და ამ დროს კი ბევრ რამეზე ოცნებობს, აქედან არაფერი გამოვა…

რადგანაც, ამ დროს მამკაცს ის ავსებს სიცარიელით. რატომ? იმიტომ რომ ქალი თავად არ არის რელიზებული. ამის გამო განიცდის დისკომფორტს, მას არ უყვარს თავისი თავი

გახსოვთ ალბათ , როდესაც ვამბობდი, რომ მამკაცს „კაცად“ აქცევს მხოლოდ ენერგიებით სავსე ქალი – რომელმაც იცის რა უნდა, აქვს მიმღებლობა, მაგრამ ამავე დროს, ყველაფერს აკეთებს, რომ თავად გახდეს ბედნიერი!

ავტორი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი