თამარ კვარაცხელია – სამი ქალური „წყევლა“, მიმართული მამაკაცისკენ

0
392

I  არ მისცეთ მამაკაცს ფული

II არ დაუწუნოთ მამაკაცს საჩუქარი

III არ შეიცოდოთ მამაკაცი

ასევე თუ პროცესები მიშვებულია თვითდინებაზე, უკმაყოფილებას საზღვრები აღარ აქვს, ერთ დროს საყვარელი ადამიანი ხდება ასატანი.

ქალს შესწევთ ძალა დაეხმაროს მამკაცს გახადოს წარმატებული, შეუქმნას მყარი საყრდენი, აუშენოს პლაცდარმი, საიდანაც აიღებს სტარტს.

  • რა ვქნათ?
  • როგორ შევცვალოთ ან გავაუმჯობესოთ ურთიერთობები?

პირველ რიგში, აუცილებელია გავიაზროთ  – ახლა, გვერდით არის ის ადამიანი, რომლის ღირსადაც ვთლით თავს. ეს ფაქტია. ჩვენი პოტენციალი და ენერეტიკული ხარისხი არის იდენტური მის ენერგიებთან და სწორედ, ამიტომაც მოვიზიდეთ შესაბამისი პიროვნება.

დაფიქრდით და გაეცით კითხვებზე პასუხი:

  • გინდათ, შეცვალოთ მოცემული ურთიერთობა?
  • ხართ თუ არა ამისათვის მზად?
  • რამდენად მნიშვნელოვანია , ურთიერთობების გაუმჯობესება ან შეცვლა?
  • ხართ თუ არა მზად, იმ მცირედი „რევოლუციისთვის“, რაც გელოდებათ, მიზნისკენ სავალ გზაზე? (დიახ, არ მოგეჩვენათ. დაგჭირდებათ, რევოლუცია და თქვენთვის აქამდე უცნობი, განსხვავებული ხედვა).
  • ხართ თუ არა მზად, კაცი გადაიქცეს, ღირსეულ მამაკაცად, ამ სიტყვების სრული გაგებით?
  • ხართ თუ არა მზად დღევანდელი დღიდან, იცხოვროთ როგორც ქალი და არა როგორც,  მუშა „ვირი“ ან „ ქმრის დედა“?

თუ არ ხართ მზად, ნურც ეცდებით ნაბიჯების გადადგმას, რადგან მცდელობა, უკვე თავის თავში ნაწილობრივ დამარცხებას მოიაზრებს. ამ შემთხვევაში, არ გეყოფათ ენერგიები ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული, შეგექმნებათ პრობლემები. ამიტომ, ჯერ დაფიქრდით – გინდათ კი ეს ყველაფერი?

თუ პასუხობთ:„კი,აუცილებლად!“, მაშინ მოემზადეთ შემდეგი სიტყვების მოსასმენად:

დღეიდან თქვენი ცხოვრება ააგეთ თქვენს სურვილებზე, სურვილები კი ფასეულობებზე!

ფასეულობის შემთხვევაში ყურადღება მიმართეთ პირადად რა გინდათ, რა გახარებთ, რა 
გმატებთ ძალას და ენერგიას!!!

„კარგი“, „წესიერი“, „პატიოსანი“ ქალისთვის ცუდი მოსასმენია, არა?

ასეთი ქალი ცხოვრობს პრინციპით: „ქმრის, ბავშვის, მშობლების, მეზობლის… სურვილები, თვის სურვილებზე წინ“…  თავი საერთოდ არ ახსოვს და  საკუთარი სურვილები დაყვანილი აქვს ნულს ქვემოთ.

სად ხართ თქვენ?

თავად თუ არ ისწავლეთ, როგორ გახდეთ ბედნიერი, ვერც ვერავინ გაგხდით და მითუმეტეს, ვერც თქვენი  შვილები მიაგნებენ ბედნიერების საიდუმლოს.

მიმიხვდით ალბათ, რის თქმასაც მინდა?

თქვენ ვერ შეცვლით ვერავის საკუთარი თავის გარდა.

თქვენი ოცნებების ახდენა გადის,  პირადი სურვილების არსებობაზე.

(არა მარტო საქართველოშია მსგავსი პრობლემა) მეუბნებიან:

  •  რამდენი ხანია მეუღლეს არაფერი უყიდია ჩემთვის…
  • რამდენი ხანია არაფერი მიყიდია ჩემთვის….
  • როცა რამეს ვყიდულობ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ…
  • ჩემს მეუღლეს არ მოსწონს (უფრო უარესიც ბრაზდება), როცა მეგობრებს ვხვდები…
  • ასე მგონია, მეგობრებს რომ ვხვდები ყავის დასალევად, ამით ჩემს ოჯახს, შვილებს ვართმევ დროს…
  • რა საჭიროა სალონში სიარული, ფულის ხარჯვა, სახლშიც კარგად შევიღებავ…

თქვენ გენანებათ, ეძუნწებით საკუთარ თავს, გიკვირთ მეუღლისგან უყურადღებობა? რა ქნას მამკაცმა, როგორ აგიხდინოს ოცნებები, როცა თავად ერთ დროს, დამარხეთ პირადი სურვილები „ოცნებების სასფლაოზე“?

დავსვამ კითხვებს და გაეცით პასუხი:

  • გაიაზრეთ, რა გინდათ ცხოვრებაში?
  • როგორი ხედავთ თავს ერთი წლის შემდეგ, 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ?
  • როგორ გინდათ იცოხოვროთ, როგორც ახლა ცხოვრობთ თუ სხავნაირად?
  • გჯარათ თუ არა თქვენი მამაკაცის? გჯერათ თუ არა მისი წარმატების?
  • რა  გაქვთ ახლა და რა ურთიერთობები გინდათ გქონდეთ, საყვარელ მამაკაცთან მომავალში?

დაუსვით თავს ბევრი, ბევრი, ბევრი კითხვა და გაიაზრეთ პასუხები! გააცნობიერეთ სურვილები! 

გადაწყვიტეთ მოახდინოთ ცვლილებები საკუთარ თავში – იაროთ პიროვნული ზრდის ტრენინგებზე, დაკავდეთ თქვენი საქმით, დახარჯოთ ფული სალონში, მასაჟზე (და არა ახალ ქვაბში), იაროთ ცეკვაზე, სპორტდარბაზში, ცურვაზე, მასაჟზე, ისეირნეთ, გაერთეთ მეგობრებში – აავსეთ თავი და მთელი ცხოვრება ხალისით. გადაიტანეთ ყურადღება ქმრიდან, პირად ბედნიერებაზე! ამ დროს, როგორც არ უნდა იქცეოდეს ქმარი (დანამდვილეით შემიძლია გითხრათ: თუ ამას ადრე არ აკეთებდით – ასეთ ცვლილებას გააპროტესტებს, გაბრაზდება და შეეცდება დაიბრუნოს ძველი ცოლი,  „დედა“, „შვილზე მოკლებული ყურადღება“…), ამ დროს შეინარჩუნეთ სიმშვიდე. როგორც კი იგრძნობთ, რომ უბრუნდებით ძველ მდგომარეობას,  გაიხსენეთ თქვენი ფასეულობები, რა სურვილები გამოძრავებდათ ცვლილებების დაწყებისას..

ნუ ელოდებითსასწაულებს და ნუ იქნებით ქმრის შეცვლის იმედზე. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, ჩადეთ თავში მეტი, დაგეგმეთ დრო, ისე რომ საკუთარი თავიც და ოჯახიც არ დაგრჩეთ უყურადღებოდ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, დატკბით და იხარეთ ცხოვრებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია. აკეთეთ ეს მშვიდად. თუ ქმარს, ჯერ კიდევ შერჩა ადეკვარურად აზროვნების უნარი, დროთა განმავლობაში სიხარულით შემოგიერთდებათ და ხელს შეგიწყობთ. მამკაცი ბედნიერია, როდესაც საყვარელი ქალი, ბედნიერი და კმაყოფილია!

ნუ გაუბრაზდებით, ნუ ეწუწუნებით, ნუ უსაყვედურებთ ქმარს და ნუ იქნებით პრეტენზიული მის მიმართ. მსგავსი მიდგომა, ცუდია! როცა ნეგტიურ ემოციებს გამოხატავთ მამკაცის მიმართ, მართალია, მას აძლევთ ენერგიებს, რომ რამე შეცვალოს ცხოვრებაში, მაგრამ რადგანაც მამკაცს არ უნდა შეცვლა, ჩნდება წყენის ენერგია, რომელიც ვერ კომპენსირდება ვერაფრით. ამიტომაც, იყავით მშვიდად. თუ თქვენი მამკაცი არ აკეთებს რასაც სთხოვთ, წყენის გარეშე უბრალოდ, ადექით და მოაგვარეთ საკითხი თავად.

იმის მერე, როდესაც შეიქმნით პირად სივრცეს და შეცვლით დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ (ჩადებთ დროს და თანხებს საკუთარ სურვილებში, მოხვალთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სამყაროსთან, არ წამოეგოთ მის მანიპულაციის მცდელობებს და კაპრიზებს), ერთ დღესაც , ქმარისთვისაც დადგება კრიზისი, ის იქნება იძულებეული შეიცვალოს ან წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან.

ხედავთ, რას ვგულისხმობდი რევოლუციას, რომ ვწერდი?

მხოლოდ, ასე გადავა თქვენი ურთიერთობები სხვა ფაზაში. სხვანაირად, არც მწვადი დაწვა და არც შამფური? არ გამოვა! 

– თუ მამკაცი დარჩა თქვენს გვერდით, მასში იწყება ცვლილებები. ეს იქნება იმის საწინდარი, რომ გეყოლებათ გვერდით ღირსეული მამკაცი და ის შეძლებს 100% პასუხისმგებლობის აღებას.

– თუ მამკაცი წავიდა ე.ი. არ არის მზად ცვლილებებისთვის და არ ააქვს სურვილი გააკეთოს რამე „საყვარელი“ ქალისთვის. მას განვითარებას ურჩევნია, დარჩეს ჩვეულ კომფორტის ზონაში. არსებობს ასეთი მამკაცები, რომელთა პოტენციალი არის შეზღუდული, ქალმა როგორი ენერგიებითაც არ უნდა ავსოს, ის ვერასდროს გახდება „დიდი“, „ნამდვილი“. არ არის საჭირო მისი შეცოდება, ნერვიულობა და სინანული ამის გამო. უბრალოდ დასვით კითხვა: რაში მაწყობს იმ მამკაცის გვერდით ცხოვრება, რომელიც არ ცდილობს გამხადოს ბედნიერი და არანაირი სურვილი არა აქვს მართოს და გაუძღვეს ოჯახს?

ცვლილებები ადამიანში, მხოლოდ და მხოლოდ, აუცილებელი ცვლილებების წყურვილით იწყება.

რაც არ უნდა ეცადოთ, რაც არ უნდა „ათრიოთ ბეჰემოთი ჭაობიდან“, თუ „ბეჰემოთს“ არ უნდა, პირველივე ხელსაყრელ მომენტში ის ჩაწვება იმ ჭაობში საიდანაც ამდენი ძალისხმევის შედეგად ამოიყვანეთ. თქვენ კი დარჩებით ძალაგამოცლილი. არადა, შეგეძლოთ, ეს ენერგია მიგემართათ საჭირო მიმართულებით.

ქალი ირჩევს, იცხოვროს ასე თუ ისე!

ქალი ირჩევს, იყოს ბედნიერი თუ უბედური!

ქალი ირჩევს, ჰყავდეს ღირსეული მამაკაცი გვერდით თუ „ბეჰემოთი ჭაობში“

და თუ ქალბატონებო, უკმაყოფილო ხართ თქვენი მეორე ნახევრის, არ დააბრალოთ ეს ბედ-იღბლს, მშობელს,  ქმარს…

თქვენი ცხოვრება – თქვენი არჩევანია!

როგორ გინდათ იცხოვროთ თქვენ?

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი