ვიტამინები

0
210

ვიტამინები არის მნიშვნლოვანი ნაწილი რაციონის, ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მათი ქიმიური სტრუქტურის შესახებ ნაკლები წარმოდგენა გვაქვს. ქვემოთ ნაჩვენები იქნება ცამეტივე ვიტამინის ქიმიური სტრუქტურა მოკლე დახასიათებით. თუმცა შეიძლება არსებობდეს მცირეოდენი განსხვავებები ამ სტრუქტურებში მასინთეზირებელი წყაროსდა მიხედვით.

უპირველეს ყოვლისა ყურადსაღებია ის თუ რა აქცევს ქიმიურ ნაერთს ვიტამინად. ვიტამინი განმარტებულია როგორც ისეთი ორგანული ნაერთი, რომელიც საჭიროა ორგანიზმის ცხოველმოქმედებისათვის, მაგრამ თავად ორგანიზმს არ შეუძლია მისი დასინთეზირება. ეს განმარტება არ მოიცავს სხვა ბუნებრივ სასიცოცხლო ნივთიერებებს, როგორებიცაა ამინო მჟავები, ცხიმოვანი მჟავები, ნახშირწყლები და მინერალები, რომლებიც ორგანიზმისთვის აუცილებელია უფრო მეტი ოდენობებით, ვიდრე ვიტამინები.

დღეისათვის აღმოჩენილია 13 ვიტამინი: ვიტამინი A-დან E-მდე, B ჯგუფის ვიტამინების ჩათვლით, ასევე K ვიტამინი. E-დან K ვიტამინამდე ალფაბეტური ნახტომი განაპირობა იმან, რომ ადრე F-დან J-მდე კლასიფიცირებული ნივთირებები რეკლასიფიცირდნენ იმით, რომ ზოგი ვიტამინი არ აღმოჩნდა, ხოლო ზოგი გაერთიანდა B ჯგუფში. მაგალითად ვიტამინ B7, ბიოტინი, ადრე მოიხსენიებოდა როგორც ვიტამინ H. K ვიტამინი იმიტომ არ დაუბრუნდა ალფაბეტის თანმიმდევრობას, რომ ის ენაში უკვე დამკვიდრებული იყო: ის გამოყვეს და აღწერეს გერმანულენოვანმა მეცნიერებმა, ეს ვიტამინი უკავშირდება ჭრილობის შემდგომ სისხლდენის ბუნებრივ შეჩერებას – კოაგულაციას (გერმანულად Koagulation). რაც შეეხება თავად ტერმინი ვიტამინის ეტიმოლოგიას, ის მოდის სიტყვების ვიტალურის (სასიცოცხლო) და ამინოს (ორგანული ნაერთი, რომლის ფუნქციური ჯგუფი აზოტის ატომს შეიცავს) კომბინაციით.

ჩვენ შეგვიძლია ვიტამინების კლასიფიკაცია ძირითადად ორ კატეგორიაში: ცხიმებში ხსნადი ვიტამინები ( ვიტამინი A, D, E და K ), რომლებიც შეიძლება შენახულ იქნას ჩვენი სხეულის ღვიძლში ან ცხიმოვან ქსოვილებში. ისინი რეზერვშია მანამ, სანამ მოთხოვნადი არ იქნება ორგანიზმისთვის. მაშასადამე ეს ნიშნავს იმას, რომ მათი მიღება ხშირად არ არის საჭირო. მეორე მხრივ წყალში ხსნადი ვიტამინები სხეულში არსად არა კონსერვირებული, ამიტომ ისინი რეგულარულად უნდა იქნას მიღებული კვების დროს, რომ შევსებულ იქნას დეფიციტი. ცხიმში ხსნადი ვიტამინებისაგან განსხვავებით, ვინაიდან წყლაში ხსნადი ვიტამინები არ არიან შენახული ორგანიზმში, ძნელია მათით ზედოზირება, რომელსაც აგრეთვე შეუძლია არასასურველი ეფექტები იქონიოს.

უმეტესად ვიტამინებს შეიცავს საკვები პროდუქტი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მიიღება სხვა გზით. მაგალითად ვიტამინ K და ბიოტინს ასინთეზებს ადამიანის კუჭის მიკრო ფლორაში არსებული ანაერობული ბაქტერია. ადამიანისა და ბაქტერიის ამგვარი ურთიერთობა არის სიმბიოტური (ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული). ხოლო ვიტამინი D ადამიანის კანში სინთეზირდება მზის ულტრაიისფერი სინათლის ტალღის დასხივების საშუალებით. ზოგერთი ვიტამინი ქიმიურად უფრო მარტივია ვიდრე სხვები; მაგალითად ვიტამინი D ბუნებრივად არსებობს ისე როგორც გრაფიკშია ნაჩვენები. სხვები, როგორიცაა მაგალითად ვიტამინი E შეიძლება წარმოიქმნას სხვადასხვა სტრუქტურულად მსგავსი კომპონნენტისაგან – ბეტა კაროტინისაგან, ნიაცინისაგან და ამინომჟავა ტრიფტოფანისგან. ძუძუმწოვრების ქსოვილებში არსებული ვიტამინების აქტიური ფორმები შეიძლება უმნიშვნელოდ ვარირებდეს იმისდა მიხედვით, თუ რომელ საკვებში გვხვდება.

ვიტამინი A – რეტინოლი –აქტიური ფორმა ძუძუმწუვართა ქსოვილებში

მნიშვნელოვანი ელემენტია მხედველობისთვის. აგრეთვე აძლიერებს იმუნურ სისტემას და კანს.

 

ვიტამინი B1 – თიამინი – ქიმიური ფორმულა C12H17N4OS+

საჭიროა ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ჯანმრთელობისათვის. აგრეთვე მნიშვნელოვანია ნახშირწყლებისა და ზოგი ცილის პროცესინგისთვის

 

ვიტამინი B2 – რიბოფლავინი – ჭარბი რაოდენობით მიღება შარდს აძლევს მკვეთრ ყვითელ ფერს

აუცილებელია სხეულის ზრდისთვის, სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებისთვის და მხედველობის ჯანმრთელობისთვის. კიდევ მონაწილეობს ნახშირწყლების სინთეზში

 

 ვიტამინი B3 – ნიკოტინის მჟავა – ნიკოტინამიდი – ნიაცინი არის ამ კომპონენტების საერთო სახელწოდება

ეხმარება საკვების მომნელებელ სისტემას. მწვავე დეფიციტი იწვევს დაავადება პელაგრას.

 ვიტამინი B5 – პანთოტენის მჟავა

მნიშვნელოვანია სისხლის წითელი უჯრედების წარმოებაში და მომნელებელი სისტემის ჯანმრთელად შენარჩუნებისათვის.

 ვიტამინი B6 – მუშაობს როგორც კოენზიმი (ფერმენტების (ენზიმების) დამხმარე კომპონენტი რეაქციის კატალიზში) მეტაბოლიზმის მრავალ ფერმენტულ რეაქციაში. საჭიროა ტვინის ნორმალურიფუნქციონირებისათვის. ასევე მონაწილეობს სხეულის იმუნური სისტემის უჯრედების ფორმირებაში.

 

 ვიტამინი B7 – ბიოტინი – ამზადებს კუჭნაწლავის ბაქტერია

საჭიროა მრავალი მეტაბოლური პროცესებისათვის. მისი ნაკლებობა იშვიათობაა. რეკომენდირებულია თმისა და ფრჩხილების სიძლიერისთვის, თუმცა ამის მყარი მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს, მიუხედავად ამისა კოსმეტიკური საშუალებები გამდიდრებულია ბიოტინით.

 

 ვიტამინი B9 – ფოლიუმის (folic) მჟავა

მნიშვნელოვანია ტვინის ნორმალრი ფუნქცონირებისა და მენტალური ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით საჭიროა როცა სხეული იზრდება სწრაფად, მაგალითად ორსულობის დროს ბავშვისთვის.

 

 ვიტამინი B12 – კობალამინი (კოფერმენტი B12) ევოლუციაში ერთ-ერთი უძველესი, ყველაზე დიდი და სტრუქტურულად რთული მოლეკულაა ვიტამინებს შორის, ის შეიცავს კობალტის (Co) ატომს. ის მონაწილეობს როგორც კოფაქტორი პროკარიოტების, ისევე ეუკარიოტების მეტაბოლიზმში. მისი წარმოება არ შეუძლია არც მცენარეებს, არც ცხოველებს მათ შორის ადამიანს. მხოლოდ ანაერობულ (უჟანგბადო გარემოს შეგუებულ) ბატქერიას, გააჩნია ისეთი ფერმენტი რომელიც საჭიროა B12 სინთეზისთვის. აღნიშნული ვიტამინი აუცილებელია ადამიანის ნერვული სისტემისთვის, მისი ნაკლებობის დროს სხვადასხვაგვარი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს აზროვნების დაქვეითებს ჩათვლით, ემოციური ცვლილებები, როგორებიცაა დეპრესია და ფსიქოზი, აგრეთვე აბნორმალური შეგრძნებები, რეფლექსების და ზრდის შეფერხება, დაბალი ერითროციტები, გემოს შეგრძნების დაქვეითება და ა.შ.  ხანგრძლივი არასრულფასოვანი ან ვეგანური დიეტის შედეგად დეფიციტი შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ დაავადებებში, როგორიცაა მაგალითად ავთვისებიანი ანემია ან ორსულობის დროს ბავშვის გენეტიკური დეგენერაცია. ვინაიდან ის წყალში ხსნადი მოლეკულაა მისი მიღება ხშირადაა საჭირო. ბუნებრივი საკვების შემადგენლობაში მისი მიღება შეიძლება მხლოდ ცხოველური პროდუქტებით, ხორცით (განსაკუთრებით ღვიძლი), თევზეულითა და რძის პროდუქტებით, ვინაიდან მისი მასინთეზირებელი ბაქტერია ბინადრობს ცხოველების კუჭში. ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის საშუალებით შეიძლება B12 მასობრივი წარმოება მიკრობულ ფერმენტიორში და შესაძლებელია მისი მიღება პირდაპირ დანამატის სახით ან ამ ვიტამინით გამდიდრებული საკვებით.

 

 ვიტამინი C – ვიტამინ  C ან ასკორბინის მჟავა. ქიმიური ფორმულა: C6H8O6მოლეკულური მასა: 176.12 გრ/მოლი

3D სტრუქტურა: ვიტამინი C, ცნობილია ასევე როგორც L-ასკორბინის მჟავა, არის წყალში ხსნადი ვიტამინი. ადამიანს,  ძუძუმწოვართა უმრავლესობისგან განსხვავებით, არ აქვს უნარი დაასინთეზოს ასკორბინის მჟავა, ამიტომ ვიტამინ C უნდა მიღოს საკვებიდან. საკვების კულინარიული დამუშავებით ვიტამინის გარკვეული ნაწილი იშლება. მისი წყაროა ცოცხალი ხილი და ბოსტნეული.

ვიტამინ C საჭიროა კოლაგენის ბიოსინთეზისთვის და ნეუროტრანსმიტერებისთვის; ვიტამინ C აგრეთვე ჩართულია ცილების მეტაბოლიზმში. კოლაგენი არის მთავარი კომპონენტი შემაერთებელი ქსოვილის, რომელიც თამაშობს არსებით როლს ჭრილობის შეხორცებაში. ვიტამინ C ასევე არის ფიზიოლოგიური ანტიოქსიდანტი და აგრეთვე შეუძლია სხვა ანტიოქსიდანტის რეგენერაცია, ალფა-ტოკოფეროლის (ვიტამინი E) ჩათვლით. მიმდინარეობს კვლევები ვიტამინ C ანტიოქსიდანტურ შესაძლებლობაზე შეზღუდოს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებები, და ამით პრევენცია მოახდინოს ან შეაჩეროს სიმსივნური კერები, გულ-სისხლძარვთა  და სხვა დაავდებები, რომლებიც გამოწვეულია ოქსიდანტური (ჟანგვითი) სტრესით. ბიოსინთეზისა და ანტიოქსიდანტურ ფუნქციათა გარდა, ვიტამინ C მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემაში და აგრეთვე ხელს უწყობს მცენარეული საკვებიდან მიღებული არაჰემური რკინის აბსორბციას (ნაწლავებში ასკორბინის მჟავა აღადგენს Fe+2 -ს Fe+3– მდე, რაც აადვილებს მის შეწოვას ორგანიზმის მიერ). ვიტამინ C ნაკლებობა იწვევს სურავანდს, რომელიც გამოიხატება სისუსტეში, დაღლილობაში, შემაერთებელი ქსოვილის რღვევასა და კაპილარების  სიმყიფეში.

ნაწლავიდან ვიტამინ C შეწოვა რეგულირდება სულ მცირე ნატრიუმ-დამოკიდებული აქტიური ტრანსპორტერით. In vitro კვლევებით დადგინდა, რომ მხოლოდ დაჟანგული C ვიტამინი (დეჰიდროასკორბიტი) აღწევს უჯრედში გლუკოზასთან შეუღლებული ტრასპორტით და შიგნით აღდგება ასკორბინის მჟავამდე. ფიზიოლოგიური მნიშვნელობა დეჰიდროასკორბინის მჟავის მოხმარებისა და ეკონომიურობა მისი აღდგენისა სრულ ვიტამინ C -მდე – უცნობია.

C ვიტამინის ჭარბი დოზირებისას, პლაზმის გაჯერების დროს თირკმლის რეაბსორბციულ ზღურბლე ფერმენტ ასკორბატოქსიდაზას მეშევეობით იჟანგება და გამოიყოფა შარდში.

ვიტამინ D – ზოგადი სახელწოდება მსგავსი ქიმიური ბუნების ნაერთებისა არის კალციფეროლები. ვიტამინი D ნაკლებობისას ვითარდება დაავადება რაქიტი. იგი ხასიათდება ძვლების კალციფიკაციის დარღვევით და ჩონჩხის დეფორმაციით.

ვიტამინი E – ქიმიური ფორმულა: C29H50O2

მოლეკულური მასა: 430.71 გრ/მოლ

ვიტამინ E არის საერთო სახელწოდება ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტური თვისების მქონე ნოვთიერებებისა. ბუნებრივად ვიტამინ E-ს რვა ქიმიური იზოფორმა არსებობს (ალფა-, ბეტა-, გამა-, დელტა-ტოკოფეროლი და ტოკოტრიენოლის ფორმები), რომელთაც სხვადასხვა ბიოლოგიური აქტივობა გააჩნია, მათგან ალფა – (ან α-) ტოკოფეროლი არის აუცილებლად საჭირო ადამიანისთვის.

ცხიმში ხსნადი ვიტამინების აბსორბცია (შეწოვა)absorption-of-fat-soluble-vitamins

  1. საკვები რომელიც შეიცავს ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიღებულია პერორალურად
  2. საკვები მუშავდება კუჭის მჟავის მიერ და შემდეგ გადაადგილდება წვრილ ნაწლავში, სადაც საკვები უფრო მეტად ნაწევრდება. ნაღველია საჭირო ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვისთვის. ნივთიერებას, რომელიც იწარმოება ღვიძლში, გადაედინება წვრილ ნაწლავში, სადაც ის შლის ცხიმს იმ დონემდე, რომ შესაძლებელი გახდეს წვრილი ნაწლავის კედლის უჯრედების მიერ საკვები სახით შეწოვა.
  3. შეწოვის მერე ცხიმში ხსნადი ვიტამინები შედიან ლიმფურ კვანძებში, მანამ, სანამ ისინი გადავლენ სისხლძარღვებში. უმრავლეს შემთხვევაში ვიტამინები ცილებთან დაწყვილებულები (ლიპოპრეტეინი) მოძრაობენ სხეულში.
  4. ვიტამინები მოიხმარება სხეულის მიერ, მაგრამ ჭარბი რაოდენობა ინახება ღვიძლში და ცხიმოვან ქსოვილში.
  5. საჭიროების შემთხვევაში რეზერვებიდან ვიტამინები სეკრეტირდებიან სისხლში.

 

ვიტამინ E-ს ანტიოქსიდანტური მოქმედება

უჯრედის გარემოსგან გამომყოფი “კედლის”, მემბრანის ინტეგრალური ნაწილია ცხიმები, რომლებიც შეიძლება დაზიანდნენ თავისუფალი რადიკალების (რეაქტიული ჟანგბადის ფორმების (ROS) მიერ გამოწვეული ლიპიდური ზეჟანგვითი რეაქციებით. α-ტოკოფეროლი ზედგამოჭრილია პეროქსილის რადიკალების შესაჩერებლად. ვიტამინ E მოქმედების მექანიზმი დამყარებულია მის თვისებაზე, გადასცეს H-ს ატომი (წყალბადი) ლიპიდების პეროქსიდებს (ROOH’) და აღადგინოს ისინი ჰიდროპეროქსიდებამდე (ROOH) და ამით აღკვეთოს ლიპიდების დაჟანგვის ჯაჭვური რეაქცია. როცა რადიკალის მოქმედებით α-ტოკოფეროლი ნეიტრალიზდება, ანუ იჟანგება და მისი ანტიოქსიდანტური თვისება ეცემა, სხვა ანტიოქსიდანტს, ვიტამინ C შეუძლია მისი რეგენერირება.  მეცნიერები იკვლევენ ვიტამინ E შესაძლებლობებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის შეზღუდვისა და სხვა მქენანიზმებს, რათა შესაძლებელი გახდეს თავისუფალ რადიკალებთან დკავშირებული ქრონიკული დაავადებების პრევენცია და შეჩერება.

 

ვიტამინი K – ყველა K ვიტამინი არის მენადიონი ან მისგან წარმოებულები. (ნაფტოქინონი, ფილოქინონი). ვიტამინი K მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, როგორც შედედების ცილოვანი ფაქტორების – პროთრომბინის და ა.შ. აქტივატორი (კოფერმენტი).

ძირითადი მასალა მომზადებულია ლინუს პაულინგის ინსტიტუტის ვებ გვერდიდან.

http://www.compoundchem.com/vitamins/

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი