არ შეიცოდოთ მამაკაცი

0
417
  • რატომ არ გისრულებთ საყვრელი მამაკაცი სურვილებს;
  • რატომ  უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;
  • რატომ არ მუშაობს  ქმარი და არც აპირებს;
  • რატომ ვერ ხედავს და არ აფასებს მეუღლე თქვენ შრომას ოჯახში და რატომ თვლის რომ „ქალი უნდა იყოს კუხნაში“
 არ შეიცოდოთ მამაკაცი

ალბათ გსმენიათ:

„ჩემი საწყალი ქმარი!“

 „ჩემი ქმარი იმდენს მუშაობს, ცოდოა“,

„მეცოდება, რა ქნას“….

რას გრძნობს ქალი როდესაც ამას ამბობს? უჩნდება სიბრალულის გრძნობა… მასში იღვიძებს დედობრივი ინსტიქტი.. ანუ ირგებს „დედის როლის“… და ავიწყდება – ქმრისთვის ცოლია და არა დედა!

მოდი დავფიქრდებთ: ზოგადად,

  • ვინ ეცოდებათ – ძლიერი თუ სუსტი?
  • ვის უყურებენ ზემოდან – ძლიერს თუ სუსტს?

შეცოდება, წარმოადგენს უპირატესობის ხაზგასმას. შეცოდების დროს ართმევთ ენერგიას, უკარგავთ საკუთრ თავში და ძალებში რწმენას. აგრძნობინებთ, რომ ხართ მასზე გაცილებით ძლიერი. რაც მეტად გეცოდებათ, მით მეტად ასუსტებთ. შეცოდება  ნიშნავს – „მას არაფერი შეუძლია“ და მისი არ გჯერთ (მართალია, პირდაპირ არ ეუბნებით, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს). გეცოდებათ? ნება თქვენია!!!

შეიძლება შეგეცოდოთ პარატა ბიჭი, რომ წაიქცევა ან სხვა მსგავსი (თუმცა არც ეს არის კარგი), მაგრამ საყვარელი მამაკაცის შეცოდებას – დაადეთ ტაბუ!!! ჯანსაღი შეგნების მამკაცს შეცოდებაზე აქვს ჯანსაღი რეაქცია –  ელემენტარულად, ბრაზობს.

მაგრამ თუ მამკაცმა, უკვე მოახერხა და გახდა ინფანტილური – დიდი სიამოვნებით დაგიდებთ თავს მუხლებზე და ითამაშებს მსხვერპლის როლს. შეგაცოდებთ თავს, მოგიყვებთ – რა რთული ბავშვობა ჰქონდა, როგორი რთულია სამსახურის შოვნა, როგორ დაიჩაგრა… დაიწყებს თქვენით მანიპულირებას – რა კარგად გრძნობს თქვენ გვერდით თავს, თქვენ რომ უგებთ და გესმით ისე, არავის ესმის მისი, როგორ სგიჟემდე უყვარხართ, თქვენს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია…

თქვენ კი კმაყოფილი და ბედნიერი, გაბრწყნებული თვალებით, ფიქრობთ: როგორ ვუყვარვარ!!!

გადაწყვიტეთ:

თუ მეუღლედ ჩამოყალიბებული მამაკაცის ნაცვლად გჭირდებათ პატარა ბიჭი, მაშინ გააგრძელეთ იგივე ტემპით შეცოდება… კეთილი მგზავრობა ამ ეკლებზე…

დაფიქრდით,

რაში გაწყობთ „მხსნელის და გადამრჩენელის“ როლის მორგება?

მოგწონთ, რომ ზრუნავთ?

გგონიათ, რომ უყვარხართ?

აქ არსებობს ერთი  მაგრამ, რომელიც შეიძლება გამოგეპაროთ….

შეცოდებით ააქტიურებთ იმ სამკუთხედს, რომელსაც მსხვერპლი-აგრესორო-მხსნელი ჰქვია და რომლისგანაც თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ მანამ, სანამ არ გამოუტყდებით თავს, რომ იმყოფებით მოცემულ მდგომარეობაში.

რატომ ირგებს ქალი  ხშირად „მხნელის“ და „გადამრჩენელის“ როლს?

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამით ქალი ცდილობს მიიქცოს მამკაცის ყურადღება. აჩვენებს, რომ არის ძალიან კარგი, თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი. რაც მთავარია, ის აგრძნობინებს მამაკაცს – „ხომ ხედავ ჩემი დახმარების გარშე არაფერი შეგიძლია… ხედავ, მე როგორი კარგი ვარ შენთვის და სხვა ასე არ მოგექცევა… ჩემნაირად არავის ეყვარები… ჩემს გარეშე ვერაფერს შეძლებ…“ ბლა-ბლა-ბლა……

შედეგად რას იღებთ? მამკაცი დუნდება, ხდება ინფანტილური და ამართლებს ქალის მოლოდინებს!!!  რატომ აკეთებთ ასე?

…და მაინც, რატომ?

გგონიათ: ის არის გარემოებების (სახელმწიფო, მთავრობა, არ გაუმართლა…) მსხვერპლი. მას სჭირდება გვერდით დგომა, დახმარება. აბა, ვინ თუ არა თქვენ? ა, ბატონო.. თქვენც აქვე ხართ, ასეთი კარგი, კეთილი და მზრუნველი. დიდი ამბავი, ამდენ რამეს აკეთებთ და ბარემ გადაწყვიტეთ მისი პრობლემებიც. წადით, იმუშავეთ 3 სამსახურში.. „სიგარეტის ფულიც კი არ აქვს“… “ცოტაც გაუძელი“- გეუბნებათ..), ქალები თურმე მეტად გამძლეები ყოფილან….

და თქვენც გაძლებაზე ხართ, მანამ

სანამ არ დაიღლებით „ბეჰემოთის ჭაობიდან ამოთრევის“ მცდელობით და არ „დაიკიდებთ“, იმიტომ რომ მეტი აღარ შეუძლით.  და ამ დროს, კაცი ასეთი მოსიყვარულე კაცი, უცებ ხდება აგრესიული ( რაც დათესეთ, ის მოიმკეთ. ის ხომ მიაჩვიეთ ტვირთის შემსუბუქებას ისე, რომ ბოლოს, მთლიანად ქალის სათრევი გახდა მთელი ოჯახი).

… და შედეგად გგონიათ დაგიფასდებათ? კი როგორ არა…

ამ დროს მამაკაცი, იწყებს ახალი „მხსნელის“ ძიებას, რომელმაც არ იცის მისი სისუსტეები… სადაც გამოჩნდება მამაკაცად… ან მიეძალება ალკოჰოლს…

ესეც დამსახურებული მადლობა „გარჯისთვის“.

გამოყავით დრო და გაერკვიეთ სამ „წყევლაში“ რომელიც მიმართულია მამკაცისკენ!

თუ იქნებით გულწრფელი და გაავლებთ პარალელებს, ბევრ კითხვას გასცემთ პასუხს და შეძლებთ მნიშვნელოვნად შცვალოთ ცხოვრება. შეძლებთ, გადახვიდეთ  ურთიერთობების ისეთ საფეხურზე, სადაც იარსებებს ნამდვილი სამყაროსებული იერარქია – სადაც უყვართ და პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს, როცა კაცი მიდის ქალის წინ ოჯახში, მფარველობს, იცავს და ზრუნავს, როცა კაცი ხდება ქალის თავლი და ხელები(ვექტორული), ხოლო ქალი, მოსიყვარულიე, მშვიდი და ბედნიერი გული(სპირალური)

თუ ქალი, მსგავს სიტუაციაში, გადაწყვიტავს რამე შეცვალოს, უნდა გააცნობიეროს, რომ არ იქნება ადვილი. უმჯობესია, თავიდანვე გამოავლინოს ძლიერი ხასიათი, გააღვიძოს და გამოიყვანოს გარეთ  შინით ჩამალული „ქალღმერთი“, რომელიც მამკაცის ყველა მცდელობას და მანიპულირებას – დააბრუნოს ყვალფერი („როგორც იყო“ ) ძველ მდგომარეობაში, გასცემს მტკიცე პასუხი: „არასოდეს!“

მაგ: „არა, მე არ მოგცემ ფულს, რადგან გაფასებ და ვფიქრობ, შენ თავადაც მოაგვარებ და მიხედავ  მაგ საქმეს!“

რთულია არა, მსგავსი უპასუხოთ?

მაგრამ უფრო რთული და მძიმეა, როცა  ეუბნებით: „კარგი, რა პრობლემაა… კი…რამდენი გინდა“

და ამ დროს ისმენ კაცის „ბაიათებს“ : „როგორი კარგი ხარ, ვერ წარმოიდგენ როგორ მეხმარები, გადამარჩინე, მადლობა….“ დარწმუნებული იყავით, იმის მერე რაც კაცი გადალახავს პრობლემას, წავა ქალთან რომელმაც არაფერი იცის მის სისუსტეებზე და მოუყვება: „ცოლს მალე უნდა გაშორდეს, ვერ ეგუება და არ უყვარს, მათი ქორწინება შეცდომა იყო“… მამაკაცი ყოველთვის გაიქცევა ქალისგან, რომელმაც მისცა ფული, დაარღვია იერარქია, შეიცოდა და დააყენა თავი გაცილებით მაღლა… თუ სხვა ქალისკენ არა, მაშინ ისევ და ისევ, მიეძალება სასმელს, ითამაშებს…..

ეს ხომ ძალიან ცუდია? რა საკითხავია – ცუდია!

გავიაზროთ, რამდენად დამანგრევლად მოქმედებს მამაკაცზე შეცოდება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი