ჩვენი აზრები ქმნის ჩვენს რეალობას

0
473

ჩვენი აზრები ქმნის ჩვენს რეალობას!

როგორც ფიზიკური სხეული საჭიროებს საკვებს სასიცოცხლო ძალების შესანარჩუნებლად, ასევე, გონება საჭიროებს ჩვენი რეალობის შესაქმნელად, საშენ მასალად – აზრებს.
გონება ქმნის რეალობას იმ მასალისგან, რომელიც მიეწოდება გარედან!

ეს მასალა მიეწოდება გრძნობის ორგანოებით. განსაკუთრებით დიდი როლი ეთმობა – მხედველობას და სმენას. სხვა გრძნობითი აღქმები – ყნოსვა, გემო, შეხება – ასევე მოქმედებას, მაგრამ გაცილებით ნაკლებად.

ყველაფერი რაც შედის გონებაში, გადამუშავდება და გარკვეული დროის შემდგომ განხორციელებას ჰპოვებს ცხოვრებაში.

როდესაც აკონტროლებთ გონებაში „შემავალს“, თქვენ აკონტროლებთ „გამავალსაც“ ე.ი შედეგს, მთლიანობაში კი თქვენ ცხოვრებას.

რაც მეტ ყურადღებას აქცევთ ცხოვრების რომელიმე სფეროს ან რამე საგანს ან მოვლენას, მით მეტად იწყებს ტვინი მასზე ფიქრს (ასე ვთქვათ ავარჯიშებთ) და იმ აზრებით რაც ამ დროს თავში ტრიალებს, ქმნის რეალობას.

ჩვენ ვიზიდავთ იმას რასაც ვფიქრობთ!

გონიერი ადამიანი აკონტროლებს თავის ურთიერთობებს. ის თავს არიდებს არასასიამოვნო ხალხთან კონტაქტს. ცდილობს შეამციროს თავზე „ტოქსიკური“ გარემოს ზემოქმედება. მან ზუსტად იცის რა თემა აინტერესებს და რაზე უნდა საუბარი. ასევე კარგად იცის თუ მის თავში ჩავა (ნებსით თუ უნებლიეთ) ნეგატიურ ემოციები, ეს მას შეაფერხებს და უკან დასწევს…
იმისათვის, რომ შექმნათ პოზიტიური და სასურველი მომავალი საჭიროა:

დაიცვათ ტვინი ნეგატიური ინფორმაციებისგან (რომელიც არ არის პირდაპირ კავშირში თქვენთან) – ჭორები, ბოროტი სიტყვები, უაზრო საუბრები, პოლიტიკა, მიზანთან შორს მდგარი გადაცემები (შოუები, საპნის ოპერები), გინება და უამრავი ინფორმაციული ნაგავი.

მიეცით გონებას პოზიტიური საშენი მასალა (ინტერესის სფეროდან) და ცოტა ხანში შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. დაინახავთ, ბუნებრივად და უმტკივნეულოდ როგორ გაქრება თქვენი ყოველდღიურობიდან არასაჭირო, ნეგატიური ურთიერთობები, უაზრო მოქმედებები და მავნე ჩვევები. ამ დროს გონებაში ისადგურებს სიმშვიდე. ცხოვრებაც ხდება მარტივი და ხალიანი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი