კონფუცი:”მე არ მწყინს, როცა ადამიანებს ჩემი არ ესმით, მე მწყინს, როცა მე არ მესმის მათი”.

0
505

კონფუცი – ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი, ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. 25 წლის კონფუცი ჩინეთის მთელმა კულტურულმა ელიტამ უდიდეს მოაზროვნედ აღიარა.

კონფუციანელობა ეთიკურ-პოლიტიკური მოძღვრებაა, რომელიც ჩინეთში „სწავლულთა სკოლის” სახელითაა ცნობილი. ეს მოძღვრება წარმოიშვა ძვ. წ. V საუკუნეში, როდესაც „ცისქვეშეთი” (ასე ეძახდნენ ჩინელები ჩინეთს) პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდიდა.

ფორმალურად კონფუციანელობა არ წარმოადგენს რელიგიას, რადგან მას არ გააჩნია ეკლესია – როგორც ინსტიტუტი და მასში თითქმის არ არის საუბარი რწმენასა და ღმერთზე, თუმცა საკუთარი მნიშვნელობითა და ხალხის ცნობიერების აღზრდის თვალსაზრისით ის სრულყოფილად ასრულებს რელიგიის ფუნქციას. 

,,ბედნიერი ოჯახი – დაფუძნებულია ბედნიერი სახელმწიფოზეო”, – აცხადებდა კონფუცი. პირველი უნივერსიტეტის სულისჩამდგმელმა ფილოსოფოსმა, რომელიც ბაზარში თევზისა და ბოსტნეულის გაყიდვით გამოიმუშავებდა სარჩოს, 19 წლის ასაკში მეზობელი – სუნის
სამეფოში მაცხოვრებელ ჩინელი დიდებულის ქალიშვილზე – კიკოან შიზე იქორწინა. თავდაპირველად ახლადშეუღლებული ცოლ-ქმარი გოგონას სახლში ცხოვრობდა, რადგან კონფუცის მოკრძალებული შემოსავალი და საზოგადოებრივი მდგომარეობა ოჯახის რჩენას ვერ უზრუნველყოფდა. კონფუცების წყვილს პირველად ვაჟი, სახელად – ლი შეეძინათ, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის – ბო-იუის სახელით არის ცნობილი, ხოლო შემდგომ კიკოანმა გოგონაც შვა.

მიუხედავად ასეთი ბედნიერებისა, ცოლ-ქმარს შორის მაინც არ სუფევდა იდილიური ურთიერთობა. ცოლოურთან ცხოვრება სიძეს უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. ამას თან ერთვოდა სიდედრთან წარმოქმნილი უსიამოვნებანიც. გარდა ამისა, მას ურთიერთობა დაეძაბა მეუღლესთანაც, რომელმაც ვერ გაუგო ფილოსოფოსს და დაუფარავად გამოხატა თავისი საშინელი გულისწყრომა მის მიერ არჩეული ახალი გზის მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ მიზეზების დასახელებისაგან, თუ რატომ სუფევდა კონფუცების ოჯახში დაძაბული
ურთიერთობა, ფილოსოფოსის მოსწავლეები ყოველთვის გაურბოდნენ და დუმილს
ამჯობინებდნენ, რამეთუ ეს ფაქტი მათი აზრით ჩრდილს მიაყენებდა მასწავლებლის
სწავლებებსა და მოწოდებებს.

ამბობენ, რომ კონფუცი ოჯახში ძალიან მკაცრი იყო. მას შემდეგ, რაც ტრაბახისა და არაფრისმომცემი საუბრების მოძულე ფილოსოფოსის სახელი საქვეყნოდ იქნა განთქმული, კონფუცის შემოსავლები შესამჩნევად გაიზარდა (მას უამრავ საჩუქარს უძღვნიდნენ სხვადასხვა სახელმწიფო ჩინოვნიკები და მმართველები). შედეგად ფილოსოფოსს საშუალება გაუჩნდა საცხოვრებლად ოჯახი ცოლოურიდან სხვაგან გადაეყვანა.

მიუხედავად ამისა, მან კიკოანთან ურთიერთობა მაინც ვერ დაალაგა და იძულებული გახდა მას საბოლოოდ გაჰყროდა. სხვათაშორის, კონფუცის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა არა მხოლოდ მისი ვაჟისათვის, არამედ ფილოსოფოსის შვილიშვილისათვისაც კი – თითოეული მათგანის ქორწინება საბოლოო ჯამში ოჯახის დანგრევით დასრულდა.

კონფუცის მოღვაწეობის ჟამს ჩინეთში განქორწინება მეტად მარტივ პროცედურას
წარმოადგენდა: საკმარისი იყო ქმარს მეუღლე ცოლოურის სახლში მიეყვანა და
ოფიციალურად განეცხადებინა უარი ქალზე მისი მშობლების თანდასწრებით. ფილოსოფოსი
სწორედ ასე მოიქცა და კიკოან ში კვლავაც ხანდაზმული მშობლების სახლში დაააბრუნა.
როდესაც კონფუცის ოჯახური ცხოვრების პერიპეტიებს ეცნობი, არ არსების არ გაგახსენდეს 
გენიალური სოკრატეს ბრძნული გამონათქვამი: „თუ კარგი ცოლი შეგხვდა – ბედნიერი
გახდები, ხოლო თუ ცუდი – ფილოსოფოსიო”, და აკი გახდა კიდეც კუნგ ფუძი დიდებული ფილოსოფოსი.

“სამი გზით შეიძლება მივიდეთ ცოდნამდე: აზროვნება, რომელიც ყველაზე კეთილშობილური გზაა; მიბაძვა, რომელიც ყველაზე მარტივი გზაა და გამოცდილება, რომელიც ყველაზე მწარე გზაა.”

“თუ ვინმე გძულს, ე.ი. მან დაგამარცხა”.

“ქვეყანაში, სადაც არის წესრიგი, შეგიძლია ილაპარაკო და იმოქმედო გაბედულად, ქვეყანაში, სადაც არაა წესრიგი, იყავი გაბედული მოქმედებებში, მაგრამ არა – ლაპარაკში”.

“მიეცი მითითებები მხოლოდ მას, ვინც ეძებს ცოდნას, რადგან აღმოაჩინა საკუთარი უვიცობა”.

“ბედნიერებაა, როცა შენი ესმით, დიდი ბედნიერება, როცა სიყვარულის ობიექტი ხარ, მაგრამ ნამდვილი ბედნიერებაა, როცა გიყვარს”.

“სინამდვილეში ცხოვრება მარტივია, უბრალოდ, ჩვენ მას ვართულებთ მთელი მონდომებით”.

“წვრილმანებში თავშეუკავებლობა დიდ საქმეს დაღუპავს”.

“რჩევებს ჩვენ ვიღებთ წვეთობით, სამაგიეროდ გავცემთ სათლებით”.

“ცუდი ჩვევების დაძლევისთვის საუკეთესო დრო არის დღეს და არა – ხვალ”.

“სამი რამ არასოდეს არ ბრუნდება უკან; სიტყვა, დრო და შესაძლებლობა. ამიტომ არ დაკარგო დრო, შეარჩიე სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან შანსი”.

“იპოვეთ ისეთი სამუშაო, რომელიც გიყვართ და თქვენ არ მოგიწევთ მუშაობა მთელი ცხოვრება”.

“მე არ მწყინს, როცა ადამიანებს ჩემი არ ესმით, მე მწყინს, როცა მე არ მესმის მათი”.

“სცადე, იყო ცოტა მეტად კეთილი და შენ ვერ შეძლებ ცუდი საქციელის ჩადენას”.

“ძველად ხალხი სწავლობდა საკუთარი თავის სრულყოფისთვის, დღეს ისინი სწავლობენ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად”.

“შეგიძლიათ, მთელი ცხოვრება წყევლოთ სიბნელე, ან შეგიძლიათ აანთოთ პატარა სანთელი”.

” სილამაზე არის ყველგან, მაგრამ ყველას არ უნდა მისი დანახვა”.

“ის კი არ არის დიდი ადამიანი, ვინც არ დაცემულა, არამედ ის, ვინც დაეცა და წამოდგომა შეძლო”.

“მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ნელა მოძრაობთ, მთავარია, არ გაჩერდეთ”.

“თუ ზურგს უკან გაფურთხებენ, ე.ი. თქვენ წინ ხართ”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი