სიმშვიდე – შინაგანი ძალის საიდუმლოა

0
718

დღეს, მინდა მოგიყვეთ სულიერ სიმშვიდეზე. დამეთანხმებით, რომ, საზოგადოებაში სიყვარულის დეფიციტა. სიყვარული და სულერი სიმშვიდე განუყოფელია. სიყვარული არ ნიშნავს მარტო – გიყვარდეს ვიღაც. სიყვარული არის სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავთან. ეს არის, როცა  ხარ დარწმუნებული, ცხოვრების გზის არჩევანის სისწორეში. სიყვარული – ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა.

ვეძებთ სიყვარულს, ვპოულობთ სიმშვიდეს.

ვისწრაფით სულიერი სიმშვიდისკენ – შევიგრძნობთ სიყვარულს.

სიმშვიდე – ეს წონასწორობაა.

სიმშვიდე – არის ძალის მართვა და არა წინააღმდეგობის გაწევა.

სიმშვიდე – არის ხედავდე სრულ სურათს და არა წვრილმანებზე ყურადგების გამახვილება.

იყო მშვიდი, დღევანდელ აფორიქებულ სამყაროში, ადვილი არ არის. გარემოცვა, საზოგადოება, საინფორმაციო საშუალებები გვიშენენ ( სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ნეგატიურ საინფორმაციო ნაკადს. ისინი ილექება ტვინში და ემოციებით გადეცემა ქვეცნობიერს, ის კი ამ ყველაფერს ცნობიერში აბრუნებს და დავდივართ “ცხვირ ჩამოშვებულნი”, ცხოვრების ხალის დაკარგულები, უიმედოები.

სად არის გამოსავალი?  

სულიერი სიმშვიდე, შეგვიძლია მოვიპოვოთ შინაგანად. ის გარედან არ შემოვა. სამყარო დიდია თავისი პრობლემებით. ჩენ კი პაწაწინა ნაწილაკი ვართ, რომელსაც არ შეგვწევს ძალა, შევცვალოთ ვინმე და რამე, საკუთარი თავის გარდა. სიმშვიდის მოპოვება შეიძლება – თუ ვისაუბრებთ საკუთარ თავთან, გამოვიტანთ დასკვნებს, დავსვამთ კითხვებს და ვიპოვოთ პასუხებს (რაც ჩვენ ძალიან, ძალიან გვეზარება). მოველაპარაკოთ  საკუთარ თავს: „თუ მე სამსახურიდან დამითხოვენ, ვიშოვი უკეთესს“ ან “თუ მე ხვალ ქუჩაში, აგური დამეცემა და მოვკვდები, მერე რა? დედამიწა ადგილია სადაც ადამიამები იბადებიან და კვდებიან“   

გაგეცინათ?   

რას ვიზამთ ეს რეალობაა. არ არის აუცილებელი ვიცხოვროთ კურდღელივით, მუდმივ შიშსა და აპოკალიპსის მოლოდინში. 

სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად საჭიროა, ჩვენი მსოფლმხედველობის შეცვლა. მსოფლმხედველობის შეცვლა ლოცვით ან მედიტაციით არის შეაძლებელი. კარგია ყოველ დღე 20 წუთის განმავლობაში( სასურველია დილა, საღმოს) დავრჩეთ საკუთარ თავთან მარტო, გვქონდეს კუთხე სადაც არ იქნება არც ტელევიზორი, არც ტელეფონი, არც კომპიუტერი. ეს შეიძლება იყოს  საძინებელი ან აივნის ნაწილი ან თუნდაც სკამი სკვერში, ბუნებაში.

არ ვიცი, გიგრძვნიათ თუ არა განსხვავება ბუნებაში სეირნობასა და სავაჭრო ცენტრში ყოფნას შორის. როცა ვსეირნობთ ტყეში, ვგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და დროც სწრაფად გარბის. სავაჭრო ცენტრში, რამდენიმე საათის გატარების შემდეგ, იმდენად ვიღლებით – თითქოს ლიმონივით გამოგვწურეს. ყველაფერი, გარშემო გამოსცემს ვიბრაციას. იქნება ეს – ბალახი, “ბეტონი”, პლასმასი…  ეს ყოველივე, გადმოდის ჩვენში. თუ ხეებს და ბალახს აქვს სამკურნალო გამაჯანსაღებელი ენერგია, “ბეტონის”  ვიბრაცია – ეს სხვა ტიპისაა და გვაცლის ენერგიას. სალოცავებში ვიბრაცია მიმართულია გუმბათისკენ, მაღლა. კლუბებში და ბარებში კი ვტოვებთ, ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის დიდ ნაწილს. არ არის საჭირო ვიყოთ გენიოსი რომ მივხვდეთ:  ჯანმრთელობა და სამყაროს შეგრძნება დამოკიდებულია, იმ უხილავ მაღალი ვიბრაციის ენერგიასთან რომელიც გვახვევია გარშემო. როცა სავსე ვართ ენერგიით, გვიადვილდება უარყოფით გარემოსთან და ავადმყოფობასთან გამკლავება. როცა კი – დაცლილი ვართ ენერგიისგან, ვიზიდავთ დეპრესიასა და ავადმყოფობას.

საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და  სასიცოცხლო ენერგიის ამ გზით შევსება, ეს საუკუნეებით გამოცდილი მეთოდია. რაც მთავარია, ჩვენში მომხდარი ცვლილებები, შეცვლილი მსოფლმხედველობა გვაპოვნინებს სიმშვიდეს და სიყვარულს, რომელიც შემდეგ მთლიან სამყაროს მშვენიერების აღქმაში გამოვლინდება. ადამიანის ზრდა შეუწყვეტელი პროცესია, რომელიც მან უნდა აწარმოოს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. 

მაგალითად მოვიყვან ერთ იგავს:

,,ახალგაზრდა ჩავიდა იაპონიაში, რათა შეხვედროდა  იაპონური ბრძოლის ოსტატს. შეხვედრისას ახალგაზრდამ კითხა: მე მინდა გავხდე საუკეთესო მებრძოლი, რამდენი წელი დამჭირდება ამისთვის.

ოსტატმა უპასუხა:  ათი წელიწადი.

ახალგაზრდა:   ოსტატო, ამდენი დრო არ მაქვს. ძალიან ნიჭიერი ვარ და მაქვს მონაცემებიც. თუ დღე და ღამ ვივარჯიშებ,  რამდენ ხანში ვისწავლი?

ოსტატი:  ოცი წელი”!

ავტორი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი