სოლომონის აზრები ზარმაცი კაცის შესახებ

0
162

ხშირად გავიგონებთ ,,ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერია”, ,,ნიჭიერი ადამიანები ზარმაცები არიან” და ა.შ. დასრულებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები და გავამართლოთ სიზარმაცე. თუმცა, ამ მოსაზრების წაკითხვის შემდეგ, ალბათ სხვა კუთხით ჩავუფიქრდებით ჩვენს მანკიერ მხარეს – სიზარმაცეს.

ზარმაცის ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი კი ამდიდრებს.

ზარმაცი სარგებელს ვერ ნახავს, ბეჯითი კი გამდიდრდება.

ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითის სული კი აღივსება.

ზარმაცის გზა ეკალ-ბარდებიანია, პატიოსანთა გზა კი ფართოა.

ზარმაცი თავის დროზე არ ხნავს, მკის დროს კი დაფაცურდება, მაგრამ რას მოიმკის?

ზარმაცი კაცის ყანასთან გავიარე და მცონარას ვენახთან, და აჰა, მთლად ღვარძლით იყო სავსე, ეკალ-ბარდებს დაეფარა მთლიანად და ღობე მორღვეულიყო. და ეს რომ ვნახე, ჩავფიქრდი და ჭკუა ვისწავლე: ცოტას წაუძინებ, ცოტას წასთვლემ, თავქვეშ ამოიწყობ ხელებს, და სიღატაკე ყაჩაღივით დაგადგება თავს და სიღარიბე – იარაღასხმული მეომარივით.

ზარმაცი ამბობს: „ლომია გზაზე! ლომია ქუჩაში!“

კარი თავის ანჯამაზე ბრუნავს, ზარმაცი – თავის საწოლზე.

ზარმაცი ჯამში ჰყოფს ხელს, პირთან მიტანა კი ეზარება.

საკუთარ თვალში ზარმაცი, გონიერი პასუხების გამცემ შვიდ ბრძენზე ბრძენია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი