სავსე მთვარე და მთვარის ნაწილობრივი დაბნელება

0
133

სტატიის ავტორი – გიორგი ლობჯანიძე

როგორც მოგეხსენებათ – გვიახლოვდება სასვემთვარეობა. დღე, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და გასათვალისწინებელია აღნიშნულის წინაპირობები, რადგან ამ დროს მატულობს დაძაბულობები, რაც გასაკვირი არ გახლავთ. ამ დროს ცის კაბადონეზე დღისა და ღამის მანათობლები ერთმანეთის ოპოზიციურ მხარეს გვევლინებიან, რაც რიგ მომენტებში ჩვენი მხრიდან თავშეკავებას მოითხოვს.

დაბნელების პიკი, ჩვენ გვექნება თბილისის დროით 01:29 წუთზე დაახლოებით, ხოლო სავსე მთვარის მუხტს უმაღლესად ვიგრძნობთ 01:38 წუთიდან.

გავამახვილებ ყურადღებას, თუ რასთანაა ასოცირებული ეს პროცესი, რა არის ზოგადად ამ დღისთვის კარგი, ხოლო რა არასახარბიელო. ზოგადად – ესაა დღე, როდესაც ადამიანებს აქვთ მოზღვავებული ენერგია და ბრწყინვალეა თუ კომპრომისის ხარჯზე ინდივიდთა ჯგუფი შეძლებს გაერთიანებას და რაიმე სახის კოლექტიური სამუშაოს ჩატარებას. ეს პერიოდი ძალიან კარგია ფსიქოლოგიური დამუხტვისთვის, საკუთარ ძალებში დარწმუნებისთვის, სხვათა მიმართ ინტერესის გაღვივებისთვის, ერთობლივი ძალებით იერიშზე გადასვლისა და საკუთარი შეხედულებების მტკიცედ გადმოცემისთვის.

ამ დროს ადამიანთა გარკვეული კატეგორია შესაძლოა განიცდიდეს ენერგიულ დისბალანსს, მაღალია თავისტკივილების, ნერვოზული აშლილობების, გაღიზიანების, კამათის, ჩხუბის ალბათობა. ამიტომ გეგმები და იდეები თუ კარგად გაწერილი და ჩამოყალიბებული არაა, შემდგომში ეს ყველაფერი რთულად იმუშავებს. მთვარის კრიტიკულ დღეებში, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანთათვის სასიკეთოა: კონტრასტული შხაპი, ბუნებაში ყოფნა, დასვენება, ლოცვა, მედიტაცია, იოგას ვარჯიშები, საკუთარ თავში ჩაღრმავება და გაგება იმისა, თუ რას აკეთებს ადამიანი არასწორად და საით უნდა შეცვალოს მსოფლმხედველობა.

მთვარის დაბნელების დროს ძალიან კარგია თუ ადამიანები ირწმუნებთ თქვენს ძალებს, ასეთ დროს ინდივიდებს გმართებთ,

✅ გადახედოთ თქვენს მიერ განვლილ გზას, გაანალიზეთ დაშვებული შეცდომები, გამოიყენეთ ეს დღე საკუთარ თავთან განმარტოებისთვის, სხვების პატიებისთვის, შურისა და ბოღმისგან გათავისუფლებისთვის. იდეალური დროა წყენის და ყოველგვარი უარყოფითი ტენდენციებისგან დაცლისთვის.

✅ ნუ იქნებით მერყევი, ნუ დაუშვებთ კვლავ შეცდომებს, ნუ ჩაიგდებთ თავს ახალ განსაცდელში, იცხოვრეთ დღევანდელი დღით, გახსოვდეთ რომ წარსული არის თქვენი გამოცდილება. წარსულით არ უნდა იცხოვროთ, ეს უკანასკელი უნდა იყოს თქვენი გაკვეთილი, ის დიდი „ზურგი“ რითაც შეგეძლებათ საჭირო დროს – საჭირო ადგილას ნახოთ და ახლა შეცდომა აღარ გაიმეოროთ. ამიტომ იფიქრეთ თუ რა ხდება დღეს და ხვალ გადადგმულმა სვლამ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს. 

მთვარე ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, ამჟამად დაბნელება მოხდება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. ღამის მანათობელი ესაა ადამიანის ქცეცნობიერი, შიშები, კომპლექსები, შფოთვა, ღელვა, რეფლექსები სამყაროსადმი, (შეიძლება აღქმაშიც კი გადავიდეს აღნიშნული) განაგებს დედას, სამშობლოს, პატრიოტულ სულისკვეთებას, ოჯახს, ახლო სანათესაოს, ადათ-წესებს. ამიტომ, ასეთ დღეს, რაც უფრო მშვიდ, მეგობრულ, უკომპლექსო გარემოში მოხვდებით და შეინარჩნუნებთ სიმშვიდეს, მით მეტად დაგიფასდებათ. აგრეთვე, მთვარე პასუხისმგებელია ადამიანის სულის განვითარებაზე, კარმულ მახსოვრობაზე, აქვს მზრუნველობითი ფუნქცია, მართავს ჩვენი ბავშვობის მოვლენებსაც კი, რაც უფრო ძლიერია მთვარე, მით უფრო კარგად ახერხებს ადამიანი ამა თუ იმ გარემოში ადაპტაციას, როგორც ბიოლოგიური, ასევე სოციალური თვალსაზრისით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი სხვათა ზეგავლენის ქვეშ ექცევა. მთვარე დაკავშირებულია ადამიანის ინსტინქტებთან. თუ მზე ესაა ადამიანის გამომზეურებული ეგო, მთვარე მისი ინსტინქტური გამოვლინებაა. მთვარე შეიძლება იყოს ადამიანის ნიღაბი, სადაც იმალება მისი მეორე მე, რომელსაც თითქმის ვერვინ ხედავს და გარშემო მყოფთ დიდი დრო სჭირდებათ ამ ადამიანის ამოსაცნობად. ამიტომაა, როდესაც ადამიანის მზე მოქცეულია ცეცლხში, ხოლო მთვარე წყალში, მას შინაგანად სულ თუ არა ზოგჯერ მაინც შემოეპარაება სენსიტიურობა, ფანტაზიურობა, სიფაქიზე, სევდა, მგრძნობიარობა და სხვა. ეს კი იწვევს ცნობიერისა და ქვეცნობიერის ჭიდილს და გადავყავართ ფსიქოლოგიურ პრობლემებში, რაზეც შემდგომში გავამახვილებ ყურადღებას.

ზოგჯერ დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯებიც კი მთვარის მიერიაა გამოწვეული. სახელმწიფოში მთვარე ხალხს უკავშირდება, ხალხი რომელიც დგამს ნაბიჯებს და ავტომატურად მოძრაობს. ეს უკანასკნელი დიდ სოციუმში უკავშირდება ბრბოს ნაწილს, რომლებიც მოძრაობენ, მაგრამ არ იციან რისთვის და როგორ. ითავსებენ მიმართულება დაკარგულ მთვარის როლს და სხვა.

აღსანიშნავია ადამიანები, ვისაც რუქაში მზისა და მთვარის ოპოზიცია აქვთ. სხვებთან შედარებით ეს ადამიანები ყველაზე მძაფრად იგრძნობთ ამ მოვლენას. როდესაც ადამიანს ასეთი ასპექტი აქვს ეს იწვევს შინაგან დაძაბულობას, მოუსვენრობას, ღელვას, შფოთვას, შიშებს, კომპლექსებს, ზოგჯერ არასრულფასოვნების შეგრძნებას, მერყეობასაც. თუმცა, ნიშნებს გააჩნია თუ სად ხდება მოქმედება. შესაბამისად თქვენ უფრო იგრძნობთ ამ ყოველივეს და არაა გამორიცხული, რომ სამყარომ გამოგცადოთ კიდეც, ეცადეთ მის ჩაბარებას, ასეთ ხანებში რაც უფრო მეტ პლიუსს დაიწერთ, მით უფრო დადებითად აისახება ეს თქვენზე. აგრეთვე, ვინც დაბადებული ხართ დაბნელებებს შორის პერიოდში ან უშუალოდ დაბნელებაზე, საკმაოდ იგრძნობთ ენერგიებს.

ჩვენ გვექნება სავსე მთვარე და დაბნელება ამჯერად თხის რქის ნიშანში, ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ წლის ბოლომდე ყურადღება გმართებთ ოჯახისა და სამსახურის; კარიერულ და ნათესაურ კავშირებში. არაა გამორიცხული, რომ ბევრი მათგანის იმპიჩმენტი მოხდეს! ზოგიერთი დაიწყებს ახალი კარიერული განვითარების ციკლს, ზოგი კი იგრძნობს რომ ოჯახის შექმნის ან განშორების დროა. მიხედეთ და ყურადღება მიაქციეთ ახლო კავშირებს, ნათესავებს, მეზობლებს, სამსახურში კოლეგებს და თანამშრომლებს. ყველა დავალებას მოეკიდეთ ზედმიწევნით ყურადღებით და პასუხისმგებლობით, რადგან შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. 

სულაც არ ნიშნავს ეს დაბნელება იმას, რომ ცუდი რამ მოხდეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი და გავიმეორებ, რომ ზოგიერთი თქვენგანი, პირიქით, მიიღებს ბევრად უფრო კარგ და ჩინებულ საჩუქარსაც, გააჩნია როგორ იცხოვრეთ და რას დაიმსახურებთ სამყაროსგან. ამიტომ, ყურადღებით იყავით და შანსები ხელიდან არ გაუშვათ, ყველაფერი გამოვა! 

მთვარეს ექნება არც თუ ისე სასიამოვნო შეერთებები პლანეტა პლუტონისა და სატურნის ენერგიებთან. მთვარისა და სატურნის შეერთება მძიმე ასპექტია, ერთ-ერთი ასტროლოგიური ვერსიით, ეს გახლავთ „სატანის ბეჭედი“. ადამიანი ხდება იარაღიც და მსხვერპლიც. უწევს დიდი შრომა და ზოგჯერ წყალშიც ეყრება, ზოგჯერ ზომაზე მეტად პასუხისმგებელია საქმეზე, სანდო და პირიანი ნატურაა, არის შემთხვევები, როცა აკლია ეს თვისებები და ამის გამო ბევრჯერ ხვდება კიდეც საკადრისად.

მთვარის და პლუტონის შეერთებისას კი ადამიანს ძლიერი შინაგანი ნებისყოფა გააჩნია, არაა შემგუებელი. ადამიანი არ მიდის კომპრომისზე თვითდაკვირვებისთვის. შინაგანი ტრანსფორმაციისა და ცხოვრებაში რამდენიმე შინაგანი ცვლილებისთვის იდეალური ასპექტია. დამახასიათებელია მოუქნლობა, თავშეკავებლობა და დაუხვეწელობა, მაგრამ ყოველთვის ასე არაა, რადგან აქაც რუქას გააჩნია.

მთვარისა და ვენერის ოპოზიციით კი მაინც და მაინც ახლა რაიმე სახის მათემატიკურ ოპერაციებს, მათ შორის ფინანსებზე საუბარს და ბიზნეს საქმიანობის დაწყებას არ გირჩევთ, ამან შესაძლოა მოიტანოს გარკვეული სიძნელეები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: დაბნელებების დროს არაა სასურველი, რომ ცას ვუყუროთ. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ღამის მანათობელზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგან საკმაოდ ახლოსაა მოსული ფიზიკურად დედამიწასთან და ამავდროულად არც თუ ისე ჰარმონიული ენერგიებით. ამიტომ თუ დიდი ხანი შემორჩებიით გარეთ ან, მაგალითად აივანზე და გახედავთ მთვარეს, იმედი მაქვს გაგახსედებათ, რომ დიდი ხნით ყურება არ ღირს და თუ მაინც და მაინც დარჩენა მოგინდებათ, მაშინ გაუშვით დადებითი ენერგიები მისი მისამართით, სიყვარული, მზრუნველობა, სიფაქიზე, რაც მთვარის ფუნქციებში შედის  და გაუგაზვნეთ ეს ემოციები ამ უკანასკნელს.

კარგი იქნება ვინც იცის მედიტაცია, როდესაც მარტო იქნებით, წარმოიდგინოთ ღამის მანათობელი და ასე ჩაატაროთ ეს პროცესი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი