არც ერთ დაავადებას, კიბოს ჩათვლით, არ შეუძლია იარსებოს ტუტე გარემოში

0
588

“არც ერთ დაავადებას, კიბოს ჩათვლით, არ შეუძლია იარსებოს ტუტე გარემოში” – ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ დოქტორ ოტტო ვარბურგს. რომელმაც თავისი ცხოვრების 24 წელი იმის შესწავლას დაუთმო, რათა მომავალში დავერწმუნებინეთ, რომ კიბოს უჯრედები სუსტ ტუტე გარემოში ვერ ცოცხლობს და შესაბამისად ვერ მრავლდება. ამ აღმოჩენის გამო, მან ნობელის პრემია მიიღო. მოგვიანებით იგივე დაამტკიცეს მისმა მოწაფეებმაც, რომ ტუტე გარემოში ვერ ცოცხლობს და ვერ მრავლდება ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და პარაზიტები.

 

სწრაფი კვება და გადამუშავებული პროდუქტები  დიდ  ზიანს  აყენებს  ჩვენს  ორგანიზმს, – рН ბალანსზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. ადამიანის  ორგანიზმი უნდა იყოს ტუტოვანი, ჩვენ კი ბუნების წინააღმდეგ  მივდივართ  და  ვქმნით  მჟავ გარემოს, რაც  ნეგატიურ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე ორგანიზმის  რეზისტენტულობა  სხვადასხვა დაავადებების  მიმართ საგრძნობლად  სუსტდება. 

ორგანიზმში მჟავე გარემოს შექმნას ხელს უწყობს გადამუშავებული და სწრაფი მომზადების საკვები, ხორცი, რძის პროდუქტები, ნამცხვრები, შაქრიანი სასმელები, კვერცხი და ა.შ. თქვენი რაციონი ისე უნდა იყოს დაბალანსებული, რომმჟავე საკვებს ტუტოვანი საკვები ჭარბობდეს. წინააღმდეგ შემთხევაში დაგემართებათ აციდოზი.

აციდოზის შედეგი:

აციდოზით გადაღლილ/დასუსტებულ თირკმლებს არ შეუძლიათ საკმარისი რაოდენობის მჟავების გადევნა ორგანიზმიდან. შედეგად, ლიმფურ მილებში გროვდება მჟავე სითხე. ორგანიზმში მჟავების გათხელებისთვის გროვდება წყალი, სხეული სივდება, ჩნდება შეშუპება. ორგანიზმი იკავებს წყალს, და ცდილობს შხამიანი ნივთიერებების გათხელებას. მჟავების დაგროვება ორგანიზმში იწვევს ლიმფური კვანძების შეშუპებას.

ბალანსის აღდგენა ტუტოვანი პროდუქტების მიღების გზით

მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გასაუმჯობესებლად არსებობს ერთადერთი გზა – ჩვენი  საკვები რაციონის შეცვლა. ზოგადი რეკომენდაცია ესთია:

ჭამეთ ბევრი მწვანილი, ბოსტნეული, გადაუმუშავებელი საკვები; უთხარით უარი თამბაქოს, ალკოჰოლი – დაიყვანეთ მინიმუმამდე;
თქვენი რაციონი ისე უნდა იყოს დაბალანსებული, რომ ტუტოვანი საკვები ჭარბობდეს მჟავე საკვებს.

ზოგადად ტუტოვან პროდუქტებს მიეკუთვნება ბოსტნეული, მწვანილი, ბარდა, ლობიო, ოსპი, სუნელები და სანელებლები. ქვემოთ მოვიყვანთ რამოდენიმე გავრცელებულ სასარგებლო ტუტოვან საკვებს.

სელის თესლი – ეს ძლიერი ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი 30%-42% საკვები ბოჭკოვანასგან შედგება, მდიდარია ვიტამინ Е და ომეგა-3-ით. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ასევე ეს პროდუქტი ქალებს მენოპაუზის დროს ეხმარება, ჰორმონალური ბალანსის აღდგენით.

 წიწიბურა  წიწიბურაში შემავალი მკვებავი ნივთიერებები ენერგიით უზრუნველგყოფთ  მთელი დღის მანძილზე. მიირთვით ეს პროდუქტი რეგულარულად, რათა ხელი შეუწყოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.

ბანანი – ბანანი საოცარი სუპერ პროდუქტია, რომელიც ბუნებრივ შაქარს შეიცავს. მასში  უამრავი ვიტამინია – მათ შორის კალიუმი. ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან, ამცირებს ანთებით პროცესებს, აძლიერებს იმუნიტეტს. სისხლში ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. ასევე, შედის B ჯგუფის ვიტამინები, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. ბანანი სასარგებლოა კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების დროსაც.

ზეითუნის ზეთი – ზეითუნის ზეთი უფრო მეტ ვიტამინ Е და უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს,  ვიდრე სხვა ნებისმიერი პროდუქტი.

კენკრა – ხელს უშლის ორგანიზმში უჯრედების დაბერების პრიცესს, იმიტომ რომ უამრავ ვიტამინს შეიცავს – ძალიან სასარგებლო პროდუქტია სისხლძარღვების გასამაგრებლად. მდიდარია კალიუმით, რომელიც სწრაფად გამოდევნის დაგროვილ სითხეს ორგანიზმიდან. მაგნიუმი კენკრაში ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, აფართოვებს სისხლძარღვების კედლებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. სისხლძარღვებზე განსაკუთრებით პოზიტიურად ზემოქმედებს: მარწყვი, ალუბლი, შავი და წითელი მოცხარი, ჟოლო.

სტაფილო – სტაფილო ვიტამინების საგანძურია. შეიცავს ფოლიუმის მჟავას, დიდი რაოდენობით კაროტინს, რომელიც ორგანიზმში ვიტამინ A – ს წყაროა. სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას ინფექციების მიმართ. სტაფილოს წვენი სასარგებლოა მიოკარდის ინფარქტის პირველ დღეებში, ფეხმძიმე ქალთათვის, სისხლნაკლებობისა და გასტრიტის დროს, მხედველობის პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ნესვი  ნესვის рН ბალანსი 8, 5 -ის ტოლია.

საზამთრო – საზამთროც ძალიან სასარგებლოა და სავსეა ანტიოქსიდანტებისთ და ვიტამონებით. ის 92% წყლისგან შედგება.

ლიმონი – ძლიერი ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტია; ამ ციტრუსის რბილობი შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კაროტინს, ფლავონოიდებს. ლიმონი ვიტამინების საბადოა. კლავს წყურვილს, აქვს დამამშვიდებელი და ღებინების საწინააღმდეგო თვისება. ლიმონს იყენებენ დიათეზის, შეშუპების, თრომბოფლებიტის დროს. პროთრომბინის მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში ხმარობენ როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას.

ბროკოლი – მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. მასში დიდი რაოდენობითაა რკინა, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი დაკალციუმი. ცნობილი საშუალებაა კიბოს, სიმსუქნისა და  წყლულის წინააღმდეგ. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების, თავისუფალი რადიკალებისა და შლაკების გამოდევნას.

ყურძენი – ყურძნის ნაყოფში ბევრია წყალი, აზოტოვანი ნივთიერებები, შაქარი, უჯრედისი,  ორგანული მჟავები, პექტინოვანი ნივთიერებები. ახასიათებს შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედება. რეკომენდირებულია ანემიის, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტის, ბრონქული ასთმის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. ყურძენი ანტიტოქსიკური საშუალებაა.სასარგებლოა ჰიპერტონიის შემთხვევაში.

ანანასი – დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას. შეიცავს  დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, როგორიცაა: მაგნიუმი, კალიუმი, იოდი. ანანასი დაბალკალორიული პროდუქტია და ხელს უწყობს წონის ჯანსაღად დაკლების პროცესს ფერმენტ ბრომელინის წყალობით, რომელიც ცხიმებს შლის.

მწნილები და სხვა ფერმენტირებული პროდუქტები წარმოადგენენ სასარგებლო  პრობიოტიკების წყაროს.

ყვავილოვანი კომბოსტო – მაღალი ხარისხის დიეტური საკვებია. შეიცავს საკმაო  რაოდენობით აზოტოვან ნივთიერებებს, რომელიც წარმოქმნის ადვილად შესათვისებელ ცილებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, მინერალურ მარილებს. ყვავილოვანი კომბოსტო დიდ როლს ასრულებს საჭმლის მონელებაში. რეკომენდირებულია კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

გრეიფრუტი – გრეიფრუტი შეიცავს ცხიმების დამწველ ნივთიერებებს: ინოზიტოლს და პექტინს. ხელს უწყობს საკვების მონელებას და ღვიძლის აქტივაციას. ამას გარდა, ის არეგულირებს სისხლძარღვების მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ახდენს ნერვიულისისტემის ტონიზირებას, ეხმარება აპათიის დაძლევაში, ამახვილებს ყურადღებასა და მეხსიერებას, ხსნის დაღლილობას.

ფორთოხალი – ფორთოხლის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ლიმონის მჟავას, ვიტამინებს,  პექტინოვან ნივთიერებებს, ფიტონციდებს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორის მინერალურ მარილებს. ფორთოხლის ნაყოფში არსებული პექტინების აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას, ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების გამოდევნას, ამცირებს ლპობის პროცესებს. სასარგებლოა საჭმლის მონელებისათვის, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემისათვის.

კიტრი – კიტრი 90% წყლისგან შედგება, რაც პოზიტიურად მოქმედებს სახის კანზე და მას  ჯანმრთელსა და ახალგაზრდულ იერს აძლევს. მასში ფართოდაა წარმოდგენილი კაროტინი, ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, ფოსფორი, გოგირდი, იოდი… შეიცავს ჰექტონოვან ნივთიერებებს და უჯრედისს, რაც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. დიეტური საშუალებაა ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგიების დროს.

ოხრახუში – ოხრახუში ხელს უწყობს ნაწლავების დეტოქსიკაციას. შეიცავს კაროტინს, ფოლიუმის მჟავას, მინერალურ მარილებს, ფლავონოიდებს, ცილებს, ნახშირწყლებს, პექტინებს, ეთერზეთებს. სიმსუქნის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს კარგია ძირებისა და თესლის ნახარში. ნედლი ოხრახუშის წვენი არეგულირებს თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის სეკრეციას, დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს.

ისპანახი – ისპანახში აკუმულირებულია ბევრი მნიშვნელოვანი ბიოლოგიურად აქტიური  ნივთიერება. შეიცავს ბევრ ცილას, კაროტინს, ვიტამინების საბადოა. ასევე, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ნახშირწყლებსა და მინერალურ ნივთიერებებს – რკინას, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს. რკინის შემცველობის გამო კარგია ანემიის დროს, საპონინების მოქმედებით ძლიერდება ნაწლავების პერისტალტიკა და საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეცია, კარგად მოქმედებს ყაბზობისა და მეტეორიზმის დროს. ისპანახის მიღება ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის ალბათობას.

ავოკადო – ორგანიზმში ავსებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და თრომბოზის განვითარების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება. ავოკადო მდიდარია კალიუმით, ამიტომაც განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის ამ ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ. შეიცავს ბრწყინვალე ნივთიერებას გლუტატიონს, რომელიც ბლოკავს ბევრ სახიფათო კანცეროგენს, რითაც ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ მუშაობას. ამასთან, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ეხმარება საჭმლის მონელებას და ორგანიზმს კარგად ამარაგებს ჟანგბადით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი