სამყარო, როგორც პროგრამა

0
267

თავიდან მინდა დავწერო საიდან მოვიდა ეს იდეა ჩემს თავში. ზუსტად არ მახსოვს თავიდან რითი დაიწყო, მაგრამ პირველი რაც მახსენდება, ვფიქრობდი ადამიანთა შორის ურთიერთობაზე, როგორც არც ისე ძნელად პროგნოზირებად რამეზე. ვფიქრობდი იმაზე, რომ როცა მომავალში ახალ ადამიანს შევხვდებოდი დაახლოებით, არა 100%-იანი გარანტიით, მაგრამ რაღაც წილად მეცოდინებოდა, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენი ურთიერთობა. არ ვგულისმობ ერთი და მხოლოდ ერთი ვარიანტის გამოცნობას, ვფიქრობდი რომ რთული გამოსაცნობი არ იქნებოდა რამდენიმე ვარიანტი რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად დაემთხვეოდა რეალობას და ამან ცოტათი დამამწუხრა, რადგან ახალი საურთიერთობო ქსელების დამყარება და ასევე უკვე არსებული ქსელებიც მოსაწყენად მომეჩვენა.

შემდეგ გავყევი ამ ფიქრს და გამახსენდა პროგრამირება. ალბათ იცით, რომ ყოველივე დანადგარს (კომპიუტერს, სმარტფონს და ა.შ) გააჩნია თავისი გაწერილი პროგრამა: ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეს უნდა მოხდეს, ამაზე ეს და სხვა მრავალი სიგნალი, რომელზეც დანადგარმა ზუსტად ის რეაგირება უნდა მოახდინოს, რაც გაწერილია პროგრამაში. ამის გაფიქრების შემდეგ გამახსენდა პეპლის ეფექტი, რომელიც შემდეგ რამეს გულისხმობს: არსებობს თეორია რომ პეპლის ფრთის აქნევამ სამყაროს ერთ ბოლოში შეიძლება მომავალში სამყაროს მეორე მხარეს ბუნებრივი კატასტროფა გამოიწვიოს. მაგ: პეპლის ფრთის აქნევამ ოჰაიოს შტატში გამოიწვიოს ქარიშხალი ან რაიმე მსგავსი ავსტრალიაში. ამის შემდეგ პარალელი გავავლე პროგრამირებასა და ჩვენს სამყაროს და ყოველდღიურობას შორის, რამაც მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ თუ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ანუ სამყაროს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მართავს, ხომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი სამყაროც დაპროგრამირებულია და რაღაც ერთი სიგნალი იწვევს გარკვეულ შედეგს ისევე, როგორც ეს დანადგარში ხდება. შემდეგ ინტერნეტ-სივრცეში მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ინფორმაციის მოძიება ვცადე და როგორც გავიგე ეს აღმოჩენა მრავალი საუკუნის წინ გაკეთებულა, რამაც გამახარა რადგან თუ თეორია სამყაროში მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ იყო მიღებული, ეს მიმყარებდა იმ რწმენას, რომ ჩემი აზრი სამყაროს დაპროგრამებულობის შესახებ ახლოს იყო სიმართლესთან.

შემდეგ ამ აზრს ისევ გავყევი და შევეჩეხე კითხვებს. თუ ჩემი ნააზრევი მართალია და სამყარო დაპროგრამებულია, არსებობს თუ არა თავისუფლება? ვფიქრობ არსებობს, რადგან შენ ირჩევ რომელი გზით წახვიდე, რომელი სიგნალი აირჩიო და შემდეგ შენს არჩევანზე პასუხი გიბრუნდება. ამას შემდეგი კითხვა მოჰყვა კი მართალია ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს (ნუ შეუძლია ესე მოიქცეს, ვიცი რომ ყველა არ იქცევა მასე), მაგრამ ხომ არიან ადამიანები, ვის არჩევანსაც საშინელება მოჰყვება? ანუ პროგრამაში არის ცუდი სცენარიც? გამოდის რომ პროგრამის არსებობის შემთხვევაში იმ პროგრამის, რომლის მიხედვითაც სამყარო მუშაობს არსებობს უარყოფითი სცენარიც და გამოდის რომ მისმა შემქმნელმა (კი ვფიქრობ, რომ პროგრამა შექმნილია ვიღაცის მიერ უფრო სწორედ კი ღმერთის, რადგან ვფიქრობ კანონზომიერება თავისთავად არ შეიქმნებოდა) შექმნა უაროფითი ანუ ცუდი სცენარიც? კი, ეს ნამდვილად ასე გამოდის.

ამ დროს ჩავფიქრდი შემდეგ რაღაცაზე: ზოგადად ღმერთი ხომ სიკეთის განსახიერებად არის წარმოჩენილი რელიგიების მიერ. მაშინ რატომ შექმნა მან პროგრამაში უარყოფითი სცენარი? რაზეც შემდეგნაირად ვუპასუხე: დავუშვათ რომ ღმერთი ესე არ მოქცეულიყო და გაეკეთებინა ისე რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას გამოეწვია დადებითი სცენარი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იქნებოდა ადამიანებისგან პასუხისმგებლობის არიდება და მაშასადამე თავისუფლების არ მიცემა, ჩვენ ვიცით რომ ადამიანს ღმერთმა უბოძა თავისუფალი ნება, რომელიც აღამაღლებს კიდევაც ადამიანს სხვა არსებებზე, მაგრამ როგორ შეიძლება რომ ყველა არჩევანი იყოს კარგი? მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს არჩევანის გაკეთებას? და იმ შემთხვევაში, როდესაც არჩევნის გაკეთებას აზრი არ აქვს, იარსებებს თავისუფლება? არა, და კიდევ ერთხელ არა, რადგან თავისუფლების ძირეული პრინციპი სწორედაც რომ არჩევნის ქონაშია და ვფიქრობ, სწორედ იმიტომ, რომ ადამიანს ჰქონოდა არჩევნის თვისუფლება, ღმერთმა პროგრამა, რომელშიც კი შედის უარყოფითი სცენარიც, მიანდო ადამიანებს და მათი სიგნალები მიზეზ-შედეგობრივი კავშირით იწვევენ სხვადასხვა დადებით და უარყოფით მოვლენებს.

გადავიდეთ სხვა საკითხზე. იმ დასკვნამდე მივედი, რომ სამყარო დაპორგრამებულია და ადამიანიდან წამოსული გარკვეული სიგნალი ანუ მოქმედება იწვევს გარკვეულ უკუკავშირს სამყაროსგან. ჩნდება კიდევ ერთი კითხვა… ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამიანს აქვს განუსაზღვრლი შესაძლებლობა? რადგან შეუძლია სამყაროში სიგნალების განუსაზღვრელი რაოდენობის ვარიანტი გააგზავნოს…. რეალურად ყველაფერი, რაც კი მის წარმოსახვაში შეიძლება გაჩნდეს…

ავტორი:აკაკი სხულუხია

MAGMA

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი