რას ნიშნავს იცხოვრო სხვისი მოლოდინების გარეშე

1
328

რატომ გვჭირდება სხვა ადამიანები იმისათვის, რომ საკუთარ თავში ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები და სიამოვნება იგრძნო, როდესაც ეს თვითონ შენ ხარ?

რატომ გვჭირდება სხვა ადამიანები, რომ მათი გავლით მოვიდეს ჩვენში ყველა ის გრძნობა, რომელიც რეალურად ჩვენში გამომუშავდება?

იქნებ საკუთარ თავს არაფერს ვუკეთებთ, რომ ეს ყველაფერი თავად ვიგრძნოთ. კითხეთ საკუთარ თავს: ,,რა უნდა გავაკეთო მე, რომ ჩემმა მოქმედებებმა მაგრძნობინოს საკუთარ თავში ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები და სიამოვნება?, რა არის ის, რასაც სხვებში ვეძებ? და გულწრფელად უპასუხეთ.

პასუხი, რა თქმა უნდა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ზოგისთვის შეიძლება ეს მოქმედებები იყოს: საყვარელი საქმის კეთება; ჰობით დაკავება; ან უბრალოდ საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოხატვა და ამ ყველაფრით თუნდაც იმის განცდა, რომ სასარგებლოები ვართ სხვა ადამიანებისთვის და სამყაროსთვის. რაც გვაგრძნობინებს, რომ ჩვენს მისიას ვასრულებთ და სწორ გზაზე ვართ.

მაგრამ რა ხდება როცა ჩვენი ცხოვრების სტილი არ გვაძლევს საკუთარი თავის გამოხატვის, თვითრეალიზების საშუალებას, საყვარელი საქმით და ჰობით დაკავებას და ჩვენ თავად ვერ ვანიჭებთ ამ დროს საკუთარ თავს სიამოვნებას?

რა ხდება, როცა დრო არ გვაქვს მივყვეთ ჩვენი გულის ხმას, ჩვენს გულწრფელ სურვილებს?  თუნდაც ეს იყოს დილით ადრე ბუნებაში გასეირნება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება, ცეკვა, საკუთარი თავის მოვლა, ზრუნვა საკუთარ თავთან სიახლოვე და საკუთარ სურვილებზე პრიორიტეტის მინიჭება. საკუთარი შეხედულებების, აზრის და იდეების პატივისცემა, საკუთარი თავის პატიება და ა.შ.

და თუ ამ ყველაფერს ემატება არასწორი რწმუნებულება, რომ რთულია ჩვენი ოცნების ცხოვრებით ცხოვრება, მაშინ რაღა თქმა უნდა, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ და ისღა დაგვრჩენია, ვეძებოთ გარე ,,გამაბედნიერებლები” და ვიჯერებთ, რომ სხვებს შეუძლიათ მოგვეცენ ის, რასაც ჩვენ ვერ ვაძლევთ საკუთარ თავს.  

ბევრი ადამიანი ხარჯავს უამრავ ფულს არასაჭირო ნივთების, ტანსაცმელების, საკვების და ძვირაფასი აქსესუარების შეძენას იმ მიზნით, რომ როგორმე შეივსოს შინაგანი სიცარიელე, თუმცა ეს მხოლოდ სუროგატებია და არანაირი ჯანსაღი მიდგომა, ეს მხოლოდ მოწყენილობის გადავადებაა და ეს მიდგომა შედეგთან ვერ გაგიყვანთ. რეალურად, ამ დროს ჩვენ, დამოკიდებული ვხდებით სხვა ადამიანებზე: ნივთებზე, გარემოებებზე. არასწორ ადგილზე ვეძებთ ბედნიერების შეგრძნებას და ვერ ვაცნობიერებთ, რომ რეალურად ეს მხოლოდ ბედნიერების სტიმულატორებია, გარედან მიღებული და არა ბუნებრივი, შიგნიდან გამოსული ბედნიერება.

როდესაც ჩვენი ბედნიერების ხარისხს გარე ფაქტორები განაპირობებს, ჩნდება ამ ყველაფრის დაკარგვის შიში და გამოდის, რომ ვცხოვრობთ სხვებზე დამოკიდებული, მიჯაჭვული და ველოდებით როდის გაგვაბედნიერებს სხვა და რაც ყველაზე მტკივნეულია  – გვმართავს ამ ყველაფრის დაკარგვის შიში.

ამ დროს, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. ნამდვილი ბედნიერების განცდა ჩვენ თავად შეგვიძლია გამოვიმუშაოთ. ეს ჩვენი ბუნებრივი უნარია.

კითხვაზე:რა უნდა გავაკეთო ახალა, რომ ვიგრძნო ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები, სიამოვნება, სიმსუბუქე, სიყვარული? საკუთარ თავში ჩაღრმავების შემდეგ პირველად მოსული პასუხი ყველაზე მართალი და ჭეშმარიტი იქნება, რადგან სწორი პასუხები ყოველთვის ჩვენშია, მთავარია სწორი შეკითხვების დასმა. 

ასეთი მიდგომით კი თავიდან ავირიდებთ ადამიანებზე მიჯაჭვულობას, შიშით ცხოვრებას, სხვა ადამიანების გამოყენებას ჩვენი ბედნიერებისთვის, სხვა ადამიანებზე მანიპულირებას იმ მიზნით რომ შემდგე მათ რამე გააკეთონ ჩვენს გასაბედნიერებლად და ამ გადაწყვეტილებით გავაცნობიერებთ, რომ სხვა ადამიანები ნამდვილად არაფერ შუაშია ჩვენს ნამდვილ ბედნიერებასთან და ჩვენი ბედნიერება მხოლოდ ჩვენს ხელშია.

ვინ ვიქნებოდით და რას ვიგრძნობდით ფიქრის გარეშე? კიდევ გჯერათ, რომ სხვას შეუძლია მოგცეთ ის, რაც ასე გულით გინდათ?  რომ სხვას შეუძლია გაგვაბედნიეროს?

ფიქრის გარეშე, რომ სხვა შეუძლია ჩვენი გაბედნიერება? ამ ფიქრების გარეშე რას დავინახავდით ჩვენში და რას შევამჩნევდით?

  • ალბათ იმ რეალობას, რომელიც ჩვენი ფიქრების მიღმაა და რომელიც იმაზე მეტად კეთილი და მარტივია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

ბაირონ ქეითის მიხედვით მოამზადა თამუნა ბოლქვაძემ

1 გამოხმაურება

  1. ყველაფერში ვეთანხმები ამ სიტყვების ავტორს, თუმცა არის რაღაც რასაც არასოდეს ამბობენ პოზიტიური აზროვნების მომხრეები, და ეს არის ის, რომ რეალურად, საკუთარ თავში ჩაღრმავებს, საკუთარ სურვილებს მიყოლა და თვითკმარობაში ყოფა სულაც არაა საკმარისი გულთბილი ემოციური მდგომარეობის განსაცდელად. ადამიანს ადამიანი სჭირდება მღელვარებისთვის და ამ ქარიშხალში ვკარგავთ სიმშვიდეს, ამ მღელვარების გარეშე კი ქარსაც წაუღია ჰობებით და საქმიანობებით მიღწეული სიმშვიდე და თვითკმარობა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი