ჟაკ ფერსკო:,,ნუ დაემსგავსებით ერთმანეთს – ასე თქვენი მართვა ადვილია”

0
756

ჟაკ ფრესკო (1916-2017) – ამერიკელი მწარმოებელი ინჟინერი, მწარმოებელი დიზაინერი, ფუტუროლოგი, ორგანიზაცია „პროექტი ვენერას“ დირექტორი და დამფუძნებელი. მისი ცნობილი წიგნებია: „ხედვა მომავალში“, „სოციოკიბერნეტიკა წარმოგიდგენთ: ქალაქები გარდამავალ პერიოდში“, „სტრუქტურული სისტემები და სტრუქტურების სისტემები“, „პროექტი ვენერა: კულტურის ცვლილება“, „მომავლის დაპროექტება“ 

ფრესკოს კვლევების ძირითადი თმები იყო: ჰოლისტიკური დიზაინი, პასიური სახლი, მდგრადი განვითარების ქალაქები, საყოველთაო ავტომატიზაცია, კიბერნეტიკული ტექნოლოგიები, მეცნიერების როლი საზოგადოებაში.

ცდილობენ, ერთმანეთს დაგამსგავსონ, რომ ადვილად გმართონ…

ადამიანების უმრავლესობას, უმეტეს შემთხვევებში, ტკივილს აყენებს არა მიმდინარე მოვლენები, არამედ საკუთარი მოლოდინები.

თუ არ იცით, როგორ უნდა იყოთ პატიოსანი, ამის საზღაური ტკივილი და ტანჯვაა… მაგრამ, თუ პატიოსანი ხართ… ეს ნიშნავს: როდესაც ვინმე, ვინც გიყვართ, უარგყოფთ… მორჩა. მიიღეთ ეს. ნუ იტყვით: „რატომ მომექეცი ასე? არაფერი ცუდი არ ჩამიდენია“. უბრალოდ, უთხარით: „თუ ასე გსურს – კარგი“ და წადით. ნუ შეეწინააღმდეგებით. ნუ იტყვით: „ოხ, შე სულელო ქალო“. ადამიანები იმიტომ იქცევიან ასე, რომ ავად არიან, რადგან არ იციან, რა არის სიყვარული. სიყვარული ნიშნავს, რომ არ დააჯდე ადამიანებს კისერზე და არ წაუყენო მათ მოთხოვნები, მისცე მათ სივრცე ცხოვრებისთვის, მისცე შესაძლებლობა განვითარებისთვის და ეცადო, დაეხმარო მათ ამაში. და თუ ისინი ძალიან ჩამორჩებიან უკან, მათთან ყოფნა სისასტიკეა თქვენთვის. სჯობს, დაშორდეთ, გაწყვიტოთ ურთიერთობები“.

ფრთხილად! თუ პარტნიორს საუზმეს საწოლში მიართმევთ…

კრეატიულობა – ეს ნიშნავს, აიღო უკვე ცნობილი ელემენტები და ისინი უნიკალურად შეაერთო.

იმისთვის, რომ იცხოვროთ რეალურ სამყაროში, რომ გახდეთ ნამდვილი ადამიანი და არ დაიმალოთ ნიღბის ან მანერების მიღმა, ჩამოიხსენით ეს ნიღაბი და ეცადეთ, ნამდვილი გახდეთ. რაც უფრო დიდხანს თამაშობთ ვინმეს როლს, მით უფრო დიდხანს მოგიწევთ ცრუ გამართლებები და მით უფრო მეტი ხრიკის გამოყენება.

განათლებული ადამიანები კონტროლს არ საჭიროებენ

მე დედამიწის პატრიოტი ვარ. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, მისი ზედაპირის რომელ ადგილზე ცხოვრობს ესა თუ ის ადამიანი. არ მსიამოვნებს ძალაუფლებისმოყვარე პოლიტიკოსების სანახაობები და მიმიფურთხებია იმისთვის, თუ რა დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთის მიმართ ჩვენი ქვეყნები. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, კაცობრიობა ერთი ბიოლოგიური სახეობაა. დასახლებული ვართ ჩვენთვის საუკეთესოდ ცნობილ პლანეტა დედამიწაზე… ვერ ვხედავ მნიშვნელობას იმაში, ვინ ფლობს ამ პლანეტის რომელიმე ნაწილს, თუ გავანადგურებთ მას ბირთვული აფეთქებით ან, უბრალოდ, ამოვწურავთ სასიცოცხლოს მნიშვნელოვან ყველა მარაგს ჩვენი ცრუ სიმართლის დამტკიცების მცდელობაში. მიყვარს ჩემი სახლი – ჩემი პლანეტა დედამიწა.

ახალი ტოტალიტარიზმი, ბოსების კოჰორტა და მონობაზე შეყვარებული მონები

თუ ფილმს გადავიღებთ თანამედროვე კულტურის შესახებ და მას მომავლის ადამიანებს ვაჩვენებთ, ეს საშინელებათა ფილმი იქნება. დროა, შევწყვიტოთ ეს სიგიჟე! თუ ომში წასვლის მსურველი ცოტაა, მთავრობა იწყებს გადაღებას და ჩვენებას ფილმებისა იმის შესახებ, თუ წვრილთვალება აზიატები როგორ აუპატიურებენ თეთრ, ქერა გოგონებს. და მაშინ ომში წასვლის მსურველი მეტი ხდება. იმისთვის, რომ ომი შესაძლებელი გახდეს, ადამიანებს ერთმანეთის სიძულვილს ასწავლიან. ეს სიძულვილი მანიპულაციების შედეგია. ცუდი არავინაა; ცუდი ადამიანები არ არსებობენ – არიან დეზინფორმირებულები…

წარმატებულ კომერსანტს სულ ფეხზე ჰკიდია სხვა ადამიანების ცხოვრება. ჩვენ აღტაცებული ვართ წარმატებული ადამიანებით. ისინი ყველაზე არამზადა ძაღლიშვილები არიან მთელ სამყაროში! ყველა ფასეულობა დამახინჯებულია. მაგრამ უფრო იოლია შემდგომაც ამ გაუკუღმართებული ფასეულობებით ცხოვრება, რადგან ისინი საკუთარ სარგებელს ემსახურება. ასე რომ, თუ პირად სარგებელზე ხართ ორიენტირებული, აი, თქვენი ფილოსოფია: შემოდიხარ ამ სამყაროში და ყველას სამი თითის კომბინაციას აჩვენებთ; და იღიმით მათ მხარზე ხელგადახვეული.

პრობლემა ის კი არაა, რომ ღარიბებს ვერ უზრუნველვყოფთ, არამედ ის, რომ მდიდრების მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებთ

მათ იყიდეს მასმედიის ყველა საშუალება, რომლებიც ახლა საზოგადოებას ასულელებენ. მასმედია კორპორატიული ინტერესების წვრილმან მოვაჭრედ გადაიქცა, რომელიც პოლიტიკურ ხელისუფლებას აკონტროლებს.

ადამიანებს ძალიან უჭირთ ისწავლონ „არ ვიცის“ თქმა.

ყველაზე მდიდარი ადამიანები, ჩვეულებრივ, ბრიყვი არიან. ერთ-ერთმა ასეთმა ერთხელ მკითხა: „რადგან ასეთი ჭკვიანი ხართ, რატომ არ გამდიდრდით“. მე კი ვუპასუხე: „რადგან ასეთი მდიდარი ხართ, რატომ არ დაჭკვიანდით?“

ინდივიდუალობა – სრული სისულელეა. ზემოქმედებს თითოეული კონტაქტი სხვა ადამიანთან, თითოეული წაკითხული წიგნი, თითოეული ახალი ფილმი, თითოეული სიმბოლო მასში. ეს ყველაფერი ნაწილაკებია იმისა, რაც ვართ.

არაგულწრფელობის ნიღაბი, პირქუში დელფინი და მუხა სტრესულ ვითარებაში

როდესაც სახელმწიფო ყოველწლიურად 500 მილიარდ დოლარს ხარჯავს თავდაცვით მრეწველობაზე და მხოლოდ ორ მილიარდს ჩვენი გარემოს კვლევაზე, ღირს დაფიქრება, ნამდვილად არის დედამიწაზე გონივრული ცხოვრება?

არ არსებობს შავკანიანების, პოლონელების, ებრაელების, ბერძნების ან ქალების პრობლემები. არსებობს მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო პრობლემები.

კანონი – ეს პრობლემებისგან თავის არიდებაა.

ძალიან ძნელია, პატიოსანი იყო ფულის გარემოში.

არმიას არსებული სისტემის დაცვისთვის ინახავენ და არა ადამიანების. მომავალში

გონიერი კაცობრიობა ომს არ დაუშვებს.

პიროვნება, როგორც ასეთი, არ არსებობს. ჩვენ ყველანი პროექცია ვართ ჩვენი სამყოფელისა. ამასთან შეგუება ძნელია, მაგრამ ეს ასეა.

ან ვისწავლით ერთად ცხოვრებას, ან თითო-თითო დავიღუპებით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი