ჯიდუ კრიშნამურტი – სიკვდილი და სიცოცხლე    

0
432

შეუძლებელია გეშინოდეთ უცნობის, რადგანაც არ იცით რა არის იგი, ამიტომ საშიში არაფერია. სიკვდილი არის სიტყვა და სწორედ ეს სიტყვა, წარმოსახვა ქმნის შიშს. შეგიძლიათ შეხედოთ  სიკვდილს, მასზე შექმნილი წარმოსახვების გარეშე?  ჯერ-ჯერობით ეს წარმოდგენა არსებობს ფიქრისგან წარმოქმნილი, ფიქრი კი აუცილებლად მოიტანს შიშს. თქვენ კი ამ შიშის რაციონალიზებას ახდენთ. აქედან ჩნდება ინტერვალი  თქვენსა და იმას შორის რისიც გეშინიათ. ამ დროის სივრცის ინტერვალში აუცილებლად იქნება კონფლიქტი, რაც არის შიში, შფოთი და საკუთარი თავის სიბრალული. ფიქრი, რომელიც წარმოიშვება სიკვდილის შიშისგან, ამბობს – მოდი გადავდოთ იგი, თავიდან მოვიშოროთ, არ ვიფიქროთ მასზე. თუმცა როდესაც ამბობ, რომ, არ ვიფიქრო მასზე, არ მსურს ამაზე ფიქრი, შენ უკვე ფიქრობ მასზე და გიფიქრია თუ როგორ აარიდო მას თავი. შენ გეშინია სიკვდილის იმიტომ,  რომ, შენ ის სამომავლოდ გადადე.

ჩვენ  გამოვყავით  სიცოცხლე სიკვდილისგან და ინტერვალი მათ შორის    შიშია. ეს ინტერვალი, ეს დრო, შექმნილია შიშისგან. ჩვენი ცხოვრება  ყოველდღიური ტანჯვაა, შურაცხოფა, მწუხარება და ქაოსი  – მშვენიერ ზღვაზე შემთხვევით, წამიერად გაღებული სარკმლით, და ეს არის ის, რასაც ვეძახით სიცოცხლეს და გვეშინია სიკვდილის, რაც დაასრულებს ამ უბედურებას.  ჩვენ გვეშინია სიკვდილის, იმიტომ, რომ არ ვიცით, თუ რას ნიშნავს სიცოცხლე, არ ვიცით როგორ უნდა ვიცხოვროთ და შესაბამისად არ ვიცით როგორ უნდა მოვკვდეთ.  რამდენადაც გვეშინია სიცოცხლის, იმდენად შეგვეშინდები სიკვდილის.  ადამიანს, რომელსაც არ ეშინია სიცოცხლის, არ ეშინია იყოს სრულიად  დაუცველი, რადგან ესმის, რომ შინაგანად, ფსიქოლოგიურად არ არსებობს არავითარი  უსაფრთხოება. სადაც არ არის უსაფრთხოება, იქ არის უსასრულო მოძრაობა და სიკვდილი და სიცოცხლე ხდება ერთი. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს კონფლიქტის გარეშე, სიყვარულითა და მშვენიერების განცდით, არ ეშინია სიკვდილის, რადგანაც სიცოცხლე  ეს სიკვდილია.

თარგმანი:ნონა ხიდეშელის

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი