სვამი ვივეკანანდა:,,სული ცოდნის მეშვეობით თავისუფლდება”

0
941

სვამი ვივეკანანდა ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მოძღვარი, ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, თვალსაჩინო ფიგურა და ცნობილი მოღვაწე. მას ინდოეთის „ერის მამას“ უწოდებენ. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობზე და ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე.

ნუ გგონიათ, თითქოს შეგიძლიათ სხვების იძულებით განვითარება, მათი გაძღოლა და წარმართვა…ეს მავნეზე მავნე სიცრუეა, რომელმაც მილიონობით ადამიანის განვითარება დააბრკოლა. მიეცით მათ თავისუფლების სანთელი – განვითარების ერთადერთი წინამძღვარი.
სული ცოდნის მეშვეობით თავისუფლდება.
თუ დადგა დღე, რომ არანაირი სირთულის გადალახვა არ არის საჭირო, იცოდე – არასწორ გზას დაადექი.
თავისუფლება – ეს ადამიანის მარადიული მიზანია. ადამიანი ადამიანად მხოლოდ მაშინ რჩება, სანამ ამ თავისუფლებას იცავს სხვადასხვა – შინაგან თუ გარეგან დაბრკოლებასთან ბრძოლით.
როდესაც საკუთარ თავზე ან სხვა ადამიანზე ფიქრობთ, როგორც ცოდვილზე, ცოდვას სჩადით.
ვინც ყვირის, მისი ხმა ცუდად ისმის.
მთელ სამყაროში არაფერს აქვს ძალაუფლება თქვენზე, სანამ თვითონ არ დაუშვებთ ძალაუფლებას საკუთარ თავზე.

 

ტკბობა ადამიანის უმაღლესი მიზანი არ არის… გარკვეული დროის შემდეგ ადამიანი აღმოაჩენს, რომ როგორც სიამოვნება, ისე ტანჯვა დიდი მასწავლებელია და ის სწავლობს როგორც სიკეთის, ისე ბოროტების წყალობით.

აუცილებლობის სამყარო – მეცნიერების ობიექტია, თავისუფლების სამყარო – რელიგიის.

ადამიანს, რომელიც რელიგიამდე შიშმა მიიყვანა, არაფერი აქვს რელიგიური.

ისტორიის ირონია ისაა, რომ თუმცა ინდუიზმში კრიშნას სახით ქადაგებენ ძალადობის აუცილებლობას, ხოლო ქრისტიანულ სახარებაში ქრისტეს სახით – არაძალადობის აუცილებლობას, პრაქტიკაში პირიქით განხორციელდა.

ყველაზე დიდი საზოგადოებრივი წყობაა ის, რომელშიც უდიდესი ჭეშმარიტებები პრაქტიკული ხდება.

ადამიანად უნდა დარჩე მაშინაც კი, როდესაც ღორულად გექცევიან, სხვაგვარად დაამტკიცებ, რომ სწორად გექცევიან…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი