ჯიდუ კრიშნამურტი – იყავი ადამიანური

0
267

                                                                                                                                                                        ბოლო  შეკრებაზე  ჩვენ  ვსაუბრობდით  შიშზე,  შესაძლებელია თუ არა  სრული განთავისუფლება მისგან, შიში არის რეაქცია და მას ადგილი აქვს საფრთხის დროს. თუ შეიძლება, ამ დილას მსურს ვისაუბროთ მწუხარების დასასრულზე , რადგანაც შიში, მწუხარება და ის, რასაც ჩვენ ვეძახით სიყვარულს,  ყოველთვის ერთად მიდიან. თუ ვერ გავიგებთ შიშის რაობას, ვერ შევძლებთ მწუხარების არსის გაგებას და  ისეთი სიყვარულის შეცნობას, სადაც არ არის  დაპირისპირება და უთანხმოება.

მწუხარების  სრული  დასრულება  ძალიან  რთულია, რადგანაც  იგი  მუდამ  ჩვენთანაა ამა თუ იმ ფორმით. დღეს მინდა, რომ  ამ საკითხს უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ, მაგრამ  ჩემს სიტყვებს დიდი არაფერი მნიშვნელობა ექნება, თუ ყოველი თქვენგანი არ გამოიკვლევს ამ პრობლემას  საკუთარ თავში, არც დამეთანხმოთ და არც შემეწინააღმდეგოთ,  უბრალოდ დააკვირდით  ფაქტს. თუ შევძლებთ ამის გაკეთებას  რეალურად და არა თეორიულად, შემდეგ,  ალბათ , შევძლებთ გავიგოთ მწუხარების არსი და დავასრულოთ იგი.                                      

საუკუნეების განმავლობაში სიყვარული და მწუხარება ერთად მოდიან ხელიხელჩაკიდებულნი, ხან ერთი ბატონობს, ხან მეორე.  მდგომარეობა რომელსაც ვეძახით სიყვარულს, სწრაფად გადის და კვლავ ვხვდებით   ეჭვიანობის, პატივმოყვარეობის, ჩვენი შიშებისა და ტანჯვის  ხაფანგში.  ეს  მარადიული ბრძოლაა სიყვარულსა და მწუხარებას შორის, ამიტომაც სანამ ჩავუღრმავდებით მწუხარების დასრულების საკითხს, მინდა გავიგოთ რა არის ვნება.                                                                                       

თუ შეიძლება აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვართ ჯგუფი პრივილეგირებული ხალხის, რომლებსაც აქვთ ფული მოგზაურობისათვის და ასეთი რამეებისთვის,  შეუძლიათ მოვიდნენ აქ და უბრალოდ გაერთონ ინტელექტუალურად. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ საკითხზე და ყველას მართებს სერიოზული ჩაღრმავება მასში. სერიოზულობაში ვგულისხმობ გქონდეთ ძალისხმევა რომ შეძლოთ ჩახვიდეთ  მწუხარების ფსკერზე. ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა მწუხარების დასრულება მთლიანად, ისე რომ გონება იყოს  ყოველგვარი ჩრდილის გარეშე, სუფთა, მოქნილი, ქონდეს ფიქრის უნარი ყოველგვარი ილუზიების გარეშე. ჩვენ ამას ვერ შევძლებთ თუ ვცხოვრობთ უბრალოდ სიტყვების დონეზე, რასაც მრავალი ჩვენთაგანი აკეთებს. წარმოსახვები, ნიმუშები, იდეალები, სიტყვები და სიმბოლოები _ ამ ყველაფერს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მრავალი ჩვენთაგანისთვის და  საბოლოოდ აქ   თავრდება   ყველაფერი.

გვეჩვენება რომ შეუძლებელია ვერბალური   დონის დამსხვრევა და მის მიღმა გასვლა. იმისათვის, რომ,  გავიგოთ  რა არის  მწუხარება, ყოველი ადამიანი  უნდა გასცდეს ვერბალურ დონეს. ამგვარად, მე ვაპირებ ჩავუღრმავდე მწუხარების პრობლემას და ვიმედოვნებ რომ თქვენც გააკეთებთ ამას  დიდი ძალისხმევით,  ნათლად, ყოველგვარი სენტიმენტალურობისა და ემოციის  გარეშე.                                                           

თუ ჩვენ ვერ გავიგებთ  რა არის ვნება, ვერ შევძლებთ მწუხარების გაგებას. ვნება არის  ისეთი რამ , რაც ალბათ ძალიან ცოტა ჩვენთაგანს  თუ უგრძვნია რეალურად. რასაც ჩვენ განვიცდით შესაძლებელია უფრო იყოს   ენთუზიაზმი, რომელიც    ეჭიდება ემოციას.  ვნებებს ზოგისთვის იწვევს მუსიკა,ზოგისთვის ხატვა, ლიტერატურა, ვიღაცისთვის სამშობლო, ქალი ან მამაკაცი.  ეს არის  ყოველთვის შედეგი რაღაც მიზეზის. როდესაც ხარ შეყვარებული ვინმეზე, ხარ ძლიერ ემოციურ მდგომარეობაში, რაც შედეგია იმ განსაკუთრებული მიზეზის, ხოლო მე ვსაუბრობ ვნებაზე,  ვნება – მიზეზის გარეშე.

ეს ნიშნავს იყო ვნებით აღვსილი ყველაფერზე და არა მხოლოდ ვინმეზე. როდესაც მრავალი ჩვენთაგანი გატაცებულია განსაკუთრებული პერსონით ან საგნით, მე ვფიქრობ ყველას შეუძლია დაინახოს ძალიან ნათლად ეს განსხვავება. სადაც არის ვნება მიზეზის გარეშე, იქ არის დიდი  თავისუფლება ყოველგვარი მიბმისგან.   მაგრამ, როდესაც ვნებას აქვს მიზეზი, იქ არის მიბმა, ხოლო მიბმა არის მწუხარების დასაწყისი.   მრავალი ჩვენთაგანი  მიბმულია რაღაცას, ჩვენ ვეჭიდებით პიროვნებას, ქვეყანას, რწმენასა და იდეას, ხოლო როდესაც საგანი   ვეჭიდებით, მიდის ჩვენგან ან კარგავს მნიშვნელობას , ჩვენ ვრჩებით სიცარიელეში, დაუკმაყოფილებლები.

ამ სიცარიელის შევსებას ვცდილობთ ისევ და ისევ  რაღაც ახლის ჩაჭიდებით რაც ისევ ხდება ჩვენი ვნების ობიექტი და ასე შემდეგ.                                                                   

სანამ ვსაუბრობ, გთხოვთ გამოიკვლიეთ თქვენი საკუთარი გული და გონება. მე მხოლოდ სარკე ვარ, სადაც თქვენ საკუთარი თავი უნდა დაინახოთ, თუ არ გსურთ ამის დანახვა მაშინ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ გსურთ დაინახოთ საკუთარი თავი ნათლად, შეუბრალებლად, მთელი ძალისხმევით _ არა იმ იმედით რომ მოიშორებთ თქვენს წუხილს, შფოთს ან დანაშაულის გრძნობას, არამედ გაიგებთ იმ უცნაურ ვნებას რომელსავ ყოველთვის მოაქვს    წუხილი.                                                                             

 როდესაც  ვნებას აქვს მიზეზი, ის ხდება ჟინი, წადილი. ვნება რომელიც გამოწვეულია გარკვეული პიროვნების, იდეის, ან რაიმე საქმიანობის მიერ, იწვევს წინააღმდეგობასა და კონფლიქტს. შენ ისწრაფვი მიაღწიო ან ხელი შეუწყო გარკვეულ მდგომარეობას ან გაიმეორო რაღაც რაც უკვე გქონია და ახლა აღარ გაქვს. რომელ ვნებაზეც მე ვსაუბრობ, მას არ მოაქვს დაპირისპირება და კონფლიქტი. მას მაქსიმალურად არანაირი კავშირი არა აქვს მიზეზთან და მაშასადამე ის არ არის შედეგი.                                                                  

შემიძლია  ვივარაუდო რომ თქვენ მხოლოდ მისმენთ, გთხოვთ ნუ შეეცდებით ძალდატანებით  მიაღწიოთ ამ მდგომარეობას _ ვნება –   მიზეზის გარეშე. თუ შეგვიძლია მოსმენა ყურადღებით, მარტივად, რომელიც იბადება არაიძულებითი ყურადღებისა და დისციპლინის შედეგად, აუცილებლად შევძლებთ ამის გაგებას და ალბათ შემდეგ თვითონ ვიპოვით ამ საოცარ ვნებას.                                                                     

მრავალი ჩვენთაგანში ვნება ძალიან მცირეა. შესაძლებელია ვიყოთ აღვსილნი ჟინით,  გვქონდეს მრავალი სურვილი და წადილი, გვინდოდეს გაქცევა რაღაცისგან და ეს ყველაფერი გვაძლევდეს  გარკვეულ ძალისხმევას, მაგრამ თუ არ შევიცანით და ვიგრძენით  ვნება მიზეზის გარეშე, მაშინ ვერასოდეს გავიგებთ იმას, რასაც ვეძახით მწუხარებას. რაიმეს გასაგებად უნდა გქონდეს ვნება,  ყურადღების სრული ძალისხმევა,  ხოლო სადაც არის ვნება, რაიმესგან გამოწვეული, იქ იწყება წინააღმდეგობა და კონფლიქტი – რაც გამორიცხავს ვნების იმ ცეცხლის არსებობას, რომელიც მთლიანად გაფანტავს და დაასრულებს მწუხარებას.

 ჩვენ ვიცით რომ მწუხარება არის შედეგი, ანუ გარკვეული მიზეზის შედეგი. მე  მიყვარს ვიღაც და მას მე არ ვუყვარვარ _ ეს არის ერთი მიზეზი მწუხარების.  მსურს საკუთარი თავის რეალიზაცია გარკვეული მიმართულებით, მაგრამ არ მაქვს ამის უნარი _ ეს მწუხარების მეორე მიზეზია, ან მაქვს ამის უნარი, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ან რაიმე სხვა მიზეზი მაბრკოლებს_ ესეც მწუხარების მიზეზია.   ეს არის მწუხარება ჩვენი მეწვრილმანე გონების, გონების რომელიც მუდმივ კონფლიქტშია საკუთარ თავთან, უწყვეტლივ იბრძვის, არეგულირებს, სინჯავს და ექვემდებარება. ეს არის მწუხარება გამოწვეული კონფლიქტური ურთიერთობებიდან,  ვინმეს დაკარგვიდან ან გარდაცვალებიდან. თქვენ ყველამ იცით მწუხარების ეს ფორმები და ეს ყველაფერი არის მიზეზი შედეგის.                                        

ჩვენ არასოდეს  დავმდგარვართ პირისპირ მწუხარებასთან, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რაციონალურად ავხსნად იგი, ან ვეჭიდებით დოგმას, სარწმუნოების მიერ დადგენილ ნიმუშს და ეს გვაკმაყოფილებს, გვაძლევს მომენტალურ კომფორტს. ერთი ნარკოტიკს  იღებს, მეორე სვავს ან  ლოცულობს.   ჩვენი გონება დაკავებულია საკუთარი თავის სიბრარულითა და უიმედობის ჩრდილით. ვერასოდეს შევძლებთ მწუხარების დასრულებას თუ ვართ ქრისტიანები და ვეთაყვანებით ეკლესიას როგორს ქრისტეს აგონიას.  სანამ დავდივართ ეკლესიაში მწუხარების სიმბოლოების თაყვანისცემისათვის ან  მისი რაციონალური ახსნისათვის, სანამ ვივიწყებთ მწუხარებას ნარკოტიკის ან სხვა და სხვა საშუალებებით, ჩვენ გავურბივართ ფაქტს რომ ვიტანჯებით. მე არ ვსაუბრობ ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც ადვილად მოგვარდება თანამედროვე მედიცინის დახმარებით. მე ვსაუბრობ ფსიქოლოგიურ ტკივილზე რომელიც ხელს უშლის სიცხადეს და მშვენიერებას, რომელიც ანადგურებს სიყვარულსა და თანაგრძნობას. ნუთუ შესაძლებელია მთელი ამ მწუხარების დასრულება?                                                                       

მე ვფიქრობ,  რომ მწუხარების დასასრული დაკავშირებულია ვნების ინტენსივობასთან. როგორც  ავღნიშნეთ ადრე, რასაც ჩვენ ვეძახით ფიქრს -ეს არის პასუხი სხვა და სხვა ნიმუშებისა და გამოცდილების, რომელიც თავმოყრილია მეხსიერებაში, სადაც არსებობს  ეს განპირობებული პასუხები, იქ ვერ იარსებებს ვნება, არ იქნება ინტენსივობა. ამისათვის უნდა იყოს სრული არარსებობა ~მე~- სი                                                                  

თქვენ იცით, რომ  სილამაზის გრძნობა, რომელიც არ არის კონცენტრირებული იმაზე თუ რა არის მშვენიერი და რა მახინჯი, მაგალითად ეს მთა ლამაზია ან ის შენობა უშნო, ასეთი შეგრძნება მშვენიერების არ ეწინააღმდეგება სიმახინჯეს, არის ასევე სიყვარული, რომელიც არ ეწინააღმდეგება სიძულვილს. თვით-უარყოფა, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ მიშნავს -მშვენიერებას მიზეზის გარეშე და მაშასადამე ეს არის მდგომარეობა ვნების. შესაძლებელია წავიდეთ იმის მიღმა, რასაც ქვია მიზეზი და შედეგი?                                                                                         

გთხოვთ მისმინეთ მთელი ყურადღებით.   მე შეიძლება ვერ აგიხსნათ ეს ძალიან ნათლად, უფრო მეტად ჩაუღრმავდით მის მნიშვნელობას და არ დარჩეთ სიტყვების დონეზე. თქვენ ხედავთ რომ მრავალი ჩვენგანი არის ყოველთვის რეაქციუ ლი.   რეაქცია არის სრული ფორმა ჩვენი ცხოვრების.  ჩვენი მწუხარება არის პასუხი და  რეაქცია. ვცდილობთ ავხსნათ მიზეზი მწუხარების ან სულაც გავიქცეთ მისგან, მაგრამ საუბედუროდ ჩვენი მწუხარება არ სრულდება. ის მხოლოდ მაშინ დასრულდება როდესაც შევძლებთ მის წინაშე პირისპირ დგომას, როდესაც გავაცნობიერებთ და წავალთ მიზეზისა და შედეგის მიღმა. ყოველი მცდელობა, რომ ვიყოთ თავისუფალი მწუხარებისგან განსაკუთრებული ვარჯიშის ან წინასწარ განზრახული ფიქრის შედეგად, ყოველი ხელშეწყობა, რომ  სხვა და სხვა გზით გავექცეთ მწუხარებას, გონებაში ვერ გააღვიძებს  საოცარ მშვენიერებას, ცხოველმყოფელს,  ვნების ინტენსივობას, რომელიც გამორიცხავს და აღემატება მწუხარებას.                                                                             

რა არის მწუხარება? როდესაც გესმით ეს შეკითხვა როგორია თქვენი პასუხი? თქვენი გონება მომენტალურად ცდილობს ახსნას მწუხარების მიზეზები,  ამის ძიება აღვიძებს მწუხარების ხსოვნას,  ანუ იმას რაც უკვე გქონიათ.   ამგვარად,  მწუხარების   მიზეზების ძიებისას სიტყვიერად ყოველთვის უბრუნდებით წარსულს და მიდიხართ პირდაპირ მომავალში, მე კი მგონია რომ ყოველი ადამიანი უნდა წავიდეს ამის მიღმა.                                                    

ჩვენ ყველამ ვიცით ისეთი მიზეზები მწუხარების როგორიცაა _ სიღარიბე, ავადმყოფობა, იმედგაცრუება, სიყვარულის ნაკლებობა, და ა.შ. როდესაც ვხსნით მწუხარების სხვა და სხვა მიზეზებს, ამით მწუხარება არ სრულდება, ჩვენ არ გვაქვს რეალურად შეგნებული სიღრმე და მნიშვნელობა   მწუხარების, ისევე როგორც იმ მდგომარეობის რასაც ვეძახით სიყვარულს. მე მგონია რომ ეს ორი რამ _ სიყვარული და მწუხარება კავშირშია. სიყვარულის გაგებით შეძლებთ  შეიგრძნოთ  უსაზღვრობა  მწუხარების.                                                                           

ძველი ხალხი საუბრობდა მწუხარების დასრულების შესახებ, და მათ დაადგინეს ცხოვრების ისეთი ფორმა, რაც  მათი ვარაუდით   დაასრულებდა  მწუხარებას. მრავალ ადამიანს  უვლია ასეთი გზით, ბერები აღმოსავლეთსა  და დასავლეთში ცდილობდნენ ამას, მაგრამ ისინი მხოლოდ იწრთობოდნენ ამით, მათი გონება და გული ხდებოდა ზღუდეშემოვლებული. ისინი ცხოვრობდნენ საკუთარი ფიქრების კედლის მიღმა, ან აგურისა და ქვის კედლის მიღმა, თუმცა მე არ მჯერა რომ ისინი გადიოდნენ ამ ყველაფრი მიღმა და გრძნობდნენ უსაზღვრობას იმის, რასაც ქვია მწუხარება.                                                                                   

იმისათვის რომ დასრულდეს მწუხარება, საჭიროა პირისპირ შეხედოთ   მარტოობას, მიბმას, სახელის მოხვეჭის წვრილმან  სურვილს, სიყვარულის მოთხოვნილებას.  უნდა იყოთ თავისუფალი  საკუთარ თავზე ზრუნვისაგან და  ბავშვური თვით-სიბრალულისგან. როდესაც შეძლებთ ამ ყველაფრის მიღმა გასვლას, მაშინ ალბათ დასრულდება პირადი მწუხარება, თუმცა იქ არის აგრეთვე უზარმაზარი კოლექტიური წუხილიც, ანუ სამყაროს მწუხარება.  ვიღაცამ შეძლოს პირადი მწუხარების დასრულება და ამ მდგომარეობამ რომ დაიკავოს ადგილი გონებაში, გონება აუცილებლებელად უნდა იყოს სრულიად თავისუფალი.  მაგრამ საუბედუროდ როდესაც ადამიანი ახერხებს პირადი მწუხარების დასრულებას იქ კვლავ რჩება მწუხარება _ საოცარი უმეცრების სახით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ სამყაროსთვის, არა ნაკლებობა ინფორმაციის, ცოდნის ან წიგნების, არამედ ადამიანის უვიცობა საკუთარ თავთან მიმართებაში. უვიცობის არსი არის ის, რომ ადამიანი საერთოდ არ იცნობს  საკუთარ თავს,  სწორედ ამას მოაქვს უზარმაზარი მწუხარება.                       

რა არის რეალურად მწუხარება? ხედავთ, არ არსებობს სიტყვები ამის ასახსნელად ისევე როგორც არ არსებობს სიტყვები სიყვარულის ასახსნელად. სიყვარული არ არის მიბმა, არ ეწინააღმდეგება სიძულვილის, არ არის ეჭვიანობა. როდესაც ადამიანი ამთავრებს ეჭვიანობას, შურს, მიბმას და მთელს ამ კონფლიქტსა და აგონიას და მიდის ამის მიღმა, ფიქრობს რომ ყველა უყვარს – ხოლო როდესაც ყველაფერი სრულდება კვლავ რჩება შეკითხვა: რა არის სიყვარული და  რა არის მწუხარება?                                                              

სიყვარულისა და მწუხარების გაგებას მაშინ შეძლებ, როდესაც შენი გონება მოიშორებს მთელს ახსნა-განმარტებებსა და წარმოდგენებს, აღარ დაიწყებს  მიზეზების ძებნას, აღარ გაერთობა სიტყვებით და აღარ დაუბრუნდება  სიამოვნებისა და ტკივილის  ხსოვნას.  გონება უნდა იყოს აბსოლიტურად მშვიდი, სიტყვების, სიმბოლოებისა და იდეების გარეშე. შემდეგ აღმოაჩენ იმ მდგომარეობას  რასაც ვეძახით სიყვარულს, მწუხარებას, სიკვდილს და ასე შემდეგ, სადაც აღარ არსებობს დაყოფა სიყვარულს, მწუხარებასა და სიკვდილს შორის, არამედ მხოლოდ მშვენიერება. იმისათვის რომ ჩაწვდე ამას და იყო ექსტაზის მდგომარეობაში, უნდა გქონდეს ვნება, რომელიც მოდის საკუთარი თავის სრული უარყოფის მდგომარეობაში.                                                                       

 კითხვა: არის ვნება ან ინტებსივობა, თვისება?                         

კრიშნამურტი: მაინტერესებს რას გულისხმობთ სიტყვა-თვისებაში-?  ვნება ან  სათნოება შეიძლება თუ არა შეიძინო ვარჯიშის, დისციპლინის, მსხვერპლშეწირვის ან ამდაგვარი რამის შედეგად?  ამას გულისხმობდით?                                                                          

 კითხვა: შეიძლება შეკითხვა დავსვა?                                       

კრიშნამურტი: ბატონებო შეკითხვა უკვე დაისვა. ხედავთ, დაინტერესებულნი  ვართ მხოლოდ ჩვენი შეკითხვებით  და არ გვინდა არაფრის მოსმენა,  ცხოვრებაშიც მუდამ ასე ხდება. ჩვენ ისე ვართ ჩაფლულნი ჩვენს საკუთარ პრობლემებში, იმედებსა და ამბიციებში,  რომ თითქმის ვერც ვამჩნევთ ვერაფერს ჩვენი პატარა თავის მიღმა. ალბათ კიდევ ბევრ თქვენგანს აქვს შეკითხვები, მაგრამ თუ შეიძლება მოკრძალებით აღვნიშნავ რომ ნუ იქნებით მოცულნი მხოლოდ შეკითხვებით.   ახლა დავუბრუნდეთ შეკითხვას, არის თუ არა ვნება ან ძალისხმევა თვისება?

არ მიყვარს ეს სიტყვა –თვისება. როდესაც გაქვთ ვნება ვიმნეს მიმართ კითხულობთ მაშინ არის ეს თვისება თუ არა? შენ უბრალოთ გაქვს ეს მდგომარეობა. როდესაც ხარ გაბრაზებული, ჟინიანი  ან სიტყვიერად განრისხებული ვინმეზე ხომ არ კითხულობ იმ პერიოდში, რომ ეს გრძნობა   თვისებაა თუ არა, თუ უბრალოდ იწვი მისით. მაგრამ როდესაც ამბობ რომ ეს არის საშინელი წუთები, რაც თავიდან უნდა აიცილო, ან ესაა მშვენიერი წუთი, იწყებ მის კულტივირებას, მაგრამ რასაც შენ აკულტებ არის ხელოვნური და არა ბუნებრივი.                                                                                             

ვნება და ინტენსივობა, რომელზეც მე ვსაუბრობდი არ არის რაიმე ვარჯიშით განვითარებული,  ეს არ არის გაყიდვების მარკეტი, შენ ვერ იყიდი მას პრაქტიკით ან დისცილპინით, მაგრამ თუ შენ მისმენდი და რეალურად შეძელი ჩაღრმავებოდი ამას, თუ გაქვს  ჭიდილი მასთან,  გაიგებ რა არის იგი.  ამ ვნებას არავითარი საქმე არ აქვს ენთუზიაზმთან. ის მხოლოდ მაშინ მოდის როდესაც სრულიად გაქრება “მე” და  ყველა ასეთი აზრი _”ჩემი სახლი” “ჩემი საკუთრება”, “ჩემი ქვეყანა”, “ჩემი ცოლი”, “ჩემი შვილი”                      თუმცა შენ შესაძლოა თქვა ახლა რომ  “იქნებ არც ღირს ამ ვნების ქონა”. შესაძლოა შენთვის არც ღირდეს. ამას აზრი მაშინ აქვს მხოლოდ, თუ   ნამდვილად გინდა გაიგო რა არის მწუხარება, ჭეშმარიტება, ღმერთი, თუ რა მნიშვნელობა აქვს მთელს ამ მახინჯ და  არეულ არსებობას. თუ შენ ნამდვილად გაინტერესებს ეს , მაშინ უნდა ჩაუღრმავდე ამას ვნებით- რაც ნიშნავს რომ არ ხარ შეზღუდული შენი ოჯახით. შეიძლება გაქვს სახლი, გყავს ოჯახი, მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად მიბმული ხარ მასზე, შენ ვერასოდეს წახვალ მის მიღმა.                                                       

კითხვა: ჩვენ ყველას გვაქვს ასეთი ნიჭი ვნების?                           

მე არ ვფიქრობ , რომ ვნება არის ნიჭი. შეიძლება გქონდეს  ნიჭი მწერლობის, ფლეიტაზე დაკვრის, ან სხვა რამის და ეს ნიჭი შესაძლოა განვითარდეს, ხელიშეწყობით უფრო გაიზარდოს.  მაგრამ ვნება და ინტენსივობა არ არის ნიჭი, პირიქით, თუ  გაქვს ნიჭი, შენ უნდა მოკვდე ამ ნიჭში რომ იყო ვნებიანი. თუ არ მოკვდები ნიჭში, მაშინ ნიჭი გახდება მექანიკური, თუმცა შესაძლოა გაზარდო იგი გახდე კიდეც ძალიან ჭკვიანი. ხედავთ, ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ   მოხვეჭისა და შეძენის თვალსაზრისით და ვიცავთ იმას რასაც უკვე დავეუფლედ.                                 

კომენტარი: თქვენ ამბობთ რომ მწუხარება მშვენიერი რამეა, ამსთანავე ამბობთ რომ იგი უნდა ავიცილოთ თავიდან.                             

კრიშნამურტი: მე არ მითქვამს რომ მწუხარება თავიდან უნდა ავიცილოთ. მე   ვამბობ რომ უნდა შეხედო მწუხარებას, ჩაუღრმავდე, გააცნობიერო ის. შენ  ვერ შეძლებ მწუხარების აცილებას,  შენ მისი გვერძე გადადებაც კი არ შეგიძლია. როდის წუხს ადამიანი? როდესაც  გიყვარს ვინმე და საპასუხო გრძნობას ვერ იღებ შენ იტანჯები. რატომ,  რატომ უნდა იტანჯებოდე, რას ნიშნავს ეს ტანჯვა?   ეს ნიშნავს რომ შენ ფიქრობ შენს თავზე _ ეს არის რეალური ფაქტი და სანამ ფიქრობ შენს  პატარა საკუთარ “მე” ზე, გსურს იყო შეყვარებული და   გეშინია რომ არ იქნები, მთელს იმ სიმახინჯეებთან ერთად რაც ჩართულია მასში, ბუნებრივად მიდიხარ იმისკენ რასაც შენ ეძახი მწუხარებას,  თუ მსურს ვიყო ცნობილი ადამიანი და არ ვარ, ტანჯვა გარდაუვალია. თუ მე მაკმაყოფილებს ეს მდგომარეობა, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ მსურს გავერკვე ჩემს ტანჯვაში, ჩავუღრმავდები მას, დავიწყებ მის დანახვას, ფსიქოლოგიურად  უკომპრომისოდ  გამოვიძიებ  ამ წადილს- ვიყო ცნობილი-, რაც არის უკიდურესად ზერელე და მოუმწიფებელი,  მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ მწუხარების გაგებას, რაც არის კიდეც დასასრულის დასაწყისი. როდესაც ადამიანი შეძლებს  წავიდეს მთელი ამ პოროვნული მწუხარების მიღმა, მაშინ დაინახავს, რომ სიყვარული, მწუხარება და სიკვდილი ერთი და იგივეა.  ეს არის   დიადი  მშვენიერების მდგომარეობა, რაც არ არის შექმნილი არც ადამიანისგან და არც ბუნებისგან.                                                                             

კითხვა: არის ვნება და ინტენსივობა ცოდნის სურვილი?                     

კრიშნამურტი: მაინტერესებს რაც გულისხმობთ ცოდნის  სურვილში? ცოდნის მოგროვების სურვილი ჯერ კიდევ არის ნაწილი გახდომის, და მაშასადამე მიზეზი კონფლიქტის, მაგრამ მე არ ვსაუბრობ ცოდნის მოგროვებაზე, იგი შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერ ენციკლოპედიაში.. მე მსურს გავიგო და დავასრულო მწუხარება და გავაცნიბიერო მისი მნიშვნელობა, უნდა გავიგო რომ ის არაფერს არ ნიშნავს. ცოდნა, რაც ადრეც მოგახსენეთ, არის სხვა და სწავლა არის სხვა. ცოდნა გულისხმობს მოგროვილ ცოდნას და როდესაც გაქვს მოგროვილი ცოდნა ამ ფონიდან იღებ გამოცდილებას. გამოცდილების შედეგად კვლავ იძენ მეტ ცოდნას, ეს არ არის  მოძრაობა შემეცნების.  მხოლოდ მაშინ შეძლებ სწავლას, როდესაც მეტად აღარ დაიწყებ ძიებას ან ცოდნის შეძენას.                                                                        

ბატონებო, მე არ მსურს ვიცნობდე მწუხარებას,  ჩვენ უკვე ყველას გვაქვს იგი. არ გაქვთ მწუხარება  ერთი ან მეორე ფორმით? გსურთ იცნობდეთ მას? თუ გსურთ მაშინ უნდა გააანალიზოთ ის და გამნარტოთ თუ რატომ იტანჯებით. შეგიძლიათ წაიკითხო წიგნები ამ თემაზე, ან წახვიდე ეკლესიაში და მალე შეიტყობ რამეს მწუხარების შესახებ. ცოდნა არ დაასრულებს მწუხარებას. მწუხარების დასასრული მაშინ დაიწყება,  როდესაც პირისპირ შეხედავ ფსიქოლოგიურ ფაქტებს საკუთარ თავში, დაიწყებ  ტოტალურ გაცნობიერებას იმ ფაქტების მნიშვნელობის, რაც არის მომენტიდან მომენტამდე. ეს ნიშნავს, რომ არასოდეს გაიქცევი მწუხარებისგან, არასოდეს გაუკეთებ მას რაციონალიზებას, არასოდეს შეიქმნი რაღაც აზრებს მასზე და იცხოვრებ ამ ფაქტან სრულად.                           

თქვენ იცით რომ იცხოვრო მთელი ამ მშვენიერებით ისე რომ არ შეეჩვიო მას,  ძალიან ძნელია. მრავალი  თქვენგანი აქ იმყოფება უკვე დაახლოებით  სამი კვირა, შეამჩნევდით ალბათ ამ მთებს, გაიგონებდით  ნაკადულის ხმას, დაინახავდით როგორ ეპარება ჩრდილი მინდვრებს, შენიშნეთ რა ადვილად შეიძლება  შეეჩვიოთ ამას? თქვენ ამბობთ, ~დიახ ეს ძალიან ლამაზია~, და გაივლით. იცხოვრო მშვენიერებასთან ან სიმახინჯესთან ერთად, ისე რომ  არ მიეჩვიო მას, მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას და ცოდნას, რაც არ მისცემს საშუალებას შენს გონებას რომ დაჩლუნგდეს. იგივე ხდება მწუხარებასთან მიმართებაშიც, იგი აჩლუნგებს გონებას თუ უბრალოდ შეეჩვიე მას, რასაც მრავალი ჩვენგანი აკეთებს. თქვენ არ უნდა მიეჩვიოთ მწუხარებას, უბრალოდ იცხოვრეთ მასთან ერთად, გაიაზრეთ იგი, ჩაუღრმავდით მას _ მაგრამ არა შეკვეთით, რომ ეს უნდა იცოდე. თქვენ იცით რომ მწუხარება აქ არის, ეს ფაქტია და აქ საცოდნელიც არაფერია. რომ იცხოვრო მწუხარებასთან ერთად  ამისათვის უნდა გიყვარდეს იგი, მხოლოდ ამის შემგედ აღმოაჩენ, როგორც მე ადრე უკვე ვთქვი, რომ მწუხარება, სიყვარული და სიკვდილი ერთი და იგივეა.                                                                   

 კითხვა:  არის სიყვარული ვნების გარეშე?                                              

კრიშნამურტი: რას გულისხმობთ სიტყვა სიყვარულსა და სიტყვა ვნებაში? სულ ერთია ქალი ხარ თუ კაცი, როდესაც გიყვარს არ ხარ ვნებით აღსავსე, სულ მცირე პირველი ორი წელი მაინც? შემდეგ როდესაც ეჩვევით ერთმანეთს, უკვე იწყება მობეზრება. ამ ვნებაში, რომელსაც თქვენ სიყვარულს ეძახით, არის ჟინი, მიბმა, ეჭვი, ამბიცია სიხარბე და სხვა დანარჩენი რამ. ეს მსგავსია იმ ცეცხლის სიგარეტის მოწევის შუაგულში რომ არის, და რა ხდება შემდეგ? თანდათანაბოთ ცეცხლი ქრება და შენ ხელში გრჩება მარტო ნამწვავი. მაგრამ თუ  არის ნაკლებობა მიბმის, ჟინის, ეჭვის, კონფლიქტის და მთელი ამ ელემენტების რასაც ჩვენ ვეძახით ვნებას_ თუ ეს ყველაფერი დამთავრდება, არა დროისა და ჩვევების შედეგად, ი მისი სიღრმის გაგებისა და გააზრების გამო, მაშინ შესაძლებელია  სიყვარული იყოს ვნება მიზეზის გარეშე. მე არ ვგულისხმობ მისიონერების ვნებას, რომელიც ამბობს რომ უყვერს იესო, და მიდის რათა მოაქციოს წარმართი- ეს არ არის ვნება რომელზეც მე ვსაუბრობ. პირიქით, ეს არის უარყოფა ყოველგვარი მოტივაციის და მხოლოდ ამ უაყოფის შემდეგ შემოვა სუფთა ცეცხლი  ყოფიერებაში.

 კითხვა: შესაძლებელია ადამიანისთვის იყოს პერმანენტულად გაგების  მდგომარეობაში?                                                            

კრიშნამურტი:  მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რაც ვგულისხმობთ სიტყვა პერმანენტულში. მე არ მგონია რომ  ვინმემ შეძლოს პერმანენტულად იყოს რაიმე მდგომარეობაში. თუ ხარ პერმანენტულად რაიმეში, ესე იგი ხარ მკვდარი. ეს არის ის რაც ჩვენ ყველას გვსურს:  სიყვარული, ვნება, გაგება და ღმერთი –იყოს პერმანენტულად.  რაც ნიშნავს, რომ არ გვინდა ვიყოთ შეწუხებული, არ გვსურს ვიყოთ ცოცხალნი და მგრძნობიარენი. როგორც მოგახსენეთ ჭეშმარიტება ან გაგება მოდის გაელვებით, გაელვებას კი არა აქვს უწყვეტობა, ის არ არის დროის არეალის ფარგლებში. გაგება არის გაელვება, წამიერი, მას არა აქვს გაგრძელება, როგორც რაღაცას რაც უკვე ყოფილა და გრძელდება. რაც იყო, ის ვერ მოიტანს გაგებას.  სანამ ადამიანი ეძებს უწყვეტობას, უნდა პერმანენტულად იგი ურთიერთობებში, სიყვარულში, ელოდება იპოვოს მარადიული მშვიდობა, და ყველა დანარჩენი_ ესეთი ადამიანი დასდევს რაღაცას რაც არის დროის არეალის ფარგლებში და მაშასადამე არ მიეკუთვნება მარადიულობას.

თარგმანი ნონა ხიდეშელის

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი