ნონა ხიდეშელი – მე ვარ გონება

2
1037

ცხოვრება მდინარეს გავს, მიედინება შეუჩერებლად, ასეა ჩვენი გონებაც, ის მუდმივ დინამიკაშია , მოძრაობს, იცვლება, გუშინ უკვე სხვა იყო…..მდინარე რომელიც არ მიედინება ჭაობი ხდება, როგორც გონება, რომელიც სიახლეს გაურბის, ეშინია და ეწინააღმდეგება ყოველგვარ უცნობს, ახალს, ცვლილებას , სტაგნაციაში გადადის, ხდება მოსაწყენი, უშინაარსო, უინტერესო. წუხს, შფოთავს, ბორგავს, სჯერა მხოლოდ საკუთარი რეალობის, თავის ჭეშმარიტება აქვს. შიში უცნობის წინაშე, იგივე ობსესიური შიში…. ალბათ ყველაზე უხილავი ფორმაა შიშის. ვერ გრძნობ რა გაწუხებს, განპირობებული გონება სავსეა ათასობით ” დიადი იდეით” რაც იცავს მას ” უცნობისგან”. იცავს სამშობლოს, ღმერთის , პატრიოტიზმისა თუ სხვა მიმზიდველი იდეის სახელით, რაც ცხოვრების აზრს ჰქმნის, თუმცა არავინ იცის როდის და საიდან დასახლდა გონებაში, გონებას ის ისეთივე უსასრულო და დაუსაბამო ჰგონია, როგორც თავად სამყარო.

იდეა ბედნიერ ცხოვრებაზე, ყოველთვის ბლოკავს რეალურ განცდებს, რეალურ შეგრძნებას. პიროვნება ვერასოდეს დაიბადება იქ, სადაცაა ნიმუში, მზა ფორმა პიროვნების, ავტორიტეტი მუდმივად ხელს უშლის ინდივიდის დაბადებას. დაბადება იწყება ნგრევით, ასეთ აფეთქებაში დაბადა თავი ალბათ სამყარომ. საკუთარი აზრით ცხოვრება ყველაზე რთული რამაა სამყაროში, რომელიც სავსეა შაბლონებით, მზა რეცეპტებით, გადარჩენის რელიგიური თუ ნაციონალური მომხიბლავი თეორიებით. გონებაც თვლემს, კომფორტის ზონის დატოვება თვითმკვლელობის ტოლფასია, დაინგრეს სახელი, იმიჯი , რესპექტაბელურობა, მთელი ის ილუზია რის ასაგებადაც ის ათას სივერაგეს იგონებს…..თუმცა ტანჯვასაც ვეღარ უძლებს, რაც რეალურად მისი შეზღუდულობის პროდუქტია, შეზღუდული ცნობიერება ეს დანაწევრებული ცნობიერებაა, გახლეჩილი ათასობით ნაწილად და ყველა ნაწილი ცდილობს დამოუკიდებლად იარსებოს.

იწყება დაუსრულებელი კონფლიქტი, რაც გონებას გარეთ გამოაქვს და ამ პროექციით თვითგადარჩენას ცდილობს , თუმცა რაც მეტია მცდელობა , მით უფრო ღრმად ეფლობი ჭაობში სანამ სულ არ გშთანთქავს არარსებობა, იგივე უპიროვნობა……

თუმცა ყველაფერი დიდი აფეთქებით დაიწყო…

2 გამოხმაურება

  1. საინტერესოა -არარსებულში გადასვლის დროსმ არსებული სად ქრება… უფრო სწორად სად მიდის?

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი