ისტერია

0
229

ისტერია– ეს არის ნერვულ–ფსიქიკური დაავადება, რომელიც განეკუთვნება ნერვოზების ჯგუფს. ისტერია უვითარდებათ ფსიქიკური ზეგავლენით დასუსტებული ნერვული სისტემის მქონე პირებს და რაც არის პიროვნების რეაქცია იმ სიტუაციაზე, რომლის გადატანაც მას არ შეუძლია.

ისტერიის გამოვლენა ხასიათდება სხვადასხვა სახით. ის ვლინდება სხვადასხვა შეტევებით, დამბლით, კუნთების ზოგიერთი ჯგუფის ტოკვით. მგრძნობელობის დარღვევით და ა.შ. ჩამოთვლილი ისტერიული სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მათგან გათავისუფლება არის ძალიან ძნელი. ისტერიული შეტევები ზოგჯერ აისახება კრუნჩხვების ფორმით, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გულის წასვლის, სტენოკარდიის შეტევის და ბრინქიალური ასთმის, კუჭ–ნაწლავის სპაზმის და სხვა მდგომარეობების სახით. სწორედ ამიტომ, ავადმყოფობის ჭეშმარიტი ბუნების გამოცნობისას დიდ როლს თამაშობს შეძლებისდაგვარად სრულყოფილი მონაცემები ავადმყოფის შესახებ, მის განცდებზე და სხვადასხვა მოვლენებზე, რომლებიც წინ უსწრებდნენ ამ დაავადებას. ისტერიით დაავადებული ავადმყოფები ერთი მხრივ ხაზს უსვამენ თავიანთი ტანჯვის ზედმეტად გამომსახველობას – საშინელი, აუტანელი ტკივილები, ციება, დაავადების სიმპტომების უჩვეულო ხასიათი, დაავადების განსაკუთრებულობა და გაუგებრობა და ა.შ., მეორე მხრივ კი – თითქოს და ისინი გულგრილნი არიან მაგ. “პარალიზებული კიდურისადმი”, მათ ასევე არ აწუხებთ “სიბრმავე”, ან საუბრის შეუძლებლობა.

ავადმყოფობის ხანგრძლივობისას თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, შეიძლება გაჩნდეს ცვლილებები ხასიათში და ქცევაში. ავადმყოფები ღიზიანდებიან, ეგოისტურები ხდებიან, მათ ქცევაში ჩნდება დემონსტრაციულობის, თეატრალურობის ხასიათი. ისინი მიისწრაფიან ნებისმიერ ფასად მიაქციონ ყველას ყურადღება მხოლოდ თავისი პერსონისაკენ. მათ ადვილად ეცვლებათ ხასიათი. თანაც თავის მოქმედებებში ისინი ჩვეულებისამებრ ხელმძღვანელობენ თავიანთი ქცევის არა ლოგიკური შეფასებით, არამედ თავისი ემოციური განცდებით. ყველა ნიშან–თვისება ამტკიცებს იმას, რომ დაავადებამ მიიღო ქრონიკული ხასიათი და მისი მკურნალობისათვის საჭირო იქნება მნიშვნელოვანი ძალების მოკრება არა მხოლოდ ავადმყოფის და მისი ნათესავების, არამედ ექიმ–ფსიქიატრების მხრიდანაც.

უნდა გვახსოვდეს, რომ ისტერიული ნერვოზის გამოვლენა ვლინდება ავადმყოფისათვის აუტანელ “გამოუვალ” მდგომარეობაში, რაც ერთგვარი დაცვაც არის. ამიტომ დაავადების უარყოფამ გარშემომყოფების მხრიდან ისეთი რჩევებით, როგორიცაა: “თავი ხელში აიყვანე”, “არანაირი ავადმყოფობა არ ასებობს, ეს უბრალოდ ნერვებია”, შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება. თუ ისტერიული რეაქცია წარმოიშვა, საჭიროა, ავადმყოფობის ფაქტის უარყოფის გარეშე ავადმყოფის დაწყნარება, მისი დაწვენა ლოგინში, ოთახიდან ყველა თანაგრძნობი პირების გამოწვევა სრული დამშვიდების საბაბით, წყლის მიწოდება და ა.შ. იმასთან დაკავშირებით, რომ ისტერიული დარღვევების და მათი ხანგრძლივი დროით ფიქსაციისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს შთაგონება და თვითშთაგონება, არ შეიძლება ავადმყოფის თანდასწრებით ზედმეტი შფოთვის, მოუსვენრობის გამოვლენა, ავადმყოფის თანდასწრებით განიხილებოდეს მისი მდგომარეობის სიმძიმე, ექიმების და მედპერსონალის მოქმედებები.

მას შემდეგ, რაც ისტერიული რეაქციის სიმპტომები გაივლის, დამამშვიდებელ საუბრებში აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ავადმყოფობა განპირობებულია აღელვებით და განცდებით, და რადგან დაავადების მიზეზები ცნობილია, შესაძლოა ავადმყოფის გამოჯანმრთელება. პროფილაქტიკა შედგება იმ ფაქტორების აღმოფხვრაში, რომლებიც არასასურველ ზეგავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე. სასარგებლოა სისტემატური შრომა, სპორტით, სეირნობა ისტერიის პირველი სიმპტომების გამოვლენისას.

აკვიატებული მდგომარეობები

ობსესური სინდრომი (აკვიატების სინდრომი) – მდგომარეობა, რომელიც კლინიკურად , ავადმყოფის სურვილის გარეშე, გამოიხატება გრძნობების, შიშების, მოგონებების მოზღვავებით, მაგრამ ამავდროულად მათი მტკივნეულობის და კრიტიკულობის გათვითცნობიერებით. აკვიატების უაზრობის შეცნობის მიუხედავად, ავადმყოფებს არ შეუძლიათ დასძლიონ იგი. აკვიატებები იყოფა:

· ფიგურალურ ან მგრძნობელობით აკვიატებად, აფექტის განვითარებით (ხშირად მძიმე ხასიათის).

· აფექტურ–ნეიტრალური შინაარსის აკვიატებები.

მგრძნობელობითი ხასიათის აკვიატებებს განეკუთვნება: აკვიატებული ეჭვები (აკვიატებულად წარმოქმნილი ეჭვი ლოგიკის და გონიერების საწინააღმდეგოდ შესრულებული და შესასრულებელი მოქმედებების სისწორის შესახებ, მაგალითად ჩაკეტა კარი თუ არა); მოგონებები (მკვეთრი „ხილვა“ არადამაჯერებელი ზოგჯერ აბსურდული სიტუაციებისა, მაგალითად იმის წარმოდგენა, რომ ვიღაცა მოუკლავს); ლტოლვა (ლტოლვა რაიმე მკაცრი ან უკიდურესად სახიფათო მოქმედების შესრულებისადმი, რომელსაც თან ახლავს შიშის, ელდის გრძნობა, მაგალითად ხელი შეახოს გაშიშვლებულ სადენებს); მოქმედებები (მოძრაობები, შესრულებული ავადმყოფის სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგალითად აკვიატებული ხელის კაკუნი); შიშები (აკვიატებული და უაზრო სიმაღლის შიში, ღია ან დახურული სივრცეების, მწერების შიში, დაბინძურების და დასენიანების შიში); ანტიპათიის აკვიატებული შეგრძნება (აკვიატებული მკრეხელური, წამბილწველი აზრები ახლობელი ადამიანისადმი). აკვიატებულ შიშებს ხშირად თან ახლავს რიტუალების განვითარება – მოქმედებები, რომლებიც ატარებენ შელოცვების მნიშვნელობას, და რომლებიც სრულდება მიუხედავად კრიტიკული დამოკიდებულების აკვიატებისადმი არ არსებული უბედურების თავდაცვის მიზნით: მაგალითად ავადმყოფმა უნდა ორჯერ დაატკაცუნოს თითები იმისათვის, რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდეს. ზოგიერთ შემთხვევაში პირველადი შიშები აღარ არიას აქტუალური ავადმყოფს კი უნარჩუნდება მხოლოდ დამცველი რიტუალები, რომლებიც ტრანსფორმირდებიან აკვიატებულ მოქმედებაში. აფექტურ–ნეიტრალური შინაარსის აკვიატებები. აკვიატებული ტვინის ჭყლეტა აკვიატებული ანგარიში ტერმინების აკვიატებული გახსენება ნეიტრალური მოვლენების აკვიატებები

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი