ჯეკ კერუაკის აზრები

0
1199

1. აწარმოე საიდუმლო დღიურები საკუთარი სიამოვნებისთვის;

2. იყავი ყველაფრის მიმართ გახსნილი;

3. შეეცადე არასოდეს დათვრე შენი სახლის გარეთ;

4. იყავი შეყვარებული საკუთარ ცხოვრებაზე;

5. ის, რასაც გრძნობ, ყოველთვის იპოვის საკუთარ ფორმას;

6. იყავი გადარეული და იდეისთვის თავზეხელაღებული;

7. გაუბერე იმდენად, რამდენადაც საჭიროდ ჩათვლი;

8. დაწერე ის, რაც შენი გონების ყველაზე შორეულ ფსკერზეა დალექილი;

9. გქონდეს ინდივიდუალური ხედვა;

10. დროს პოეტურ წიაღსვლებში ნუ დაკარგავ, მთავარი რეალობაა;

11. მიენდე მკერდიდან მომავალ შეგრძნებებს;

12. გადაეშვი კონკრეტული საგნის შენ წინაშე წარმოდგენის ტრანსში;

13. თავი დააღწიე გრამატიკულ და სინტაქსურ შეზღუდვებს;

14. როგორც პრუსტი, იყავი შენი დროის დაბოლილი ადამიანი;

15. შიდა მონოლოგში ყოველთვის უთხარი მსოფლიოს სიმართლე;

16. მთავარი ყურადღება თვალის სარკეში არეკლილ თვალს უნდა მიაპყრო;

17. შეინარჩუნე საკუთარი ნაწერით გაოცების უნარი;

18. იცურავე სიტყვების ზღვაში;

19. შეეგუე ცხოვრებისეული უიღბლოს ტიტულს;

20. ირწმუნე ცხოვრების წმინდა კონტურები;

21. იბრძოლე იმისთვის, რომ აღმოაჩინო და აღწერო ნაკადი, რომელიც უკვე არსებობს შენს გონებაში;

22. წარმოიდგინე სცენები და არა სიტყვები;

23. თვალი ადევნე შენს ყოველ დღეს;

24. არასოდეს შეგრცხვეს ან იამაყო საკუთარი გამოცდილებით, ცოდნითა და მეტყველებით;

25. წერე იმისთვის, რომ მსოფლიომ წაიკითხოს და აღიქვას შენ მიერ დახატული სურათი;

26. იმისათვის, რომ სრულად გამდმოსცე გმირის ხასიათი, არაადამიანურ მარტოობაში უნდა გაეხვე;

27. შემოქმედება უნდა იყოს ველური, არაორგანიზებული, წმინდა, შიგნიდან მომავალი, რაც უფრო გიჟური იქნება, მით უკეთესი;

28. გახსოვდეს, რომ ყველა დროის უდიდესი გენიოსი ხარ;

29. მიწიერი სცენების შემოქმედები არამიწიერი ძალებისგან იღებენ რესურსებს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი