„რეალობა“  მატერია და ცნობიერება

0
395

რომელი განპირობებს რომელს?

ჩვენ რასაც რეალობას ვეძახით ანუ მატერია – ეს არის მხოლოდ ხილული. ის რაც შეიძლება დაინახო, შეიგრძნო, მოისმინო, შეეხო, დაყნოსო…

არსებობს რამე მის მიღმა? არის მატერია უსასრულო?

მატერია არის ის, რაც დევს ზედაპირზე და ის, რაც დახვეულა კოლექტიური გონის ეგოცენტრიზმზე. მატერია არ არის არსი და ყველაფერი, ის ილუზიაა, ეგოცენტრული თამაშებია, გალოგრამული გამოსახულებაა და მის მიღმა გაცილებით საინტერესო ნაკადებია, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.

 3 შრე – აი,რისგან იქმნება ის რეალობა და მატერია სადაც ვცხოვრობთ, მოცემულ მომენტში.

პირველი, მატერია

მეორე, ენერგია

მესემე, ცნობიერება

თავიდან მეცნერება ამტკიცებდა, რომ მისტიკოსებს ეს ყველაფერი ეჩვენებათ, ელანდათ ან ესიზმრებათ. რადგან, მეცნიერება მხოლოდ ხილულზე იყო კონცენტრირებული და მხოლოდ მატერიას აღიარებდა. თუმცა, მოგვიანებით შეისწავლეს მატერია (კვანტური ფიზიკა) და აღმოაჩინეს ენერგიები, ანუ მატერიის მიღმა არის ენერგიების ნაკადი (არ გავჩერდები – რისგან შედგება, რა წარმოშობს, როგორ მიედინება, რა განპირობებს ამ სახის მატერიას და არა სხვას…). უფრო ღრმადაც ჩავიდნენ და მიადგნენ ცნობიერს. გააშიშვლეს ენერგია და ხელში შერჩათ დამკვირვებელი, მოწმე.

ფიზიკური სხეულის მაგალითზე განვიხლოთ:

სხეული  ეს არის ხილული. ეს არის ის, რაც ვხედავთ. მაგრამ თუ მიკრისკოპულად დავაკვირდებით აღმოვაჩენთ უსასრულო ენერგიების ნაკადს, ნაწილაკების, ატომების, კვანტის სახით… აღმოსავლურ ფილოსოფიაში ეს განიხილება , როგორც სასიცოცხლო, არსების  ნაკადები და ეძახიან პრანას (სასიცოცხლო ენერგიას). ფიზიკური სხეული ცოცხალია მხოლოდ იმის წყალობით, რომ მასში ენერგიები მიედინებიან. და თუ კიდევ უფრო ღრმად შეეცდებით ჩახვიდეთ, მიადგებით – ცნობიერებას და დამაკვირვებელს. სწორედ, რომ ეს დამკვირვებლობა წარმოადგენს ცნობიერს. 

ადამიანი არ არის მხოლოდ სხეული,

ადამიანი არ არის მხოლოდ რასაც ფიქრობს (გონება)….

მას თავისუფლად შეუძლია გააცნობიეროს გონებაში მოარული აზრების კორიანტელი. აზრები დაინახოს, დაიჭიროს და რაღაც გაუკეთოს: სრულად გააქროს და აზრების გარეშე დარჩეს, ან მოახდინოს ცნობიერის კონცენტრაცია რომელიღაც ერთ აზრზე, აიკვიატოს ან შეუძლია, უფლება მისცეს იდინოს აბობოქრებული ან მშვიდი მდინარესავით, შეუძლია, ისწავლოს აზრების ისე მართვა, რომ გააქროს იქამდე, სანამ არ გაქრება სრულად, ეს კი მიიყვანს ახალ კარებთან, რომლის მიღმა მხოლოდ ვაკუუმია. ადამიანი, შეიძლება ყველაფრისგან განიძარცვოს, მაგრამ ერთადერთი რამ, რასაც ვერ გააქრობს ეს არის ვაკუუმზე დამკვირვებელს, მოწმეს.

ერთადერთი, რისგანაც შეუძლებელია გადგეს – ეს დამკვირვებლური ენერგიაა. სწორედ ის პასუხობს კითხვას: ვინ ვარ? თუ „რა ვარ?“. აი, მისგან გამოყოფას კი უკვე ვეღარ შეძლებს, მას ვერსად გაექცევა. შეუძლია განიძარცვოს ყველა დანარჩენისგან: შეუძლია, ჩაწვდეს იმას, რომ არ არის სხეული, არც აზრები, მაგრამ  ვერ შეძლებს, ჩაწვდეს რომ არ არის დამკირვებელი, მოწმე. რადგან რაც არ უნდა გააკეთოს (დამკვირვებელი) არის ყველგან, ესწრება და მოწმობს ყოველ ქმედებას. სწორედაც, რომ ეს დამკვირვებლობა არის ცნობიერიება. თუ კი ადამიანი ვერ ჩადის იმ წერტილამდე, სადაც შეუძლებელი ხდება დაყოფა, ეს ნიშნავს რომ ჯერ კიდევ არ მისულა თავთან და ყოფიერების არსთან.

ამ დონეზე ჩასვლა მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ, არა ერთ ადამიანურ ცხოვრებაში. აღმოსავლურ სწავლებებში (რასაკვირველია, არა მარტო) არსებობს მეთოდები, რომელთა დახმარებით „მოსიარულე“ „მაძიებელი“ ახდენს გამონაკლისს და ხდება გასხივოსნებული. ისინი გამორიცხავენ – თავიდან სხეულს, შემდეგ ჭკუის და გონებას ეგოცენტრულ „თამაშებს“ და ბოლოს მიდიან იმ წერტილთან, სადაც დამკვირვებელი ვეღარაფერს ვეღარ გამორიცხავს.

არსებობს კითხვების დასმის შემდეგი მეთოდი: როდესაც, რაღაც გინდა, რაღაცაზე ფიქრობ ან რამე გაწუხებს – ვის უნდა ეს? ვინ ფიქრობს ამას? ვის აწუხებს ეს? ვინ ვარ მე?

საკუთარ თავთან ამ კითხვების ხშირად დასმით, ბუნებრივად, ძალდატანებით პასუხის ძიების გარეშე, პასუხი თავად იშობა, როცა ამის დრო მოვა – იქ, სადღაც სიღრმეში, შეგრძნების, სინათლის სახით და რჩება „მე“ – არა როგორც სისხლი-ხორცი ან ფიქრი …. არამედ, როგორც რაღაც დიდი, სუფთა ცნობიერი და ის იქცევა სწორედ ისე, როგორც იქცევა მხოლოდ ცნობიერი.

ყველაფერი, რაც არის არსებობაში (მატერიაში) – არის გამოვლინება სწორედ, ამ ცნობიერების უბრალო ტალღა, მხოლოდ კრისტალიზაცია – სხვა არაფერი არ არსებობს.

რა მძიმე (აზრებით და ემოციებით )ცნობიერება სჭარბობს  ჯერ ინდივიდის, მერე კოლექტიურ გონში, იმ ცნობიერების ჰალოგრამული გამოსახულება ჩნდება ადამიანის, ერის და მსოფლიო რეალობაში. რეალობის შეცვლა გამოსხულებასთან ბრძოლაში კი არა, სუფთა ცნობიერამდე ჩასვლაში და ფირზე ნგატივის „შეცვლაშია“.

მაგრამ ამასთან უნდა მიხვიდე…

მაგრამ ეს უნდა შეიგრძნო „მთელი არსებით”

მოამზადა თამარ კვარაცხელიამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი