ნაპოლეონ ჰილის წარმატების მნიშვნელოვანი პრინციპები

0
378

ნაპოლეონ ჰილი  დაიბადა 1883 წელს სიღარიბეში. 10 წლის ასაკში დაეღუპა დედა და ორი წლის შემდეგ მამამისი კიდევ ერთხელ დაქორწინდა. მოზარდობის პერიოდში გამოკვეთილი იყო მისი მეამბოხე ხასიათი, მაგრამ ჩამოყალიბდა დიდებულ პიროვნებად. ის გახდა ენდრიუ კარნეგის მრჩეველი, რომელიც შემდეგში დაეხმარა წარმატების ფილოსოფიის
ჩამოყალიბებაში.

,,იფიქრე და გამდიდრდი” შეიძლება ითქვას, რომ არის ნომერ პირველი ინსპირაციული კლასიკა ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურებისგან სწავლებით. ნაპოლეონ ჰილმა 20 წელი მიუძღვნა ბიზნესში 500 ყველაზე წარმატებული ადამიანის მიღწევების გამოკვლევას.

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ საშუალება გაქვთ გაანალიზოთ და ისწავლოთ ის მნიშვნელოვანი პრინციპები, რომელიც აუცილებელია წარმატებისთვის. “იფიქრე და გამდიდრდი” საუკუნო კლასიკაა, რომელიც ბევრი ადამიანის გზამკვლევი გახდა წარმატების გზაზე.

სურვილი – სურვილი საწყისი წერტილი დ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია წარმატების
გზაზე. შენი სურვილი ზუსტი სურათია იმისა, თუ ვინ გახდები მომავალში. ხალხი ყოველთვის ამბობს: “მე ვიცი რაც მინდა, მაგრამ შემიძლია კი მივიღო ის?” პასუხია -კი! ჩვენ, ყველას გვყავს მბრძანებელი ჩვენში, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ არ გვექნებოდა სურვილი რამის მიღწევის, თუ არ შეგვეძლებოდა მისი მიღწევა. ნებისმიერი რამ, რასაც გულით ვისურვებთ მიღწევადია! როგორ შეიძლება გავარჩიოთ ეს ნამდვილი სურვილია თუ არა? თუ მის მისაღწევად ფრთხილად ვიქცევით, მაშინ ეს არ არის ძლიერი სურვილი. თუმცაღა, თუ ნამდვილად გინდათ მისი მიღწევა და მზად ხართ გადაწვათ ყველა ხიდი მის მისაღწევად და თქვათ, რომ უკან არასოდეს დაიხევთ მაშინ კი, ეს ის არის!! შენ უნდა გაამხნევო შენი თავი ნებისმიერი დაცემის შემთხვევაში და ამაღლდე იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას, რომელიც ასე ძალიან გინდა! ნაპოლეონ ჰილი აღწერს 6 საფეხურს წარმატების მისაღწევად. ქვემოთ აღწერილი მაგალითი საუბრობს მეტი ქონების ფლობაზე, თუმცაღა შეიძლება მოერგოს ნებისმიერ სხვა სურვილს:

1.თქვენს გონებაში ჩამოაყალიბეთ თანხის ის რაოდენობა რაც გინდათ,რომ
გქონდეთ ანგარიშზე.

2.განსაზღვრეთ, რას მისცემდით ამის სანაცვლოდ.

3.განსაზღვრეთ დროის ლიმიტი, როცა გექნებათ ეს თანხა.

4.მოამზადეთ ზუსტი გეგმა და დაიწყეთ მოქმედება.

5.წინა 4 გეგმაზე დაყრდნობით დანიშნეთ დროის ლიმიტი მის განსახორციელებლად
და გეგმა რის გაკეთებას აპირებთ სანაცვლოდ.

6.წაიკითხეთ თქვენი შედგენილი გეგმა ხმამაღლა დაძინებამდე და დილით გაღვიძების შემდეგ. წაკითხვის დროს წარმოიდგინეთ, რომ უკვე გიდევთ ეს თანხა ანგარიშზე.

რწმენა სასიცოცხლოა იმის გაანალიზება, რომ აუცილებელია გქონდეს რწმენა შენი ყველაზე დიდი სურვილის მისაღწევად. გახსოვდეთ, რომ ვერასოდეს ვერ მიაღწევთ თქვენს
დასახულ მიზანს თუ არ გწამთ მისი. ნაპოლეონ ჰილი შთაგვაგონებს, რომ რწმენა
ადამიანის გონების მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული მუდმივი
მტკიცებით შენს ქვეცნობიერში. სხვა მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს რწმენის
ჩამოყალიბებას არის შეიქმნა გონებაში მენტალური სურათი იმისა, თუ რასაც გინდა
რომ მიაღწიო.

ავტოშეთავაზება ეს მეთოდია, რომელიც ეხმარება შენს ქვეცნობიერს იმუშაოს შენზე მრავალჯერადად. ეს უნარია აიძულო შენი გონება მოახდინოს კონცენტრაცია მთავარ მიზანზე, მიიღოს იგი, აღიაროს როგორც ფაქტი და შემოგთავაზოს მისკენ მიმავალი
შესაძლებლობები. მას შემდეგ რაც მოვახდენთ ამ ყველაფრის კომბინირებას
სამუშაოსთან რომელიც აღვწერეთ პირველ პრინციპში ნაპოლეონ ჰილი გვირჩევს
დავწეროთ ჩვენი მიზანი ფურცელზე დროის ლიმიტთან ერთად და აღვწეროთ ის
სერვისები რის მიცემასაც ვაპირებთ ამის სანაცვლოდ. რამოდენიმე წუთი დაუთმეთ
საღამოს და დილით ამ წინადადებების გამეორებას. შეინახეთ რამოდენიმე
ეგზემპლარი თქვენს ირგვლივ მანამ, სანამ არ გაგიჯდებათ ეს გონებაში. ამ ნაბიჯების
გათვალისწინებით თქვენ მოახერხებთ ავტო-შეთავაზების პრინციპის ჩამოყალიბებას
.
სპეციალიზირებული ცოდნა იმისათვის რომ იყო წარმატებული უნდა გქონდეს სპეციალიზირებული ცოდნა იმისა, თუ რას გასცემ იღბალის სანაცვლოდ. ადამიანები ყოველთვის ამბობენ “ცოდნა ძალაა”. თუმცაღა, ცოდნა მხოლოდ ნაწილობრივი ძალაა. ცოდნა ძალაა მხოლოდ მაშინ, როცა განსაზღვრულია ზუსტი გეგმა მის განსახორციელებლად. თუ თქვენ არ გაგაჩნიათ ყველა საჭირო ცოდნა მაშინ საჭიროა შეისწავლოთ თქვენი სუსტი მხარეები.

ეს შესაძლებელია გაკეთდეს შემდეგნაირად :

ყოველდღიურად გაიგეთ მეტი იმ სფეროს შესახებ რომელშიც მოღვაწეობთ.

აიღეთ ნებისმიერი კურსი, რომელსაც გთავაზობთ თქვენი სფერო.

გაიცანით ადამიანები რომლებიც კარგად იცნობენ თქვენს სფეროს

მიიღეთ “მმართველი გონების” დახმარება.

წარმოსახვა ეს პრინციპი გვახსენებს რამდენად ძლიერია წარმოსახვის უნარი ადამიანში და
რამდენად მნიშვნელოვანია ის დიდებული მიზნების მისაღწევად. ნათქვამია, რომ ადამიანს შეუძლია შექმნას ყველაფერი რასაც წარმოიდგენს ! ჩვენი წარმოსახვა სამუშაო მაგიდაა სადაც იქმნება ყველა გეგმა ადამიანის მიერ. როგორც ნაპოლეონ ჰილი ამბობს: “ნებისმიერი რამ რასაც წარმოიდგენ, შეიგიძლია მიაღწიო”. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი წარმოსახვა რათა ვიფიქროთ სხვადასხვა საქმის უკეთ გაკეთების შესაძლებლობებზე. დავფიქრდეთ რისი შეცვლაა აუცილებელი და მზად ვართ თუ არა ჩვენ ამ ცვლილებებისთვის. დღევანდელ დღეს, ნაპოლეონ ჰილი აღნიშნავს, რომ რთულ სიტუაციებში ჩვენი წარმოდგენა ჩვენი მეგობარია გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენს წარმოსახვის უნარს ვიდგეთ ჩვენს პრობლემებზე მაღლა.

ორგანიზებული გეგმა ამ ნაწილში ნაპოლეონ ჰილი საუბრობს განსაზღვრული გეგმის ქონის
მნიშვნელობაზე მიზნების მისაღწევად. ადამიანი გეგმის გარეშე ეს იგივეა, რაც ნავი
ნიჩბის გარეშე. ვერსად ვერ წახვალ, თუ კატასტროფის ალბათობა დიდია. ნებისმიერი
პიროვნება ვინც იმაზე მეტად გაიზარდა ვიდრე “საშუალო” მოსწრების ადამიანი,ყოველთვის ქონდა დასახული გეგმა სამოქმედოდ. როდესაც ჩაიფიქრებთ გარკვეულ გეგმას გამოიყენეთ ნებისმიერი პიროვნების ინტელექტი და შესაძლებლობები თქვენი მიზნის მისაღწევად. ნაპოლეონ ჰილი აღწერს 11 თვისებას,რომელიც დამახასიათებელია დიდებული ლიდერისთვის. ესენია:

1.შეუდრეკელი სიმამაცე
2.საკუთარი თავის კონტროლი
3.სამართლიანობის მაღალი გრძნობა
4.გადაწყვეტილების სიმტკიცე
5,გეგმის სიმტკიცე
6.ჩვევა გააკეთო იმაზე მეტი,ვიდრე გიხდიან
7.სასიამოვნო პიროვნულობა
8.თანაგრძნობა ურთიერთგაგება
9.დეტალებზე ორიენტირებულობა
10.სურვილი ჰქონდეს სრული პასუხისმგებლობა
11.ურთიერთ თანამშრომლობა

გადაწყვეტილება წარმატებული ადამიანების ყველაზე გავრცელებული თვისებაა ჰქონდეს უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები სწრაფად და ცვალოს ისინი რაც შეიძლება ნელა.
საპირისპიროდ, ზარმაცი ადამიანები ეწევიან პროკრასტინაციას, სჭირდებათ დიდი დრო გადაწყვეტილების მისაღებად და ცვლიან მათ ხშირად. 25 000 ბიზნესმენის გამოკითხვის თანახმად, ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ისინი წარმატებას ვერ აღწევდნენ იყო გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უუნარობა. იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული თქვენ უნდა ებრძოლოთ პროკრასტინაციას. ერთი რამ რაც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის გქონდეთ განსაზღვრული მიზნები. ასევე, როცა იღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას არავინ ჩარიოთ თქვენს კომპეტენციაში, გარდა თქვენი “მმართველი გონების“ ჯგუფისა, ასევე დარწმუნდით ვის ირჩევთ ამ ჯგუფის წევრებად.
და დაიმახსოვრეთ: თუ გადაწყვეტილება ღირს ყველაფრად, მაშინ მიეჯაჭვეთ მანამ
სანამ იგი სრულად ამუშავდება.

შეუპოვრობა ეს თვისება ხშირად გამოიყენება განმასხვავებელ ფაქტორად წარმატებულ და
წარუმატებელ ადამიანს შორის. შეუპოვრობის სიმცირე არის ის, რაც თამაშობს ყველაზე დიდ როლს დაცემის შემთხვევაში. ძალიან ხშირად, როდესაც ვფიქრობთ რომ ყველა იმედი გადაწურულია – სწორედ აქ იკვეთება შეუპოვრობის როლი და თუ ჩვენ ვართ საკმარისად შეუპოვარი ვხედავთ წარმატების პირველ ნიშნებსაც. შეუპოვრობა გონების მდგომარეობაა, გამომდინარე აქედან მისი კულტივაცია შესაძლებელია. შეუპოვრობის სიმცირე შეიძლება გადავხლახოთ მუდმივი ცდით. ის გამოწვეულია ძალიან ბევრი მიზეზით და მათ შორისაა:

მიზნის კონკრეტულობა უნარი იცოდე რა გინდა

სურვილი

საკუთარი თავის ნდობა

ზუსტი ცოდნა

ნებისყოფა

ჩვევა-შეუპოვრობა ჩვევის პირდაპირი შედეგია

მმართველი გონების ძალა წიგნის სხვადასხვა ნაწილში ნაპოლეონ ჰილი ხშირად მიმართავს “მმართველ გონებას”. “მმართველი გონება” შეიძლება განისაზღვროს როგორც ცოდნისა და ძალისხმევის კოორდინაცია ჰარმონიაში ორ ადამიანს შორის რომელთა საერთო მიზანია მიაღწიოს დასახულ მიზანს. ამ პრინციპის მიზანია ჩამოვაყალიბოთ
ინდივიდთა ჯგუფი რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და მიზნებს. როცა 2
ან მეტი გონება იკრიბება ისინი ქმნიან მესამე ინტეგრირებულ ძალას ან კიდევ მესამე
გონებას.

გამომდინარე აქედან, ჩამოაყალიბეთ “მმართველი გონება” ,რომელბიც იმუშავებენ
ერთიდაიგივე მიზანზე. აირჩიეთ გუნდის წევრები ფრთხილად, დარწმუნდით, რომ ეს
ის ადამაინები არიან ვისაც ენდობით, შრომისმოყვარენი. შეხვდით მათ
რეგულარულად. შედეგად თქვენ მიაღწევთ თქვენს მიზანს უფრო სწრაფად.

სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციის საიდუმლო ამ ნაწილის მთავარი აზრია გყავდეს ისეთი მეორე ნახევარი გვერდით, რომელიც დაგეხმარება შენ დასახული მიზნის მიღწევაში. ნაპოლეონ ჰილი საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია გყავდეს მხარდამჭერი შენს გვერდით. ნებისმიერი დიდებული მამაკაცის გვერდით, დიდებული ქალია. ნაპოლეონი იყო ინსპირირებული ჯოზეფინის მიერ და ამბობდა “ქალმა შეიძლება კაცი ან ააღზევოს ან დააქციოს” .

ქვეცნობიერი ქვეცნობიერი არის გონების ის ნაწილი, სადაც ყოველი იმპულსი წვდება მიზანს და ააქტიურებს 5 გრძნობიდან ერთ-ერთს. თუმცაღა არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი ქვეცნობიერის შესახებ-ის უკიდეგანოდ ძლიერია. მას შეუძლია გადაჭრას ყველა
პრობლემა სწორად გამოყენების შემთხვევაში. საჭიროა დავლექოთ ჩვენს ქვეცნობიერში ჩვენი თავის ის სურათი ვინც გვინდა რომ ვიყოთ და გავაკეთოთ ეს რაც შეიძლება ხშირად. ამ დროს უნდა ვიცოდეთ რა გვინდა ზუსტად – ეს სურათი უნდა შეერწყას ემოციებს და რწმენას რომ მივიღოთ სრული ეფექტი. გახსოვდეს-შენი ქვეცნობიერი არასოდესაა უმოქმედოდ. ის მუშაობს დღე და ღამ შენი სურვილებისა და ფიქრების მისაღწევად. გამომდინარე აქედან, თუ მას არ მივაწვდით პოზიტიურ ფიქრებს და სურათებს ის ჩაიციკლება უარყოფითი ემოციების გამომუშავებაზე.

ტვინი ტვინი საოცარი ორგანოა, რომელიც იქნება ნეირონების უჯრედებით. ის ყველაზე
ძლიერი ძალაა რომელსაც დედამიწა დღესდღეისობით იცნობს. წარმოუდგენელია,
რომ ის არსებობს იმისათვის რომ უზრუნველყოს სხეულის ზრდა და განვითარება.
სამარცხვინოა, რამდენად ნაკლებად ესმის “საშუალო პიროვნებას“ ტვინის
ეფექტურობა, გონება რომელიც დაკავშირებულია მასთან – ცნობიერი და
ქვეცნობიერი. ამიტომ დაავალე მას ნებისმიერი საქმე რომლის გაკეთებაც გაქვს
გადაწყვეტილი და ნახე როგორ სრულფასოვნად შეასრულებს ის მას.

მეექვსე გრძნობა მეექვსე გრძნობა შეიძლება განისაზღვროს როგორც ინტელექტი, რომელიც კომუნიკაციას ახდენს ინდივიდის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ეს ქვეცნობიერის ის ნაწილია რომელსაც ჩვენ “კრეატიულ წარმოსახვას” ვეძახით. ის ასევე ცნობილია
როგორც “მიმღები სიგნალი “ რომელის მეშვეობითაც გეგმები და ფიქრები იელვებს
გონებაში. ის შეიძლება ათვისებული იქნას წინა პრინციპების აღქმის შემდგომ.
გამომდინარე აქედან, მეექვსე გრძნობის გამოყენების უნარი გვექნება ყველა
დანარჩენი უნარის გამოყენების შემთხვევაში. ამიტომ დაიწყეთ მისი მორგება
დღეს ჩამოთვლილ პრინციპთან ერთად.

გახსოვდეთ-ადამიანი ქმნის იმას რაც უკვე აქვს წარმოდგენილი იმპულსებით თუ ფიქრებით. ეს იმპულსები და ფიქრები ავტომატურად გარდაიქმნებიან ფიზიკურ ეკვივალენტში მიუხედავად იმისა ეს ნებაყოფლობითია ეს თუ არა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი