ჯიმ ქერი – შთაგონებიდან წარმატებამდე

0
303

ხშირად, როდესაც  წარმატებულ ადამიანებს ვუყურებთ, ნაკლებად ვინტერესდებით რა გზა გამოიარეს მათ. გვგონია, რომ გზა, რომელიც მათ განვლეს აღმავალი იყო და გამარჯვებით 
გვირგვინდებოდა. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს უამრავი მათგანის ცხოვრება
დაბრკოლებებით და წარუმატებლობებით იყო სავსე.

ცოტამ თუ იცის, როგორი დაბრკოლებებით სავსე და რთული გზა გამოაიარა ყველასთვის საყვარელმა და ცნობილმა კომიკოსმა მსახიობმა ჯიმ ქერიმ, ვიდრე წარმატებული გახდებოდა. როგორც მსახიობი იხსენებს, სკოლაში ძალიან ჩუმი იყო და მეგობრები საერთოდ არ ჰყავდა. შემდეგ აღმოაჩინა, რომ ადამიანების გაცინებით შეეძლო მეგობრები შეეძინა. მის წარუმატებლობათა ნუსხის სათავეში დისლექსია (სწავლის შეზღუდული
შესაძლებლობა) მოექცა, თუმცა შრომისმოყვარეობისა და შეუპოვარი ხასიათის
მეშვეობით, ფენომენალური მახსოვრობა გამოიმუშავა.

კიდევ ერთი დაბრკოლება ეკონომიური სიდუხჭირე იყო. ჯიმი ოჯახთან ერთად საშიშ უბანში ცხოვრობდა და 12 წლის ასაკში სკოლის პარალელურად ჟონგლიორად მუშაობდა ღამის ცვლაში, 8 საათის განმავლობაში. სამუშაოდან იმდენად დაღლილი მოდიოდა, რომ მასწავლებლების ნათქვამი გონებაში არ შესდიოდა, არ ჰყავდა მეგობრები და ეშინოდა, რომ თუკი ვინმე დაუახლოვდებოდა, მის სამარცხვინო სიღატაკეს დაინახავდა. მსახიობი მიხვდა, რომ ეს მცირეოდენი ცოდნა და არანაირი ურთიერთობა ადამიანებთან მას შორს ვერ წაიყვანდა და 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა.

მისმა ოჯახმა გადაწყვიტა გასცლოდა ამ უიმედობით აღსავსე გარემოს და საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, ისე რომ არანაირი საარსებო წყარო გათვალისწინებული არ ჰქონდა. ჯიმი მშობლებთან და ორ და-ძმასთან ერთად ავტოფურგონში ცხოვრობდა. წარმოიდგინეთ მის ადგილას თქვენი თავი – დაკარგული თინეიჯერობის წლები, ინტელექტუალურად ჩამორჩენილი, სიღატაკის გაუსაძლისი ტვირთი, სულიერეად დათრგუნული და სირცხვილი. სწორედ ეს არასრულფასოვნების განცდა დაეხმარა მას შინაგანი ძალების მობილიზებაში, მოეძებნა საყრდენი წერტილი საკუთარ თავში, რომ უფრო და უფრო მეტად ეცადა წარმატებისკენ მიმავალი გზები.

საჯაროდ პირველად ტორონტოში, ერთ-ერთ კომიკურ კლუბში, გამოვიდა. კლუბის რეპორტიორმა შეამჩნია, რომ სხვა კომიკოსებისგან განსხვავებით, როდესაც ჯიმი სცენაზე არ იდგა, ძალიან ჩუმი იყო, აკვირდებოდა და ყურს უგდებდა ყველაფერს, ყურადღებას აქცევდა თუ რა ხდებოდა გარშემო.

მისი კარიერა არც ამის შემდგომ ყოფილა წარმატებული, თუმცა, როგორც თავად მსახიობი ამბობს, მას ყოველთვის სწამდა სასწაულების და როდესაც ჰოლივუდში საქმე არაფერი
ჰქონდა, ჯდებოდა თავის ძველ ტოიოტაში, მიუყვებოდა გზატკეცილს, ქალაქის ზემოთ მოექცეოდა, გაშლიდა ხელებს და საკუთარ თავს ხმამაღლა ეუბნებოდა:
„ყველას უნდა ჩემთან მუშაობა. მე ძალიან კარგი მსახიობი ვარ. მე უამრავი შემოთავაზება მაქვს უდიდეს ფილმებში სამუშაოდ!“  უმეორებდა საკუთარ თავს და თავს ირწმუნებდა, რომ რამოდენიმე ფილმში უკვე მიღებულიც ჰქონდა მონაწილეობა. შემდგომ უკან ბრუნდებოდა და საკუთარ თავს ამხნევებდა: „შემოთავაზება ძალიან ბევრი მაქვს, უბრალოდ ჯერ არ მესმის მათი ხმა!“ ჯიმი იხსენებს, რომ სწორედ ეს თვითშთაგონებები იყო მისთვის ერთგვარი მოტივატორი, მძიმე ოჯახური პირობებისგან თავის დაღწევისა.

1990 წელს, სწორედ იმ გზატკეცილიდან დაბრუნებისას მსახიობმა საკუთარ თავს 10 მილიონი დოლარის ღირებულების ჩეკი გამოუწერა დათარიღებული 1995 წლის პატარა მადლიერების წარწერით: „დამსახურებისათვის“. ჩეკი საფულეში ჩაიდო და საბედისწერო დღემდე ატარა. როგორც ამბობენ, დანარჩენი ისტორიაა. ჯიმ ქერის ოპტიმიზმმა და შეუპოვრობამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1995 წლისთვის უკვე წარმოუდგენლად
წარმატებულმა საყოველთაოდ ცნობილ ფილმებში („ეის ვენტურა“, „ნიღაბი“, „სულელი
და უფრო სულელი“) მთავარი როლები შეასრულა. თითოეულ ფილმში მისი ჰონორარი 20 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი