თამარ კვარაცხელია – თვითგადარჩენის არაცნობიერი პრიმიტივიზმი

0
152

რატომ ხედავს ადმიანი, „ერთსა და იგივეს“, სხვადასხვნაირად?

თავში არსებული პროგრამული უზრუნველყოფა, უზრუნველყოფს ამ ხედვას – წარმოდგენების, შეხედულებების, ფასეულობების, დამოკიდებულებების და ინტერესების სახით.

როდესაც გესმით თქვენგან განსხვავებული აზრი, თქვენ ტვინს მიეწოდება ქიმიური ნივთიერება, რომელიც გატყობინებთ – იქმნება სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია და საჭიროა, სასწრაფოდ, რაც არ უნდა დაგიჯდეთ (კივილ-წივილის, ყვირილის, თავდასხმის…), უზრუნველყოფილიქნას თავის გადარჩენა (ეს ხდება არაცნობიერად)! ამ თავდაცვით მდგომარეობაში, რაციონალურ აზროვნებაში ჩაერევა ტვინის, მეტად, პრიმიტიული ნაწილი და ლიმბური სისტემა ბლოკავს სამუშაო პროცესს, უნარს და მეხსიერებას, რაც გამოიხატება აზროვნების შეზღუდვაში.

ეს თვალნათლივ ჩანს, გაბრაზებულ – „გაცოფებული“ ადამიანის მაგალითზე, რომელც ყვირილით ცდილობს თავისი გაიტანოს ან კამათის დროს, როდესაც ვიღაც დაჟინებით ამტკიცებს თავისას და ჯიუტობს. მოცემულ სიტუაციაში რა ფასეულიც არ უნდა იყოს იდეა, აზრი, ნეიროულ დონეზე, ტვინს არ შეუძლია გადაამუშაოს ინფორმაცია. ის აღიქვამს მოწინააღმდეგის აზრს როგორც სახიფათოს, თუნდაც ეს იყოს უწყინარი იდეა, აზრი ან ფაქტი. არა და, სრულებით შესაძლებელია, სხვა გარემოში, სხვა დროს, თავისუფლად მიეღო და დათანხმებოდა.

ანუ

როდესაც, ვიღაცის აზრი განსხვავდება თქვენი აზრისგან, თქვენ აღიქვამთ მას სასიცოცხლოდ საშიშად და ირთვება თვითგადარჩენის პრიმიტიული ი ნ ს ტ ი ქ ტ ე ბ ი.

ამიტომ, სხვა დროს, როდესაც დაეჯახებით აზრთასხვაობას, ურიგო არ იქნება გაიხსენოთ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა თქვენი ოპერატიული სისტემის (პროგრამული უზრუნველყოფის) თამაშები.

პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ სამყარო (ადამიანები, სიტუაციები, გარემოებები…) სინამდვილეში ცუდია, არამედ, ის არ ესადაგება თქვენს იდეალურ შეხედულებებს.  ყველაზე ცუდი კი არის ის, რომ ეს შეუსაბამობა, არა თანხვედრა, არანაირად არ ჯდება ოპერატიულ სისტემაში.

რაშია საქმე? რატომ ხდებით აგრესიული?

სიამაყეში (ყეყეჩობა) – მასში ჩაწნულ წარმოდგენებში და ეგოცენტრისტულ ინტერესებში.

ნებისმიერი მიღწევა, ამ სამყაროში, გადაიხაზება ერთი სიტყვით – სიამაყე.

ნებისმიერი დანაშაული, ამ სამყაროში, გადაიხაზება ერთ სიტყვაში – მონანიება.

სიტყვები თავისთავად არაფერზე მეტყველებს, მხოლოდ თქვენი ხედვა, დამოკიდებულება და ქცევები ავლენს თქვენს ნამდვილ არსს.
იყავით სინათლე სიბნელეში და ნუ დაგავიწყდებათ, სინამდვილეში ვინ ხართ, მაშინ როდესცა შეხვდებით მას – „ვინც არ ხართ“. ნუ შეგეშინდებათ რამე ან ვინმე დაკარგოთ… დაკარგეთ …

პირველ რიგში, დაკარგეთ ადრინდელი საკუთარი თავი (შეხედულებები, მტკიცებულებები..) და შეეცადეთ ცხოვრება, ახალი დამოკიდებულებით, ახალიდან.

შედეგი?

ჩქარი ცვლილებების იმედით ნუ იქნებით. სივრცე, ყველაფრის და ყველას გავლით შეგამოწმებთ… და ზოგჯერ ძალიან მკაცრად… მაგრამ ვინც გაივლის – ის გმირია, პირველ რიგში, თავთან.

საპირისპირო ფაქტის არსებობის მიუხედავად, „საკუთარ სიმართლეში“ რწმენა და «მე ვარ მართალი, ეს იმას ნიშნავს რომ სხვები არიან მტყუანნი » « მე როგორც გეუბნები, ასე იქნება და მორჩა» – ძალიან დამაზიანებელი და საშიში ლოგიკაა. ლოგიკა, რომელიც სიბნელეა და არ ქმნის რამე ფასეულს.

ბრძენი უგუნურისგან ხომ იმით განსხვავდება, რომ მას „შეუძლია განჭვრიტოს და გაარჩიოს ხაფანგი და შესაძლებლობა“.. მეტიც, ხაფანგიც აქციოს შესაძლებლობად, რომ ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დადგეს.

მჯერა სამყაროში ისე, უბრალოდ და შემთხვევით არაფერი არ ხდება და რაც ხდება, ხდება სასიკეთოდ. თუ რამე მოცემულ მომენტში გვეჩვენება საშინელებად (გაკვეთილებად), სამყაროს გადმოსახედიდან ეს არის ის, რაც უნდა ხდებოდეს(ჩააბარო), გასუფთავდეს და გაიწმინდოს მოცემულ მომენტში. და ეს ასეც იქნება, თუ თქვენი ხედვები, გამოსულია ეგო-დან და სამყაროს (ადამიანების, ერის… ), სინათლის არსს ესადაგება. ის ვინც «მე ვარ მართალი და სხვა ყველა მტყანია» მოუწევს კიდევ ბევრი გაკვეთი;ების გავლა სანამ არ გასუფთავდება.

საბოლოო ჯამში, ადამიანის არს მაინც სინათლეა და სინათლე სიყვარულია…

ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენი იდეები ფაქტებით და იყავით უარის თქმისთვის მაზად, ყველაზე მტკიცე რწმუნებულებებზეც კი, თუ კი ფაქტები გიმტკიცებენ.

დააღწიე თავი, თვითგადარჩენის არაცნობიერ პრივიტივიზმს!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი