გუსტავ ლე ბონი – ბრბოს ფსიქოლოგია

0
610

ბრბო ყოველთვის დიდ როლს ასრულებს ხალხების ცხოვრებაში, სიტყვაში „ბრბო“
იგულისხმება ინდივიდების შეკრება, განურჩევლად მათი ეროვნების, პროფესიის ან სქესისა.
ბრბოში ცნობიერი პიროვნება ქრება და ბრბოდ წოდებული მთლიანობის შემდგენელი ყველა
ერთეულის გრძნობები და იდეები იძენს ერთსა და იმავე მიმართულებას, წარმოიქმნება
კოლექტიური სურვილი, რომელსაც აქვს დროებითი ხასიათი და ძალიან განსაზღვრული
თვისებები.

შეკრება გადაიქცევა ორგანიზებულ ან ზეშთაგონებულ ბრბოდ, რომელიც
წარმოადგენს ერთიან არსებას და ექვემდებარება ბრბოს სულიერი ერთიანობის კანონს. ბევრი ინდივიდის ერთად შემთხვევით ყოფნის ერთი ფაქტი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მიიღონ ორგანიზებული ბრბოს ხასიათი, ამისათვის საჭიროა რაიმე გამომწვევი მოვლენა.

ბრბოს დანაშაულს შეადგენს მხოლოდ მისი ფსიქოლოგიის კერძო შემთხვევები. ბრბოს არასოდეს შეუძლია შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ამაღლებულ გონებას
მოითხოვს. ბრბოში შეიძლება ხდებოდეს არა ჭკუის, არამედ სისულელის დაგროვება და მას
შეუძლია დამანგრეველი როლის თამაში. ბრბოში ინდივიდი იძენს დაუმარცხებელი ძალის
შეგრძნებას, მისთვის ცნება „შეუძლებელია“ არ არსებობს და იძენს ისეთ ინსტინქტს,
რომელიც მარტო მყოფს არასოდეს ექნება. მას უქრება პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ცალკეს აუცილებლად აქვს.

ბრბოს მახასიათებელია გადამდებობა, იგი ჰიპნოზური მოვლენაა. ამ დროს ინდივიდს თავისი პირადი ინტერესები ადვილად მიაქვს კოლექტიური ინტერესების მსხვერპლად, ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს , როცა ბრბოს ნაწილია.

ზეშთაგონებული ბრბოს შემადგენელი ინდივიდი ვერ აცნობიერებს თავის საქციელს,
ცნობიერი პიროვნება ქრება, ჭარბობს არაცნობიერი პიროვნება, რომელიც მიისწრაფის
სასწრაფოდ მოიყვანოს მოქმედებაში შთაგონებული იდეები, რადგან აღარ ეკუთვნის თავის
თავს, იზოლირებულ მდგმარეობაში შეიძლება იყოს კულტურული ადამიანი, ბრბოში ის
ბარბაროსად გადაიქცევა.

ბრბოს მახასიათებელი თვისებებია: იმპულსურობა, გაღიზიანებლობა, გააზრების უუნარობა, მსჯელობისა და კრიტიკის უნარის არარსებობა, გადამეტებული მგრძნობელობა და მრისახება.

ბრბოს ყოვეთვის ყავს წინანძღოლი, რომელსაც ბრბოს ყველა ინდივიდი ემორჩილება.
ბრბოში ბელადი მხოლოდ წინამძღოლია, მისი როლი მნიშვნელოვანია, მისი ნება არის
ბირთვი , რომლის გარშემო ერთიანდება აზრები, თუმცა წინამძღოლი ხშირ სმთხვევაში არ
მიეკუთვნება მოაზროვნეთა რიცხვს, ისინი მოქმედების ადამიანები არიან. წინამძღოლები
ძირითადად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი სიგიჟის ზღვარზე მყოფი ნახევრად შეშლილი
ადამიანები არიან, ხელმძღვანელის ძალაუფლება მეტად დესპოტურია, მაგრამ სწორედ ეს
დესპოტიზმი აიძულებს მათადმი მორჩილებას.

ბრბოს ორი სახეობა არსებობს: ა) არაერთგვარი ბრბო (პროფესიული და გონებრივი
განვითარებით აბსოლუტურად განსხვავებული ინდივიდები).

ბ) ერთგვაროვანი ბრბო (გარკვეული სექტები კლასები და კასტები ).

ბრბო შეიძლება იყოს დანაშაულებრივი კანონის თვალსაზრისით, მაგრამ არა თვალსაზრისით ანუ შეხედულებებით.

1. ქველმოქმედება ბრბოს ცოდვებს იწვევს.

2.რელიგია ბრბოს ოპიუმია.

3.ბრობს თუ გაყევი მასში დაიკარგები.

4.ხალხი ბრბოა, ხანდახან რომ ხალხი ქვია.

5.ბრბო კულტურისს დეფიციტის პროდუქტია.

6.ბრბო- ემოციების ბატონობაა გონებაზე.

7.ბრბოს თითოეული წარმომადგენელი ინდივიდუალურად  აზროვნების უნარს კარგავს.

8.ადამიანები მაშინ არიან საშიში როცა ბრბოდ იქცევიან.

9.თუ საზოგადოება უთქმელია, ხალხი გადაიქცევა ბრბოდ.

10.ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია.

11.მომხიბლავი ქალი არ მიყვება ბრბოს, ის პიროვნებაა.

12.არ შეგიძლიათ, თქვენი თავის იზოლირება ბრბოდან, მაშინაც კი როდესაც თქვენ გსურთ ეს.

13.არასდროს დაგეხმარებათ ბრბოდან გაქცევა.

14.სოფლის ბრბოს ყოველთვის აქვს მხიარულება.

15.თითოეულ ბრბოს აქვს ვერცხლის სარჩული.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი