არისტოტელეს ,,რიტორიკა”

0
178

ამონარიდები არისტოტელეს გენიალური ფილოსოფიური ქმნილებიდან – „რიტორიკა”

„ვინც ცუდად იცავდა სხვას, ვერ გამოდგება ჩვენს დამცველად”.

„თუ არსებობს მიზეზი, არსებობს შედეგიც და თუ მიზეზი არ არსებობს, არც შედეგი
არსებობს, რადგან მიზეზთან ერთად არსებობს ისიც, რის მიზეზიც ის არის და მიზეზის
გარეშე არაფერი არ არსებობს”.

„თუ ღმერთებმა არ იციან ყველაფერი, მით უფრო ნაკლებ ეცოდინებათ ადამიანებს”.

„თუ სამართლიანი არაა ვბრაზობდეთ იმაზე, ვინც უნებური ბოროტება ჩაიდინა, მაშინ არც
იმათ უნდა ვუმადლოდეთ, ვინც იძულებით გაგვიწია ქველმოქმედება”.

„ვინც ცუდად უვლიდა სხვის ცხენებს, მას ვერ მივანდობთ ჩვენსას”. 

„პოლიტიკურ ბრძოლებში სიტყვა ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც სადავო საკითხი
უნდა გადაჭრას”.

„თუ ორმაგი არსებობს, ნახევარიც იარსებებს და თუ ნახევარია, ორმაგიც იქნება”.

„ყოველი სახის სიტყვას განსხვავებული მიზანი აქვს”.

„მთავარია არა ადამიანის კანის ფერი, არამედ მისი სულიერი თვისებები”.

„ადამიანებს არ აშინებთ ის, რაც ძალიან შორს იმყოფება. მაგალითად, ყველამ იცის, რომ
უნდა მოკვდეს, მაგრამ რადგან სიკვდილი შორსაა, ამიტომ ისინი გულგრილნი არიან მის
მიმართ”. 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი