სოკრატე – რა არის დემოკრატია?!

0
173

მმართველები და მათი ნაშიერნი, საოცრად განებივრებულნი არიან, თუმცა სულითაც და ხორცითაც უმწეონი და უნიათონი გახლავან. არც ჭირის გაძლების თავი აქვთ და არც ლხინის ატანისა. თვით მმართველებს კი გამორჩენის გარდა სხვა საფიქრალი არა აქვთ და სიქველეზე სულაც არ ზრუნავენ უფრო მეტად, ვიდრე უპოვარნი.

აი, როგორია მმართველთა და ქვეშევრდომთა მდგომარეობა. თუმცა ისინი ერთად არიან
მოგზაურობაშიც და ბევრ სხვა შემთხვევაშიაც: სადღესასწაულო სანახაობებზე, ლაშქრობაში, ნაოსნობისა თუ ბრძოლის ქარცეცხლში, ერთად ინაწილებენ
განსაცდელსაც და არასოდეს, არცერთ ვითარებაში ღარიბები ზიზღის ღირსნი არ ჩანან
მდიდრების თვალში. პირიქით, როცა გამხდარი, გაძვალტყავებული და მზით გარუჯული ღარიბი მტერთან შებმისას ჩრდილში ნებიერად გაზრდილი და მაღლა!

ქონმორეული მდიდრის გვერდით იბრძვის და ხედავს, რა მძიმედ ქოშინებს მისი
ნირწამხდარი თანამებრძოლი, როგორ გგონიათ, გაივლებს თუ არა გულში, რომ მდიდრები
მხოლოდ ღარიბების სულმოკლეობის წყალობით არიან მდიდრები, ხოლო თავისნაირ
ღარიბთან შეხვედრისას ჩუმად ეტყვიან თუ არა ერთმანეთს: ამ ვაჟბატონებს ჩვენი წყალობით უდგიათ სული, თორემ ისე მშვენივრად ვიცით, რისი მაქნისნიც არიანო. 
როგორც უძლური სხეულისთვის საკმარისია სულ მცირე გარეგანი ბიძგი, რომ ავად
გახდეს, თუმცა ზოგჯერ ამას გარეშე მიზეზიც არა სჭირდება, – ამ დღეში მყოფი სახელმწიფოც უმნიშვნელო საბაბის გამო ავადდება და გამუდმებით ეომება საკუთარ თავს, მაშინ როდესაც ზოგიერთი მისი მოქალაქე ოლიგარქიულ სახელმწიფოს მოუხმობს, ზოგი კი – დემოკრატიულს; თუმცა ზოგჯერ შინააშლილობა გარეგანი ჩარევის გარეშეც იჩენს თავს.

დემოკრატიული წყობილება, ჩემის აზრით, მაშინ მყარდება, როცა ღარიბები გამარჯვებას
აღწევენ და თავიანთი მტრებიდან ზოგს სპობენ, ზოგსაც აძევებენ, დანარჩენებთან ერთად კი
თანაბრად ინაწილებენ სამოქალაქო უფლებებსაც და სახელმწიფო თანამდებობებსაც, რასაც უმეტესწილად კენჭისყრა წყვეტს. კი მაგრამ, რა დღეში არიან მისი მოქალაქენი, ან რას წარმოადგენს თვით ეს წყობილება? ხომ ცხადია, რომ მოქალაქე, რომელიც მას ჰგავს, ჩვენ გვევლინება დემოკრატიული ადამიანის სახით.

უწინარეს ყოვლისა, დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქე თავისუფალი ადამიანია, რადგანაც იქ თავისუფლება და გულახდილობა სუფევს, ასე რომ, ვისაც რა სურს, იმას აკეთებს. სადაც დემოკრატიაა, იქ ყველა ისე წარმართავს თავის ცხოვრებას, როგორც მოეპრიანება. ჩემის აზრით ასეთ სახელმწიფოში ადამიანები ძალიან უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ერთი შეხედვით, ეს თითქოს ყველაზე უმჯობესი სახელმწიფოებრივი წყობილება უნდა იყოს. როგორც ჭრელი ფერებით მოჩითული ქსოვილი, ისე ნაირნაირი ხასიათებით შემკული სახელმწიფო შეიძლება ყველაზე მშვენიერი გეგონოთ.

ქალებისა და ბავშვებისა არ იყოს, ჭრელაჭრულებს რომ შეჰხარიან, ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ მას ბადალი არ მოეძებნება. ასეთ ქვეყანაში ადვილია, როგორც გინდა ისე მოაწყო სახელმწიფოს ცხოვრება თავისუფლების წყალობით, რაც დემოკრატიისათვის ესოდენ უმნიშვნელოვანესი წყაროა. თუ ვინმეს დემოკრატიული სახელმწიფოს დაარსება სურს, კეთილ ინებოს და დემოკრატიულ სახელმწიფოს მიაშუროს, სადაც, როგორც ბაზარში. ყოველგვარი მმართველობით ვაჭრობენ, და ამოარჩიოს ის, რომელიც მოსწონს. არჩევანის შემდეგ კი თავისი სახელმწიფო დააარსოს.

დემოკრატიულ სახელმწიფოში სულაც არ არის აუცილებელი მონაწილეობას იღებდე
მმართველობაში, ამის უნარიც რომ გქონდეს, და არც იმის აუცილებლობაა, რომ სხვებს
მორჩილებდე, თუკი შენ თვითონ არა გსურს; ან ომობდე, როცა სხვები ომობენ, ან მშვიდობას
იცავდე, როცა სხვები იცავენ, თუკი არ გსურს იცავდე მას; ხოლო თუ კანონი გიკრძალავს
მმართველობაში მონაწილეობას ან ხალხის განსჯა-განკითხვას, ერთიც შეგიძლია და
მეორეც, თუკი მოგეპრიანება. განა, ერთი შეხედვით, საამურად და ღვთაებრივად არ გვეჩვენება ამნაირი ყოფა?

ან ის ლმობიერება რად ღირს, იქ იჩენენ ზოგიერთი სიკვდილმისჯილის მიმართ?
ნუთუ არ შეგიმჩნევიათ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისინი, რომელთაც სიკვდილი ან
განდევნა მიესაჯა, კვლავაც სამშობლოში რჩებიან და საზოგადოებაში ტრიალებენ: თითქოს
მაღლა! არავის არაფერი ესაქმებოდეს და ვერც ვერავინ ამჩნევდეს მათ, ისე თავისუფლად
დასეირნიობენ, როგორც ნამდვილი გმირები.

ეს ლმობიერება დემოკრატიული სახელმწიფოს უბადრუკი წვრილმანი როდია; პირიქით,აქ
თავს იჩენს ზიზღი ყოველივე იმის მიმართ, რაც არსებითად მიგვაჩნია სახელმწიფოს
დაარსებისას. თუ ადამიანს, – ვამბობდით ჩვენ, – ბუნება არ შეეწია, ის ვერასოდეს გახდება
კეთილშობილი, ანდა ბავშვობაში – თამაშისას თუ მეცადინეობისას – საერთოდ არ შეხებია
მშვენიერებას. არადა, დემოკრატიული წყობილება, ქედმაღლურად რომ თელავს ფეხით
ყოველივე ამას, ერთხელაც არ დაფიქრებულა, საიდან მოსულ კაცს ანდობენ სახელმწიფოს
მართვას; საკმარისია, კაცი ბრბოს ელაქუცებოდეს, და პატივი არ მოაკლდება.

აი,რა თვისებებით ხასიათდება დემოკრატია. როგორც ვხედავთ, მართლაც სანატრელი
წყობილებაა, მრავალფეროვანი და ანარქიული, ერთმანეთს თავისებურად რომ უთანაბრებს
ყველას – თანასწორსაც და არათანასწორსაც…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი