რაბინდრანათ თაგორის მსოფლმხედვევობიდან…

0
431

ადამიანს გაორებული ბუნება აქვს და მის შინაგან პიროვნებაზე, რომელიც ღრმად არის
დამალული აზრების, გრძნობებისა და შემთხვევების საფარველქვეშ, ნაკლებად
ფიქრობენ. მაგრამ ცხოვრების განვითარების გზაზე შეუძლებელია მისი უარყოფა. თუ
გარეგნული ცხოვრება არ ეთანხმება შინაგანს, ეს ფარული “მე” იტანჯება, წვალობს და ამ
განცდების გამოხატვა, თუნდაც აღწერა, ძნელი და რთული საქმეა.

ის უფრო სასოწარკვეთილ და გაბმულ კივილს ჰგავს, ვიდრე აზრიან მეტყველებას. დღემდე სამყაროს მხოლოდ გარედან ვჭვრეტდი და ვერ ვწვდებოდი მის არსს, როგორც უმაღლესი სიხარულის გამოხატულებას. და როდესაც ჩემი არსების შინაგანი სიღრმიდან ამოხეთქა სინათლის ტევრმა, მან გაანათა მთელი მსოფლიო და გაანათა სულ სხვანაირად. ამიერიდან ის ჩემთვის საგნებისა და შემთხვევითობის გროვას კი აღარ წარმოადგენდა, არამედ ერთმანეთთან დაკავშირებულ განუყოფელ მთელს.

მეჩვენებოდა, რომ სულიერმა გარდატეხამ თვალწინ გადამიშალა ჰანგთა ნიაღვარი, რომელიც სამყაროს გულიდან გადმოჩქეფდა და ბანდა დროსა და სივრცეებს, ხოლო მათ ტალღებში ათინათებული სიხარული კვლავ მიისწრაფვოდა თვით ამ წყაროს სათავისაკენ. დინება, წარმომავალი უსასრულობიდან დასასრულისაკენ – არის ჭეშმარიტება, სიკეთე… მისი ექო, გამოძახილი, რომელიც უბრუნდება უსასრულოს, არის აღტაცება და სილამაზე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი