წერილი ქვეცნობიერს

0
378

არსებობს საინტერესო მეთოდიკა ინტუიციის განვითარების და ქვეცნობიერთან დამეგობრების.

მიწერეთ წერილი ქვეცნობიერს – გამოხატეთ, მის მიმართ მადლიერება. აიღეთ სუფთა ფურცელი და დაიწყეთ წერილის წერა. დეტალურად გაიხსენეთ თქვენი წარსული, სადაც გიგვრძნიათ ქვეცნობიერის დახმარება, გადაუხადეთ ყველაფერ იმ კარგისთვის მადლობა, რაც მან გაგიკეთათ.

დიხ, დიახ ზუსტად ისე როგორც მეგობარს მისწერდით:

„გამარჯობა ჩემო ქვეცნობიერო!

ძალიან მიხარია, რომ მყავს ერთგული მეგობარი შენი სახით. კარგად ვიცი, ჩემთვის ყველაფერი საუკეთესო გინდა. შენ ხარ ჩემი დამცველი და შენ შეგწევს ძალა გამიყვანო დასახულ მიზნებამდე, მატარო ოცნების გზით, მაჩვენო სწორი მიმართულება. მინდა, შენს მიმართ გამოვხატო უღრმესი პატივისცემა იმისთვის, როცა მკარნახობ – როგორ მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციებში… მადლობა იმისთვის, რომ მაშინ გახსოვს… მიმაღებინე ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შედეგად…  მომიტანა…..  “.

და ა. შ.

აღწერეთ კონკრეტული მომენტები, როცა ქვეცნობიერი გეხმარებოდათ. როცა მან, ინტუიციის სახით მიგანიშნათ რთული სიტუაციიდან გამოსავალზე, ან  გაიხსენეთ მოვლენები, როცა მან ცხოვრებაში მოიზიდა საჭირო ადამაინები, რომელიც შემთხვევითობას მიაწერეთ. გულღიად გადაუხადეთ მადლობა.

მე, მგონი პრინციპი გასაგებია..

აუცილებლად დაწერეთ კალმით ან ფანქრით. არ დაბეჭდოთ კომპიუტერზე. ქაღადზე წერა, აძლიერებს მასთან კონტაქტის ეფექტს.

წერილი შეგიძლიათ დაწეროთ არა ერთი.

შეიძლება იყოს მთელი სერია წერილებისა. შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი რვეული და სისტემატიურად წეროთ.  ზოგჯერ კი თქვენი ქვეცნობიერისთვის იკითხოთ ისინი. როგორც საყვარელ ადამიანს წაუკითხავდით.

თუ შეასრულებთ ამ მარტივ სავარჯიშოს, სინამდვილეში შეძლებთ „დაუმეგობრდეთ“ თქვენს მეორე „მე“-ს. თქვენი ნდობა მისდამი გამყარდება და ის გახდება, ერთგული მსახური მთელი ცხოვრება.

ქვეცნობიერი ისედაც თქვენს სამსახურში დაგას დაბადებიდან, მაგრამ  ის დაცვის კედელს აშენებს  იმ მასალისგან (უკამთოდ მიღებული ინფორმაციები, მტკიცებულობები, რწმუნობილებები) რასაც შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად აწვდით, თავში შემავალი ინფირმაციების სახით (ტელევიზია, გაზთები ჟურნალები, მშობლები, მეზობლები, მეგობრებო…), რომელსაც შემდეგში ის იყენებს თქვენი რეალობის შესაქმნელად.

გიკვირთ, რატომ არის გარშემო ასეთი მდგომარეობა?

არ მოგწონთ, განიკითხავთ, აკრიტიკებთ, დაცინით, ბრაზობთ, წუწუნებთ?…

რითი კვებავთ გონებას?

ქვეცნობიერი გარშემო ქმნის ისეთ რეალობას  და იმ მასალისგან, რასაც ის იღებს გარედან.

ავტორი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი