რა არის გონება და სად არის ის?

0
221

თქვენ გონიერი ადამიანი ხართ? – ამ შეკითხვაზე ადამიანების უმრავლესობა დადებითად პასუხობს, რადგან თავს ასეთად თვლის თუნდაც ერთი კონკრეტული სფეროს ან საქმიანობის ცოდნის გამო.

კარგია თუ ასეა, მაგრამ სად აქვს ადამიანს გონება? მაგალითად თქვენ? იცით? უცნაურად ჟღერს, მაგრამ სად არის გონება გაურკვეველია. ერთ შემთხვევაში გამოჩნდება, მეორეში იკარგება, და თუ გამოჩნდება, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს ნამდვილად გონებაა და არა სხვა რამ?

ქვემოთ მოყვანილია ყველა შესაძლო განმარტება, რომელიც გვხვდება ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ლექსიკონებში. გონებას ყველგან უწოდებენ შესაძლებლობას და შემდეგ ჩამოთვლილია კონკრეტულად რა შესაძლებლობებზეა საუბარი.

შესაძლებლობები – პიროვნების ინდივიდუალური თვისებები, რომლებიც წარმოადგენს სუბიექტურ პირობას კონკრეტული საქმიანობის შესრულების პროცესში. გაცნობიერებული შესაძლებლობები რომელიმე ინტელექტუალური ან ფიზიკური ქმედების შესასრულებლად.

თუ გონება შესაძლებლობაა, მაშინ შეკითხვა, სად არის ის უბრალოდ უაზრობაა, ისევე როგორც შეკითხვები: სად აქვს ადამიანს განსჯა, გაგება, ინტელექტი. ეს ჩამონათვალი წარმოადგენს პროცესების და ქმედებების აღწერას, რომელბიც ადამიანში ან მის მიერ ხორციელდება. მაგრამ სად მთავრდება აზროვნება და იწყება გაგება, რამდენად სწორია ის, რამდენად სრულყოფილია, არავის შეუძლია ამის თქმა.

ამრიგად გონება – ეს არის პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებელი, რომელიც გამოიხატება შესაძლებლობებში:

– აზროვნება
– გაგება
– ფიქრი
– ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრის მეთოდის მოძებნა
– საკუთარი ქცევის შედეგების განჭვრეტა
– მზა გადაწყვეტილებების გამოყენება

გონება შედგება:
– გათავისებული ცოდნის დონისგან
– ინტელექტისგან (შეძენილი ცოდნის გამოყენება სასარგებლოდ)
– ინტუიციისგან (შეძენილი ცოდნით ოპერირება გაურკვეველ ვითარებებში)
– პიროვნული ჩვევებისგან, რწმენისგან, თავდაჯერებულობისგან, პოზიციისგან, პროგრამებისგან

არსებობს ჭკვიანი ადამიანი, მაგრამ სულელი?
განსაზღვრებიდან გამომდინარე, სავსებით დასაშვებია, რომ ასეთი ადამიანი არსებობდეს. მაგალითად, ვიღაცამ ჩაიფიქრა ბანკის გაძარცვა. მას ამის დაგეგმვაში დაეხმარა აზროვნება, იპოვა შესაძლებლობები, გამოიყენა შეძენილი უნარები და ცოდნა. მაგრამ ერთი მომენტია, ვერ გათვალა შედეგები ბოლომდე, უფრო სწორად გათვალა სათავისოდ, ანუ ჩათვალა წინასწარ, რომ არ/ვერ დაიჭერენ, ეს უკვე სისულელეა.

გონიერებაა აბსტრაქტული აზროვნება და მეხსიერება
ამ გზით გონიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ბევრი შესაძლებლობა, რომელიც აზროვნებას ეფუძნება, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ წაკითხულის და ნანახის დამახსოვერბის და გათავისების საშუალებას იძლევა. პროცესი იწვევს ინტელექტის ამაღლებას.

ამ განსაზღვრებიდან გამომდინარე, ნებისმიერი გონიერი ადამიანი შეიძლება იყოს: ავაზაკი, სულელი და ა.შ.

გონიერება – ეს არის ჭეშმარიტების დანახვა და ამ გზით სიარული. რა თქმა უნდა ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეცდეს, მაგრამ თუ ჭეშმარიტება პრაქტიკით მოწმდება, მაშინ გონიერი ადამიანი ავაზაკი და სულელი შეიძლება იყოს შეცდომის და გაუგებრობის გამო.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი