ოშო:,,ცხოვრება – თავგადასავალია, რადგანაც მასში რაღაც მოულოდნელი ხდება”

0
359

კითხვა:ძალიან მეშინია, რომ რაღაც მოულოდნელი დამემართება. რა ვქნა?

კარგია, თუ რაღაც მოულოდნელი დაგემართება. სინამდვილეში, მხოლოდ მოსალოდნელი რომ ხდებოდეს, საშინლად მოგწყინდებოდა. წარმოიდგინე ცხოვრება, რომელშიც მხოლოდ ის ხდება, რასაც ელი. რას უზამდი ასეთ ცხოვრებას? მასში არ იქნებოდა სიხარული. მეგობარს ელოდები და ის კარზე გიკაკუნებს; თავის ტკივილს ელოდები, და ისიც მოდის; ელოდები, რომ ცოლი შენგან წავა, და ის მიდის. რასაც ელოდები, ყველაფერი ხდება, – ოცდაოთხი საათის შემდეგ თავს მოიკლავ! რაღა უნდა აკეთო, თუ ეს ყველაფერი მოხდება, და მოხდება მხოლოდ შენი მოლოდინების შესაბამისად?

ცხოვრება – თავგადასავალია, რადგანაც მასში რაღაც მოულოდნელი ხდება. და ეს თავგადასავალი მით უფრო წარმტაცია, რაც უფრო მეტი მოულოდნელი რამ გემართება. გიხაროდეს ეს! რაღაც მოულოდნელი ხდება – მზად იყავი ამისთვის, სემოუშვი შენს ცხოვრებაში. ნუ ითხოვ მხოლოდ მოსალოდნელს. სწორედ ამიტომაც ვამბობ: დარჩით  მომავლისთვის ცარიელი. ნუ დაგეგმავთ, ნება მიეცით მომავალს, რომ თავისთავად მოხდეს, და თქვენ გამუდმებით სიხარულში იქნებით. თქვენს არსში ცეკვა მოხდება, რადგანაც ყველაფერი, რაც ხდება, მოულოდნელი იქნება. როცა ეს რაღაც მოულოდნელად ხდება, ამაში რაღაც იდუმალებაა…

მე მსმენია ერთი ნათელმხილველი ბიჭუნას შესახებ. როგორც ჩანს მას წინათრგძნობის ნიჭი ჰქონდა. ერთხელ, ლოცვის ხმამაღლა გამეორებისას, მან თქვა: „ღმერთო, დალოცე დედიკო! ღმერთო, დალოცე მამიკო! ღმერთო, დალოცე ბებია! მშვიდობით, ბაბუა!“ მეორე დღეს ბაბუა ინსულტით მოკვდა.

რაღაც დროის შემდეგ ბიჭმა წარმოთქვა: „ღმერთო, დალოცე დედიკო! ღმერთო, დალოცე მამიკო! მშვიდობით, ბებია!“ იმავე დღეს ბებია მანქანამ გაიტანა.

რაღაც დროის შემდეგ მან თავის ლოცვაშ წარმოთქვა: „ღმერთო, დალოცე დედიკო! მშვიდობით, მამიკო!“ მამა ძალიან აღელდა. საკუთარ თავს აიძულა სამსახურში წასვლა, მაგრამ მუშაობა ვერ შეძლო. ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ადრე დაბრუნებულიყო სახლში, მაგრამ რადგანაც საჭესთან თავად დაჯდომის ეშინოდა, ტაქსით წამოვიდა.

როცა სახლში მივიდა, ცოლმა უთხრა: „ძვირფასო, იცი, დღეს რა მოხდა? საშინელება! ჩვენს მერძევეს უკანა შესასვლელთან გულის შეტევა დაემართა, და მაშინვე მოკვდა!

თარგმნა მამუკა გურულმა

MAGMA.GE

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი