ნაპოლეონ ჰილი – შინაგანი ძალა

0
368

თითოეულ ჩვენთაგანს ებოძა სიცოცხლე.

არის ცხოვრება და არის მისი დანიშნულება.

სიცოცხლის აზრი, სწორედ იმაშია, იპოვო  შენი წილი საქმე და  მოახდინო მისი რელიზება. იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს მიზნის მიღწევა, საჭიროა დიდი ძალისხმევა და შინაგანი ძალა.

რა შეიძლება ითქვას შინაგან ძალაზე?

ის თავისუფალია, როგორც ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ და უსაზღვროა, როგორც თავად სამყარო – ამბობს ნალოლეონ ჰილი.

ძალა, რომელიც არის ჩვენში, აქვს საოცარი თვისება – ის ეხმარება ადამიანს, მიაღწიოს დასახულს. სხვანაირად, რომ ვთქვათ, მას შეუძლია ჩვენი აზრების და ფიქრების რეალიზება.

შინაგანი ძალა არ აღიარებს, არანაირ წინააღმდეგობას. დამარცხებას ის გარდაქმნის,  ძლიერ ნებიყოფად, რომელსაც შეუძლია მოგიტანოს გამარჯვება. ის არ აღიარებს  გამოგონილ შეზღუდვებს, როგორიცაა: შიში ან ეჭვი. ამ ძალას შეუძლია ადამიანის ტრანცფორმაცია. როცა მედიცინა უძლურია, შინაგან ძალას და რწმენას შესწევს უნარი, გააუმჯობესოს მდგომარეობა და ზოგჯერ გამოაჯამრთელოს კიდეც ოგანიზმი. ის კურნავს სულიერ ჭრილობებს და გავიწყებთ იმედგაცრუებებს.

შინაგანი ძალის საფასური, არის უკომპრომისო რწმენა. აღმოაჩინო ეს ძალა შენში, ეს იოლი როდია. მიუხედავად სიძნელისა, თუ მას აღმოაჩენთ, ჩათვალეთ, რომ მიაგენით მეორე ” მე”. არა აქვს, მნიშვნელობა, რა სფეროში მიაღწევთ წარმატებას –  დაწერთ წიგნს, გახდებით  მხატვარი, აღზრდით შვილებს, გახდებით მეცნიერი  თუ გამომგონებელი  ეს ყველაფერი შინაგანი ძალისხმევის და რწმენის შედეგად მიიღწევა… და არავის ემახსოვრება, რამდენჯერ და როგორ მწარედ შეცდით წარსულში ან რის ფასად დაგიჯდათ ყოველივე.

ყოველი მიღწეული წარმატების უკან დგას, დაძლეული წარუმატებლობა და დროებითი სიძნელეები.

ყველაზე ადვილია, დანებდე როცა გიჭირს.

ყველაზე ადვილია, შეიცოდო საკუთარი თავი.

ყველაზე ადვილია იწუწუნო.

წარმატებაზე ორიენტირებილი ადამიანი, არ ეძებს მიზეზებს, , მარცხის შემთხვევაში ის არ დახარჯავს დროს სხვების დადანაშაულებაში.  მისთვის ყოველი წარუმატებლობა ხდება სტიმული, ახალი ქმედებისთვის. თქვენი მეორე “მე”  არ რეაგირებს ნეგატიურ თვისებებზე  ( შური, სიძულვილი, შიში, მერყეობა, მომხვეჭელობა, სიძუნწე…). მიზანი მიიღწევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოიცილებთ ფსიქოლოგიურ კამათს  საკუთარ თავთან და მიიღებთ გადაწყვეტილებას.

შინაგანი ძალა ეს არის  ძლიერი ძრავი. იმათ, ვისაც გააჩნდა განჭვრეტის უნარი, ხედვა და რწმენა, ვინც ებრძოდა წინააღმდეგობებს, შიშებს – მათ მოიტანეს ცივილიზაცია დგემდე. შინაგან ძალაში, არაფერი  ზებუნებრივი  არ არის,  ის არ ახდენს სასწაულებს , არამედ ის ყოველდღე მუშაობს თითოეულ ადამიანის საკეთილდღეოდ და კაცობრიობისთვის მთლიანად. მასთან მისასვლელი  გზა  მხოლოდ ერთა – ეს არის ჩვენი გონება. ის ჩნდება აზრებში, იდეებში, გეგმებში, მიზნებში რომელთაც ისახავს ადამიანი.

სწორედ ამიტომ არის, შინაგანი ძალა თავისუფალი, როგორც ჰაერი და უსაზღვრო, როგორც თავად სამყარო.

თემაზე იმუშავა თამარ კვარაცხელიამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი