ჟაკ ფრესკოს ფილოსოფია

0
343

დედამიწაზე ერთერთი ადამიანურად მოაზროვნე პიროვნება, საზოგადო მოღვაწე – ჟაკ ფრესკო, თანამედროვე საზოგადოებების და ცივილიზაციური კულტურების მიერ, მასობრივად დანერგილ სტერეოტიპებთან შეურიგებელი და უკომპრომისო მებრძოლი… 
ჟაკ ფრესკოს იდეები და შრომები, რომლებიც კაცობრიობის გადარჩენის შანსია, უნდა შეისწავლოს ყოველმა ჭეშმარიტმა ადამიანმა, გაავრცელოს და გააგრძელოს მისი საქმე!

პირადად მე არ მეგონა, თუ ლეონარდო და ვინჩის შემდეგ ვინმე შეძლებდა კაცობრიობის გაოცებას თავისი ყველა დროის თანამედროვე გამოგონებებით. ამ ორ პიროვნებას ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ შთაბეჭდილების დონეზე მე ერთნაირად გაუგნებული დავრჩი, როგორც პირველის, ისე მეორის შემოქმედების გაცნობის შემდეგ. „მომავლის პროექტირება ძალიან რთული საქმეა, მაგრამ ტექნოლოგიური პროგრესის წინასწარმეტყველება შესაძლებელია“ _ ამბობს ჟაკ ფრესკო.

ჟაკ ფრესკო (Jacque Fresco) არის ამერიკელი გამომგონებელი, ინჟინერი და ფუტუროლოგი დაიბადა ნიუ იორკში 1916 წელს. მან შექმნა ათასობით პროფესიული დანიშნულების ხელსაწყო, შექმნა უამრავი ესკიზი, მუშაობდა კინემატოგრაფიული ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე (იგი არის პიროვნება, რომელმაც ჰოლივუდისთვის შექმნა პირველი 3D გამოსახულება, რომელსაც სათვალე არ ჭირდებოდა, თუმცა ფინანსების არ ქონის გამო პროექტი შეწყდა) და მთავარი, მან დაარსა პროექტი „ვენერა“, რომელიც შეიქმნა მომავლის ტექნოლოგიების ანალოგიებით. ის თვლის, რომ ისეთი მეცნიერების დარგები როგორიცაა: მათემატიკა, ფიზიკა, ანთროპოლოგია და სოციოლოგია, მხოლოდამხოლოდ საშუალებებია იმითვის, რომ მომავლის მოწყობა, პროექტირება შეძლოს ადამიანებმა.

850_metropolis_kino_blu-ray_k1

რვა წლის იყო ჟაკი, როცა პირველად აეკვიატა მომავალზე ფიქრი. ამბობს, რომ ამის მიზეზი გახდა 1927 წელს გადაღებული ფილმი „მეტროპოლისი“ (metropolis), რომელიც მომავლის მფრინავ მანქანებს, რობოტებს და მომხიბვლელ არქიტექტურას მხატვრულად ასახავდა. ამის შემდეგ ჟაკმა დაიწყო თავის იდეებზე სისტემატური მუშაობა და საბოლოოდ იქამდეც მივიდა, რომ მან შექმნა ქალაქების, ახალი სოციუმის თანამედროვედ მოწყობის ესკიზები. მას ყოველთვის სურდა უკეთესობისკენ შეეცვალა სოციუმი. მისი აზრით: „ჩვენ ჯერ კიდევ არ  ვართ ბოლომდე ცივილიზებული სამყარო და არც არასდროს გავხდებით, ვინაიდან ადამიანის შემეცნებას და სწრაფვას სრულყოფილებისკენ არ აქვს საზღვრები. ეს არის პროცესი რომელიც მარადიულად გაგრძელდება. ცივილიზაცია ახლა იმყოფება საწყისი განვითარების ეტაპზე.“

Zeigeist__TZM_by_timylandის თავის თავს მიიჩნევს სოციოკიბერნეტიკოსად. ეს არის ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც გამომდინარეობს თანამედროვე მეცნიერული მიღწევებისგან. მისი მიზანია ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, მეტი ჰუმანურობის დანერგვა და ადამიანების სწრაფვა სწორი ცხოვრების წესისკენ. სოციოკიბერნეტიკა ეს არის საზოგადოების ჰუმანიტარული რესტრუქტურიზაცია. მას უკავშირდება სწორედ პროექტი „ვენერა“-ს არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა ჰარმონიულ ცხოვრებას გარესამყაროსთან, კომფორტულ ფეშენებელურ საცხოვრისებს, ეკოლოგიურ გარემოს და მომავლის ტექნოლოგიებს მათთვის. პროექტი „ვენერა“ მოითხოვდა დიდ შემოქმედებითობას და ინოვაციებს.

„ჟაკ ფრესკო არის ადამიანი, რომელიც არ ელოდება ხვალინდელ დღეს, მას უკვე აქვს მომავლის ალტერნატიული რეალობა“_ ასე აფასებენ მას მისი თანამედროვები.

jacque_fresco_4პროექტი „ვენერა“ არის ახალი მსოფლიოს მოწყობის პროექტი, სადაც ეკოლოგია ცენტრალურ ადგილზეა და ეკონომიკა დამყარებულია ეფექტურ ბუნებრივ რესურსებზე. მისი შექმნისას ჟაკ ფრესკომ გამოიყენა ბუნებაში ყველაზე მეტად გავრცელებული არქიტექტურული ფრორმები და ფერები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის გარემოს. ქალაქის მოწყობის წრიული ფორმა უნივერსალურია იმით, რომ იგი მოითხოვს მცირე ენერგორესურსებს ცენტრთან, ან პერიფერიებთან დასაკავშირებლად. ცენტრში მოთავსებლია საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრი, რომელიც ავტომატურად პასუხობს ნებისმიერ ჰუმანუგენურ, თუ ეკოლოგიურ გამოწვევებს, აგვარებს კრიზისებს და მეცნიერულად სწავლობს მათ. ასევე აღსანიშნავია მისი საბაზისო კომპიუტერის მოდელი, რომელიც ცენტრიდან მართავს გარემოს: აკონტროლებს ჰაერის, წყლის სისუფთავეს, აფასებს ტემპერატურის ცვალებადობას, იცავს დაბინძურებისგან გარემოს და ამ დროს ადამიანები თავისუფლად მუშაობენ კიდევ უფრო ახალ პროექტებზე. ის საუბრობს მომავლის სახლებზე, რომლებსაც ექნებათ ხელოვნური ინტელექტი, ავტომატური დასუფთავების უნდარი, ხმოვანი სენსორული მართვა, ასევე მათი მშენებლობისას აუცილებლად იქნება გათვალისწინებული გარემო ფაქტორები და პირობები, მშენებლობის მასალისა და შენობის ფორმების აკურატული შერჩევისას. 0LUlvucaeu1sj7XyQW6Q9w_uEiuSCeg33ow6GPBDZSI„ვენერა“ მოიცავს ასევე წყალქვეშა ქალაქების მშენებლობასაც, რომელიც წყლის ენერგიაზე იქნება დამოკიდებული. აიგება წყალზე მოტივტივე საავადმყოფოები, რომლების გადაადგილებაც იქნება შესაძლებელი მსოფლიოს ერთი კუთხიდან მეორეში, სპეციალური გადამზიდის მეშვეობით. წყალზე გაშენებული ქალაქები ერთმანეთს დაუკავშირდებიან როგოც წყალქვეშა ასევე წყლის ზემოთ მდებარე ხიდებით. მომავლის ქალაქების მშენებლობა დაიწყება არა ერთეული შენობებით, არამედ მოხდება მთლიანი ქალაქების დაპროექტება და აგება. ეს კი ჟაკ ფრესკოსთვის წარმოუდგენელი სულაც არ არის. ჟაკი ამბობს, რომ არავის ჯეროდა თავის დროზე რომ ადამიანი მთვარეზე დაადგამდა ფეხს, მაგრამ დღეს ეჭვი არავის ეპარება ამაში. ასევეა ფუტუროლოგია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ სავსებით შესაძლებელია უახლოეს მომავალში რეალობად იქცეს.

„ჩემი მოდელები არის უბრალოდ ექსტრაპოლაცია და მომავალი აუცილებლად ისეთი შეიძლება არ იყოს როგორიებიც არიან ისინი, რამდენადაც ჩვენ არ შეგვიძლია სიღრმისეულად მომავალში ჩახედვა და არ ვიცით რას მოგვიტანს მომავალი.“ _ ამბოსბს იგი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ყველაზე საინტერესო კი, ჩემი აზრით, არის არა ის რაც მან შექმნა მომავლისთვის, არამედ ის თუ რა მიზეზით შექმნა ისინი და რა წინაპირობა ჰქონდა ამ ყველაფერს. გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან.

100000000000000817515233„ადრე ფიქრობდნენ, რომ მე კომუნისტი ვიყავი, რადგან მინდოდა შემეცვალა საზოგადოება, მათი ყოფა-ცხოვრება და სხვას ვის უნდა მოუვიდეს თავში მსგავსი რამ, თუ არა კომუნისტს? მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო. მე ცხოვრების გაკეთილშობილება მსურდა _ მეტი კეთილდღეობისთვის. სიკეთე და ღმერთი ადამიანის მიერ შექმნილია, რომელიც დროსთან ერთად იცვლება. თავიდან იყვნენ ომის და სხვადასხვა სახის სისხლიანი ღმერთები, რომლებიც მსხვერპლშეწირვას მოითხოვდნენ მათგან; შემდეგ გაჩნდნენ მშვიდობის და სიყვარულის ღმერთები, რომლებიც კაცობრიობას ჰუმანურობისკენ მოუწოდებდნენ. ეს კი ხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ ადამიანები იცვლებოდნენ. იმის მაგივრად, რომ ელოდო ამ ცხოვრების მიღმა არსებულ ნეტარებას, სჯობს ამ ცხოვრებაში იზრნო უკეთესობისთვის…

მე რომ შემეძლოს სამყაროს პერეპროექტირება, უპირველეს ყოვლისა დავიწყებდი ჩვენი რესურსების შესწავლით, ვინაიდან მომამვლის უმთავრესი ღირებულება არის რესურსები და არა ფული. მომავალში არავინ დასვამს კითხვას რა თანხა ჯდება ესა თუ ის სოციალური პროექტი, რამეთუ უფრო რაციონალურად მიუდგება კაცობრიობა თავის საქმეს და იკითხავს თუ რა რესურსები იქნება საჭირო მისი შექმნისთვის? მე არ ვაპროექტებ იდეალურ საზოგადოებას. არც ჰუმანისტი ვარ და არც უტოპისტი, რომელსაც სურს, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანის ჰარმონიული და სიყვარულით სავსე ცხოვრებისკენ ისწრაფვოდეს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თუ რაიმეს არ შევცვლით, ასე ერთმანეთს გავანადგურებთ. ჩვენ ჯერ კიდევ არაცივილიზებული, ხისტი საზოგადოება ვართ. მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩვენი სამყარო გათავისუფლდება სამხედროებისგან, იარაღისგან, ომებისგან, ციხეებისგან, შიმშილისგან და დანაშაულებებისგან, ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იქნება უგუნურების დასასრული და ნამდვილი ცივილიზაციის დასაწყისი. ჩვენი დრო კი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ნელა განვითარებადი ცივილიზაცია, ვინაიდან იგი თავიდან ბოლომდე ემყარება ფინანსებს. ეს მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი ცოდნა, მეცნიერული შესაძლებლობები და ტექნოლოგიები რათა შევქმნათ აბსოლუტურად ახალი ცივილიზაცია. cybenatedcomplexერთი წუთით გავიაზროთ, რა არის სამყაროში არსებული დიდი კრიზისების მიზეზები, რომლის გამოც ადამიანები შიმშილობენ და მილიონობით მათგანის სიცოცხლე ეწირება? რა თქმა უნდა _ ფინანსები. კერძოდ, უფულობა და ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველა ბუნებრივი რესურსი, ქარხნები, თუ სხვადასხვა სამეწარმეო ობიექტები ადგილზე რჩებიან, ისინი არსად მიდიან. ვერცერთმა იდეოლოგიამ და რეჟიმმა, როგორიცაა: კომუნიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი და თუნდაც კაპიტალიზმი, ვერ მოაგვარა ვერანაირი სოციალური პრობლემები. რაც იყო ისევ დარჩა. ჩვენ ისევ ვშიმშილობთ და ვომობთ ერთმანეთში. ომი, ეს არის სრული ფიასკო საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ჩემი ნება რომ იყოს, იმ ადამიანებს, რომლებცის ახლა არმიაში არიან, სკოლებში განვამწესებდი. რათა მათთვის მესწავლებინა პრობლემების არაძალიმიერი, რაციონალური მეთოდით მოგვარების საშუალებები. ჯარისკაცები დღეს არიან სიკვდილის მანქანები, რომლებსაც ასწავლიან უმოწყალოდ ხოცვას და ამას საერთაშორისო უსაფრთხოების სახელით ამართლებენ. დიდია აგრესიაც ჩვენს დროში. გენეტიკასთან არანაირ კავშირში არ არის სიხარბე, ბოროტება, თუნდაც აგრესია. ასეთი ადამიანები არ იბადებიან. ისინი შემდეგ ხდებიან ასეთები, ვინაიდან გარემო ფაქტორები, სოციალური ღირებულებები, იდეოლოგიური სწრაფვები და ცხოვრების წესი მოქმედებს მათზე. თუ ადამიანი დაიბადება ფაშისტურ ქვეყანაში დიდი შანსია ის იყოს ფაშისტი. თუ არ იარსებებს საზღვრები და ყველა ერთად ცხოვრობას შეძლებს დედამიწაზე, მაშინ პრობლემების დიდი ნაწილი გადაიჭრება და მათ აუცილებლად დაჭირდებათ გლობალური ქალაქები, როგორიც არის პროექტი ვენერა.“

37717_413297254227_651079227_430146 Fresco-design  MV5BMTY3NDUxOTA0Nl5BMl5BanBnXkFtZTcwMzc5MTI0MQ@@._V1_SX640_SY720_ rbeJacque Fresco - Designing the Future-19 sea-city-green-building-architecture-concept3venus project 2a venus4zeitge10

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი