რაზე ვფიქრობთ ძილის წინ?

0
298

უკვე შემოგთავაზეთ  – სჭირდებით თუ არა ევოლუციას?

არ ვიცი, რას ელოდებით, სასწაულმოქმედ აბებს თუ.. მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ:

რა ტექნიკებსაც შემოგთავაზებთ სჭირდება პრაქტიკა, პრაქტიკა და პრაქტიკა. უცებ, არც შედეგი მიიღწევა და არც ცხოვრება შეიცვლება.

მზად ხართ ამისთვის?

ტვინს სჭირდება მასალა რათა მოახერხოს და შექმნას მეორე დღისთვის პროგრამა. როგორ უყრის საფუძველს და საიდან მოაქვს ყოველდღიურობის საშენი მასალა?

პასუხი ძალიან მარტივია.

საფუძველს წარმოადგენს – აზრები ძილის წინ.

რაზე ფიქრობ ძილის წინ – წარმოადგენს ტვინის საკვებს.

ვინ ხარ შენ? – ფასდაუდებელი რესურსი კაცობრიობის განვითარებაში თუ უსარგებლო პროდუქტი.

ხვალინდელი დღის საფუძვლის, ჩასაყრელი აზრები თავში ჩნდებიან არა მაშინ, როდსაც, წამოწვები და მოგეძალება ფიქრები, არამედ, როდესაც უკვე გადახვედი ძილში და იმყოფები ძილის პირველ ფაზაში (ძილბურანში). როდესაც უკვე  ვეღარ აკონტროლებ აზრებს. როცა, აზრები მიედინება თავის კალაპოტში, წამებში გახსენდება მთელი დღე და ეს არის ის მომენტი. ეს არის საძირკველი!..

ეს არა არის ადვილი საქმე, მაგრამ პრაქტიკით ის მიიღწევა!

თუ კი ისწავლით, სიზმრის ფაზაში გადასვლისას, გააზრებას – ხდებით ხვალინდელი დღის მბრძანებელი და შეგიძლიათ,  ჩაწეროთ  საურველი პროგრამა. სიზმარში მოსულ აღმოჩენებზე კაცობრიობის ისტორიაში, პირველად, ჯონ კეხოს წიგნში „ქვეცნობიერს შეუძლია ყველაფერი“ ერთ-ერთ თავში წავიკითხე, დამაინტერესა და მოგვიანებით, მოვიძიე სხვა მასალები. მაგრამ ეს სხვა დროს…

არც ისე დიდ ხნის წინ, მკვლევარება სუონსი-ის უნივერსიტეტიდან მარკ ბლაგროვმა და ბეტან სმიტმა გამოიკვიეს ასობით ადამიანი (ორივე სქესის, სხვადასხვა ასაკის), რომლებიც ძალიან ხშირად ხედავდნენ მკაფიო სიზმარებს. ამავე დროს მეცნიერების ამოცანას წარმოადგენდა, მათთვის ესწავლებინათ – არა მარტო ზღაპრული სიზმრების წარმართვა, არამედ, გამხდარიყვნენ საკუთარი ცხოვრების რეჟისორები. გამოკვევებმა აჩვენა, ყველაზე მარტივი საშუალება, გააზრებული სიზმრების მისაღებად არის – კავშირის დამყარება, ნახევრად გათიშულ ცნობიერთან (და ამ დროს, შეიძლება შექმნა საიტუაცია ხელოვნურადაც). მაგ: ექსპერიმენტში, გამოიყენეს მობილური ტელეფონის მაღვიძარა. დააყენეს მაღვიძარა ერთი საათით ადრე, ვიდრე იღვიძებდნენ. როდესაც რეკევდა, ყოველ ჯერზე აჭერდნენ ზარის განმეორებას და ისევ იბრუნებდნენ ძილს. ამ დროსმ ადამიანი ეშვება სწრაფი ძილის ფაზაში და ძილის პერიოდის, ყველაზე მკაფიო სიზმრში. მისი ცნობიერი ნახევრად ფხიზელია, რაც მოცემულ სიზმარს ხდის გააზრებულს და თავად ადამიანს თავისი ცხოვრების რეჟისორს.

მარკ ბლაგროვი და ბეტან სმიტი ამტკიცებს, რომ მკაფიო, დაუვიწყარი და გაცნობიერებული სიზმრების მიღების მეთოდი მარტივია და ის შეუძლია ნებიმიერმა მსურველმა გამოიმუშაოს, ამით გააფართოვებს თავის სამყაროს, მიიღებს დამატებით სიხარულს წყაროს.

იგივე პრინციპია ძილად მისვლის პროცესიც.

დავუბრუნდეთ თემას.

როდესაც სწავლობთ, სიზმრის პირველ ფაზაში წარმართვას, ამ დროს, გადახაზავთ ძველ პროგრამას. როგორც მაქვს წაკითხული, ვინც ერთხელ მაინც უმართია საკუთარი სიზმარი – ასე თუ ისე ცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ.  ხოლო ისინი, ვინც ხშირად „იღვიძებს სიზმარში“ – ის იცვლება იმდენად, რომ მათში ძველი ნაცნობის ამოცნობა რთული ხდება.

სათანადოდ, უნდა დააფასოთ ძილის როლი ცხოვრებაში. ამ დროს, ხდება თავისებური რემონტი ადამაინის ბიოსტრუქტურის: გაძლიერებულია ნეიტრალიზაცია და ტოკსიკური ნივთიერებების გამოყოფა, რეგულირდება ნივთიერებათა და ენერგეტიკული ცვლა. ამიტომაც, ძილის პროცესი უნდა გახდეს მშვიდი, იმედიანი და საკუთარ თავში და ძალებში რწმენით სავსე.


მაშ ასე, მომდევნო დღე რომ გახეს უფრო ეფექტური, რაზე უნდა იფიქროთ ძილის წინ?
შემოგთავზებთ 3 მნიშვნელოვან და ამავე დროს მარტივ წესს.

თუ მოახრეხებთ ამ წესებს დანეგავთ დაძინების წინ, მეორე დღესვე შეიგრძნობთ ეფექტს: გონება ნათელი გახდება, დღე კი ენერგიული.

1. სიმშვიდე

ყველაზე მნიშვნელოვანი წესი – სიმშვიდეა.

არა არის საჭირო რამეს განიცდიდეთ. გაეთიშეთ ყოველნაირ ემოციას – როგორც დადებით, ასევე უარყოფითს. ზოგი შემეწინააღმდეგება და მეტყვის: რატომ, ხომ შეიძლება კარგზე ვიფიქროო? შეიძლება მაგრამ ზომიერეად. საქმე იმაშია, რომ ტვინმა შეიძლება დადებითი ემოციები მიიღოს, როგორც მისი უკმარისობა – მოგიზღვავაოთ და გახდეთ აღზნებულები (როგორც ბავშვები ძილის წინ აქტიური თამაშის შედეგად, ხდებიან ენერგიულები, აგზნებულები). არ არის საჭირო, ძილის წინ “კუნტრუში“ და ნამეტნავად კარგ ხასიათზე მოსვლა. ოცნებაც არ არის რეკომენდირებული!

ძილის პირველ ფაზაში არსებული ემოციები განსაზღვრავენ აზრებს. თუ მშვიდი და გაწონასწორებული ხართ, მაშინ პროგრამა იყენებს ამას როგორც სუფთა ფურცელს. მარტივად, რომ ვთქვათ, გონება გაპროგრამებთ, მეორე დღის მოქმედებებზე, სიტუაციიდან გამომდინარე, ამა თუ იმ ემოციურ ფონზე. კარგია თუ მოუსმენთ მშვიდ და კლასიკურ, მედიტაციურ (წვიმის, ჩიტების გალობა ტყეში, ზღვის ტალღების ხმა…) მუსიკას.

2. აზრების უქონლობა

შეეცადეთ არ იფიქროთ. გათიშეთ შინაგანი ლაქლაქი და მოუსინეთ სიჩუმეს. სიჩუმეს აქვს თავისი ხმოვანება. თუ ხშირად მიუგდებთ ყურს, გაიგონებთ უმშვენიერეს ბგერებს. ძილის დროს, იმის მაგივრად რომ გაანალიზოთ გასული დღე, განთავისუფლდით აზრებისგან. ბევრი ფიქრი პროგრამას შეიყვანს  ჩიხში („გაჭედავს“). ტვინისთვის ეს არის პატური სიტუაცია. გონებისთვის აზრების გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია. ამიტომ პროგრამა იწყებს გადტვირთვას და გადადებს შემდეგი ღამისთვის. იმის შედეგად რომ მას არ მიეწოდა, ქაოტური აზრები, მეორე დილით თავს გრძნობთ მხნედ და შემართებით!

3. მოდუნება

როდესაც დასაძინებლად წვებით ზურგის, ხელების და ფეხების არეში ხართ დაძაბული. ამას კარგად იგრძნობთ თუ დააკვირდებით შეგრძნებებს. დაწოლისას სრულიად მოდუნდით. გახდით რბილი, შემდეგ უფრო და უფრო მოეშვით…  ამის გაკეთებისას მიხვდებით, რამდენად გქონიათ სხეული დაძაბული. მეტ წილად, ადამიანი ძილის რეჟიმში გადადის დაძაბულ და ამიტომაც ძილიდან გამოსვლისას იღებს, დაძაბულ დილას და შესაბამისად დღეს.

პრინციპში, დღეისთვის ეს საკმარისია. რადგან ყველაფერი რაზეც ვისაუბრე, კიდევ ერთი, ცალკე აღებული უზარმაზარი სფეროა, სადაც შესვლა/შემეცნება მხოლოდ დიდი სურვილით არის შესაძლებელი.

დაიმახსოვრეთ, რაზე უნდა იფიქროთ ძილის წინ:

1. მოიცილეთ ყოველგვარი ემოცია და ნერვიულობა

2. განთავისუფლდით, მოიშორეთ ფიქრები

3. მოიცილეთ დაძაბულობა/დაჭიმულობა სხეულში.

რა გამოდის, არც არაფერზე არ უნდა იფიქროთ. ამავე დროს, დაიჭიროთ მომენტი – ისწავლოთ გაცნობიერებულად სიზმარის მართვა, ძილის პირველ ფაზაში, მშვიდ და ფიქრებისაგან განთავისუფლებულ ფონზე, თითქოს სუფთა ფურცელზე წერთ სასურველ პროგრამას. აქ ეყრება, ხვალინდელ დღეს საფუძველი და აი ამ დროს, შეძლებთ გახდეთ თქვენი ცხოვრების რეჟისორი.

როდესაც მოცემულ რჩევებს მიაქცევთ ყურადღებას, როდესაც გააკონტროლებთ აზრებს, სხეულს და მდგომარეობას, თქვენ თავად ხდებით პროგრამა. ტვინი იწყებს მუშაობას შინაგანისთვის, ჭეშმარიტისთვის და თქვენთვის. ყოველ დილით გაიღვიძებთ ენერგიულად და მხნედ. რაც ყველაზე მთავარია, ხვდებით რომ გაქვთ ნათელი გონება, რომელსაც ადრე ვერ გრძნობდით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ტვინი მუშაობს 100% და ცხოვრებაში ყველაფერი ლაგდება ნელ-ნელა.

მასალა მოამზდა თამარ კვარაცხელიამ

zrda.wordpress.com

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი