ადლერი:,,როდესაც ბავშვი არ ვითარდება, შედეგად ვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი”

0
378

რა ხდება მაშინ, როცა ბავშვი ვერ ახერხებს საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობის კომპენსაციას? თუკი არასრულფასოვნების განცდა არ იქნება დაძლეული (გადაფარული), ის გაძლიერდება, შედეგად განვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი. ამ კომპლექსის მქონე ადამიანებს აქვთ დაბალი თვითშეფასება, ცუდი შეხედულებები საკუთარ თავზე და უმწეობის, შეუძლებლობის განცდა, დააკმაყოფილონ ცხოვრებისთვის საჭირო მოთხოვნები. ადლერმა ეს კომპლექსი აღმმოაჩინა ბევრი მოზადრდის ბავშვობაში, რომლებიც მიდიოდნენ მასთან სამკურნალოდ.

არასრულფასოვნების კომპლექსის გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვობის პერიოდში შემდეგმა ფაქტორებმა: ორგანულმა არასრულფასოვნებამ, განებივრებამ და უგულებელყოფამ.

ადლერის მიხედვით, სხეულის რომელიმე ორგანოს ნაკლოვანება ქმნის ადამიანის ძალისხმევისთვის სტიმულს, რომ მან აანაზღაუროს, კომპენსაცია მოახდინოს საკუთარი ნაკლოვანების ან სისუსტისა, მსგავსად ადლერისა, რომელმაც მოახდინა საკუთარი ფიზიკური ნაკლოვანების კომპენსაცია. ასე რომ, ინდივიდმა, რომელსაც აქვს ფიზიკური ნაკლოვანება, შესაძლოა მოახდინოს მასზე ფოკუსირება და იმუშავოს უმაღლესი ათლეტური შესაძლებლობების განვითარებისთვის.

განებივრებულ ბავშვსაც შეიძლება ჩამოუყალიბდეს არასრულფასოვნების კომპლექსი. ასეთი ბავშვები სახლში ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. ასეთი ბავშვები ფიქრობენ, რომ ისინი ყველა სიტუაციაში მნიშვნელოვანები არიან. მათთვის პირველი გამოცდილებაა სკოლა, სადაც ვერ იღებენ დიდი ხნით ყურადღებას, ამის გამო იღებენ შოკს, რომლისთვისაც ისინი საერთოდ არ არიან მზად. როდესაც კმაყოფილების მიღებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებთან შეჯახება მოუწევთ, ისინი რწმუნდებიან, რომ რაღაც ინდივიდუალური დეფიციტი აქვთ, რაც მათ ხელს უშლის. აქედან გამომდინარე ყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი.

რთული მისახვედრი არ არის, როგორ შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვნების კომპლექსი ბავშვის უგულებელყოფამ. მათი ჩვილობის და ბავშვობის პერიოდებისთვის დამახასიათებელია სიყვარულის და დაცულობის ნაკლებობა ინდიფერენტული ან მტრულად განწყობილი მშობლების გამო.

შედეგად, ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ უსარგებლობის, ან რისხვის განცდა, და უნდობლად, მტრულად აღიქვამენ სამყაროს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი