ნაპოლეონ ჰილი – რწმენის საფუძველი

0
333

რწმენა– ადმიანის ყოველგვარი გონებრივი შესაძლებლობების კატალიზატორია. ის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძნობაა  დადებით ემოციათა შორის. რწმენა აბსტრაქტულად არ არსებობს, ის ყოველთვის მიზანმიმართულობის გამოვლინებაა.

მინდა შევეხო, რწმენის საფუძველს, რომელიც ნაპოლეონ ჰილმა ათ პუნქტად ჩამოაყალიბა.

  1. განსაზღვრული მიზანი.
  2. ჩვევა, გააკეთო მეტი, ვიდრე ეს საჭიროა.
  3. დამოკიდებულება მარადიული გონის (ნაპოლეონ ჰილი), ადამიანების მიმართ. ადამიანების, რომელთაც აქვთ სულიერი და ფსიქოლოგიური მზაობა მიაღწიონ დასახულ მიზანს.
  4. ტვინის აღმშენებლობის წყობა, რომელიც თავისუფალია, ყოველგვარი ნეგატიური გრძნობებისაგან (შიში, შური, სიძუნწე, სიძულვილი, ეჭვიანობა…) .
  5. გააზრება ჭეშმარიტებისა, რომ ყოველი წარუმატებლობა, ამავე დროს, წარმოადგენს სიკეთეს. წარუმატებლობა- ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დამარცხებას. დამარცხებულად ითვლები მაშინ, როცა ჩამოუშვებ ხელებს. ბედის ყოველი დარტყმა, ამავე დროს, წარმოადგენს სიკეთეს.
  6. ჩვევა – დღეში ერთხელ მაინც იფიქროთ მიზანზე.
  7. რწმენა, რომ არსებობს მარადიული გონი (ასე იხსენიებს ღმერთს, ნაპალენ ჰილი) რომელიც აწესრიგებს სამყაროს, აძლევს მას აზრს. უნდა გჯეროდეს, რომ თითოეული ადამიანი არის ღმერთის მინიატურა, რომ ადამიანს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ის შეზღუდვები, რომრლსაც  ის თავად იყენებს.
  8. აწარმოეთ ჩანაწერები, თქვენს წარმატებებზე და წარუმატებლობებზე. თქვენ თვალნათლივ დაინახავთ – დადებითი გაცილებით მეტია, ვიდრე უარყოფითი.
  9. თვითპატივისცემა, გამოხატული სულიერ სიმშვიდეში და სუფთა სინდისში.
  10. იმის გაგება, რომ უნდა გვიყვარდეთ და პატივსცემდეთ ერთმანეთს.

აი, ის წინაპირობა რომელიც გვამზადებს რწმენისთვის. ის მოდის მხოლოდ მასთან, ვისი გონებაც გახსნილია, მიმართულია სიკეთისკენ. ის არის ნამდვილი ცხოვრების წყარო, რომელიც გვაძლევს ძალას და ენერგიას. რწმენის წყალობით, ადამიანის აღმშენებლობითი ტვინი გარდაიქმნება გარკვეულ ელექტრომაგნიტად, რომელიც იზიდავს მატერიალურად განსახორციელებელ შესაძლებლობებს.

მოამზადა:თამარა კვარაცხელიამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი