ფრიდრიხ სოლომონ პერლზი

0
717

ფრიდრიხ სოლომონ პერლზი (Friedrich Salomon Perls), ცნობილი ასევე როგორც – ფრიც პერლზი არის გამოჩენლი გერმანელი ექიმი-ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი გეშტალტთერაპიის დამფუძნებელი.

ფრიდრიხ სოლომონ პერლზი დაიბადა ბერლინში 1893 წელს საშუალო შეძლების ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები გერმანიაში ასიმილირებული ებრაელები, არ იყვნენ ორთოდოქსი მორწმინე იუდეველები. ფრიც პერლზის მოწოდება შემოქმედება და მეცნიერება იყო, რასაც ეკავა ცენტრალური ადგილი მის ცხოვრებაში.

1913 წელს განსაკუთრებული ინტერესის გარეშე იწყებს მედიცინის შესწავლას.

ფრიცმა სამედიცინო განათლება გერმანიაში მიიღო, და სადოქტორო დისერტაცია ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაიცვა.

1916 წელს ეცნობა ფროიდის ნაშრომებს და ფსიქოანალიზს. 1921 წელს იღებს მედიცინის დოქტორის ხარისხს და იწყებს ფსიქოთერაპიულ მუშაობას. 1922 წელს გაიტაცა ხელოვნების ახლმა ტენდენციებმა: დადაიზმა, გერმანული დიზაინური ბაუხაუსის სკოლამ.
1925 წელს – იწყებს შვიდეულთან (ლორა პერლზი, ისიდორ ფრომი, პოლ გუდმენი, ელიოტ საპირო, რიჩარდ კილერი და პოლ ვაის) ერთად იწყებს ფსიქოანალიზის კურს.
1926 წელს გაიცნო გამოჩენილი გეშტალტ ფსიქოლოგი, ნევროლოგი და ფსიქიატრი, კურტ გოლტშტეინი – და გახდა მისი ასისტენტი. ამავე დროს იგი ინტერესდება ფსიქოანალიზით. ევროპაში ამ დროს ფსიქოანალიზის ბუმია. იგი კარენ ჰორნისთან, ოტო ფენიხელთან ერთად ვილჰელმ რაიხის ხელმძღვანელობით გადის ანალიზის კურსს. ამ პერიოდში პერლზი წარმატებული ფსიქოანალიტიკოსი პრაქტიკოსია. ზიგმუნდ ფროიდი მისი ერთ-ერთი მთავარი ავტორიტეტი და კერპია. როგორც ბუნებით სკეპტიკოსს, მას დაუსწრებლად მუდმივი ღია და ფარული კამათი აქვს ფროიდის მოძღვრებასთან.
როგორც არამორწმუნე ებრაელს პერლზისავე თქმით, ფსიქოანალიზმა მასთან რწმენის ფუნქცია და ადგილი დაიკავა. ეს ნიშანდობლივი იყო არა მარტო მისთვის, არამედ ევროპელ ფსიქოანალიტიკოსთა მთელი პლეადისთვის. 30-იან წლებში ევროპაში აპოკალიფსურ-კატასტროფული მოვლენები ხდება. გერმანიაში ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტები მოდიან. ამ დროისთვის პერლზი დაოჯახდა, მისი მეუღლე მომავალში ცნობილი გენშტალტთერაპევტი ლორა პერლზია. პერლზი დადებითად აფასებდა მის დროულ გადაწყვეტილებას, ემიგრირების თაობაზე. როგორც ეთნიურ ებრაელს, მას გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკი და სიკვდილი ელოდა. იგი ოჯახთან ერთად ავეჯითა და ბიბლიოთეკოთ ჯერ ჰოლანდიაში, ხოლო შემდეგ ფროიდის თანამოაზრისა და ბიოგრაფისტის ერნესტ ჯონსის თაოსნობით, რომელიც ებრაელ ფსიქოანალიტიკოსებს მზრუნველობდა 1934 წელს სამხრეთ აფრიკაში გადასახლდა. იგი იოჰანესბურგში მეუღლესთან ერთად ფსიქოანალიტიკური პრაქტიკით იყო დაკავებული.
1936 წელს პერლზმა მიიღო მიწვევა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ კონგრესზე, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში გაიმართა. მას ესწრებოდა ფროიდი და მთელი ფსიქოანალიტიკური კოჰორტა. პერლზი ანთებული იყო ჟინით ეკამათა და დაემარცხებინა ფროიდი დისკუსიაში. მისი თქმით ეს გაღმერთებისა და თაყვანისცემიდან მომდინარეობდა, რომელიც მეტრის მიმართ გააჩნდა. პერლზი ისე იყო შემართული მოხსენეის წასაკითხად, რომ სამხრეთ აფრიკიდან ევროპაში სჭესთან საკუთარი თვითმფრინავით აპირედა ჩაფრენას, როგორც პირველი ფსიქოანალიტიკოსი მფრინავი. საბოლოოდ ეს ნატვრა მას არ აუხდა და ევროპაში გემით ჩავიდა. პერლზი იმედგაცრუებული დარჩა ფროიდთან შეხვედრითაც, რომელთანაც მხოლოდ ოთხი წუთი მოახერხა ზერელედ ურთიერთობა. მაშინ, როდესაც ევროპაში ომი იყო გაჩაღებული, პერლზის სამხრეთ აფრიკული ცხოვრება იდეალურად გამოიყურებოდა.
იგი პაციენტებთან სეანსებს ატარებს. ეუფლება თვითმფრინავით ფრენას და მარტო მოგზაურობს აფრიკისა და ინდოეთის ოკეანეში. პერლზმა გახსნა სამხრეთ აფრიკის ფსიქოანალიზური ინსტიტუტი.
ფეშენებელურ რაიონში აიშენა სახლი კორტებით, აუზით, მომსახურე პერსონალით. მას ყინულის სასრიალო მოედანიც კი ჰქონდა. ეს ის დროა, როცა სამხრეთ აფრიკში აპარტაიდის კანონებია და ევროპელი, შავკანიანისგან ყოველმხრივ განცალკევებული და პრივილეგირებულია, მათ ერთ სახლში არ სძინავთ, სხვადასხვა ტუალეტი და თავშეყრის ადგილები აქვთ.
აქვე იწერება პერლზის ნაშრომი, ,,ეგო შიმშილი და აგრესია“, რომელიც პირველ გამოცემაში ატარებდა სახელს,, ფროიდის თეორიისა და მეთოდის გადაფასება“, ხოლო მეორე გამოცემაში მოინათლა, როგორც ,,გეშტალტთერაპიის შესავალი“. პერლზი ზუსტად იხსენებს იმ მომენტს, როდესაც ფსიქოანალიზთან კავშირის გაწყვეტა განიზრახა. ეს მისი თქმით მოხდა კეიპტჰაუნში, ბერძენი პრინცესა მარა ბონაპარტესთან საუბრისას, რომელიც ფროიდის ახლობელი თანამოაზრე იყო. მასთან საუბრში პერლზმა გააკრიტიკა ფროიდის ლიბიდოს თეორია, რომელიც მისი თქმით უფრო რწმენის საკითხი იყო, ვიდრე მეცნიერების. შემდგომში პერლსი სექსუალურ ინსტიქტს, გეშტალტ თერაპიაში შიმშილის ინსტიქტს ჩაანაცვლებს. მიუხედავად ამისა, პერლზი ოფიციალურად კავშირს არ წყვეტს ფსიქოანალიზურ ასოციაციასთან. 1946 წელს პერლზი საცხოვრებლად და სამუშაოდ შეერთებულ შტატებში გადადის. ის მოღვაწეობს ნიუ-იორკში, ლოს-ანჟელესში, სან-ფრანცისკოში.
ძირითადად მას ყოფნა კალიფორნიაში უწევს, იზელენში, სადაც ასწავლის და ცხოვრობს. პარალელურად მოგზაურობს იაპონიაში, სადაც ძენის სიბრძნეს ეუფლება.
ამერიკაში იგი კომუნებში, საკმაოდ თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს, სადაც ჯგუფური თერაპიით და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული პროცესებითაა დაკავებული. 1952 წელს ნიუ-იორკში აარსებს გეშტალტ ინსტიტუტს, რომელიც ძალზედ პოპულარული ხდება. თავად პერლზი აღიარებული ფსიქოთერაპევტისა და ბრძენი გურუე რეპუტაციას იხვეჭს. მისი ცხოვრება და აღიარების პერიოდი ემთხვევა ამერიკაში 50-60-იანი წლების ახალგაზრდულ გამოსვლებს, სექსუალურ რევოლუციას და ჰიპების მოძრაობას. ამგვარი ფონი ნაყოფიერი აღმოჩდა მსოფლიოში მისი და გეშტალტ თერაპიის პოპულარიზაციისათვის.
პერლზს არ უყვარდა წერა, მას ეკუთვნის მხოლოდ რამოდენიმე წიგნი, ისიც სხვებთან თანაავტორობით ამ წიგნებს მისი კონსულტაციით სხვები წერდნენ. ამავე სტილში მაგნიტოფონის ფირზე ჩანაწერებიდანაა შექმნილი მისი ავტობიოგრაფიული რომანიც, სახელად ,,ნაგვის ყუთის შიგნით და გარეთ“. მისი სტიქია ადამიანებთან, ჯგუფთან უშუალო ურთიერთობა იყო, რაც ვიდეო სეანსების სახით მრავალრიცხოვან ფირებზეა აღბეჭდილი, იგი ასევე გატაცებული იყო მხატვრობით.
პერლზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო ადგილსამყოფელი კანადის ვანკუვერნის კუნძული ბრიტანეთის კოლუმბიაში იყო, სადაც მან გეშტალტის საზოგადოება დაარსა. პერლზი იქვე გარდაიცვალა 1970 წელს, სამოცდათვრამეტი წლის ასაკში. ფრიც პერლზი თვლიდა, რომ ადამიანის ფსიქიკა ისწრაფვის ერთიანობისა და დასრულებულობისაკენ. ადამიანი კი საკუთარი ცხოვრების აქტიური შემოქმედია. ის გარემოსთან ურთიერთობის შედეგად ღებულობს გარკვეულ გამოცდილებას, იყალიბებს წარმოდგენას გარემოზე. ფსიქოანალიზის მსგავსად აქაც მთავარია გაცნობიერებულობა. რაც უფრო გაცნობიერებულად ცხოვრობს ადამიანი მით უფრო ჯანმრთელია იგი. პრობლემები კი მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანის შინაგანი მთლიანობა (გეშტალტი) ირღვევა. ასეთ დროს ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს კონფლიქტი ვალდებულებებსა (უნდა გავაკეთო) და სურვილებს (მინდა გავაკეთო) შორის შეუთანხმებლობის გამო. შესაძლოა პიროვნება ვერ აცნობიერებდეს ამა თუ იმ განცდას და ვერ გამოხატავდეს მას, რის შედეგადაც მას უნვითარება სხვადასხვა ნევროტული ხასიათის სიმპტომი.
შესაძლოა მთლიანობის დაკარგვა სხვების ინტერესების დამორჩილებამ და მათთან შერწყმამ გამოიწვიოს. ასეთ დროს ადამიანი უფრო იმას აკეთებს, რაც სხვები მოელიან მისგან და არა იმას რაც თავად უნდა და რაც მისი თვითრეალიზებისთვისაა აუცილებელი. ეს ყველაფერი ფსიქოანალიტიკურ შეხედულებებს ძალიან გავს, მაგრამ აქ პრინციპული განსხვავებაა: გეშტალტ-თერაპია აქცენტს პრინციპზე ‘აქ და ამჟამად’ აკეთებს.
მნიშვნელობა იმას კი არ აქვს როგორ ჩამოყალიბდა ეს სიმპტომი არამედ იმას თუ რა ხდება აქ და ამჟამად – რის გამოხატვას ცდილობს პაციენტი ამა თუ იმ ჟესტით ან მიმიკით ან თუნდაც სიმპტომით. ამისათვის პერლზმა ე. წ. “ცარიელი სკამის” ტექნიკა შემოიღო. პაციენტი ჯერ საკუთარი პოზიციიდან საუბრობს შემდეგ კი მეორე სკამზე ჯდება და უკვე თავისი რაიმე განცდის, შეგრძნების, ან ვინმე მნიშვნელოვანი ადამიანის სახელით იწყებს საუბარს. ეს ტექნიკა ისევ და ისევ პრობლემასსთან დისტანცირების საშუალებას იძლევა. ადამიანი ხედავს და აცნობიერებს თავის განცდებს და მათ ღებულობს, რითაც მთლიანობას, გეშტალტის დასრულებას აღწევს. გეშტალტ-თერაპიის საშუალებით ადამიანი უფრო გაცნობიერებულად ცხოვრებას სწავლობს. ის იაზრებს, აცნობიერებს თავის განცდებს და სურვილებს, მათ გაცნობიერებულ კონტროლს სწავლობს. რაც ფსიქიური სიჯანსაღის საწინდარი ხდება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი